ზაზა სარალიძე: "მოსყიდულ მოწმეს", რომელზეც ფარულ ჩანაწერებშია საუბარი, ჩემთან შეხვედრა სურდა
ხორავას ქუჩაზე მოკლულის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე კურიერის მიერ გასაჯაროვებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც დავით სარალიძის მკვლელობის საქმის მოწმეს გარკვეული ინფორმაციების დამალვის სანაცვლოდ თანხა გადაუხადეს.
ზაზა სარალიძე კურიერთან საუბრისას აცხადებს, რომ მოწმე, რომელზეც ჩანაწერებშია საუბარი, მთავარ პროკურატურაში შალვა თადუმაძის დანიშვნამდე, უცხო პირის სახელით დაუკავშირდა და შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
სარალიძის თქმით, მან მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და აცნობა ფაქტის შესახებ, რათა მოწმის მოსყიდვა არ დაებრალებინათ.
"15 ივლისს, როდესაც პროკურატურას გადაეგზავნა ეს ჩემი განაცხადი, ორშაბათს ეს ბავშვი გადაიკეტა. პროკურატურამ გასცა ეს ინფორმაცია, რომ ვაპირებდი ამ ბავშვთან შეხვედრას და აპირებდნენ ფარულ ჩაწერას, რას ისაუბრებდა ბავშვი და პროკურატურამ ეს საქმე გაყიდა, ასე რომ ვთქვათ",— განაცხადა სარალიძემ.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ზეწოლა მიმდინარეობს არამარტო ამ ბავშვზე, არამედ ყველა მოწმეზე გამოძიების დაწყების პირველივე დღიდან.
"ზოგზე ზეწოლა მიმდინარეობდა, ზოგი მართლაც სცემეს, რასაც პირდაპირ ადასტურებს მიხეილ კალანდია თავის ჩვენებაში, რომ გვერდით ოთახში მამაჩემს სცემდნენო და ჩემს ცემასაც აპირებდნენო" — განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მისი თქმით, თავდაპირველად საქმის ფალსიფიცირება მირზა სუბელიანის დავალებით დაიწყო, უკვე ერთ თვეში საქმე იმდენად დამძიმდა, რომ პროკურატურამ უკან დახევა ვეღარ შეძლო.
ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი მოწმის გ.მ.-ს ადვოკატი, დავით დადიანი აცხადებს, რომ მოწმეზე ზეწოლა არ განხორციელებულა და მას ჩვენება არ შეუცვლია.
"პირველივე დღიდან ანალოგიური ჩვენებას აძლევს. ერთი და იგივეა პირველი ჩვენებაც და ბოლო ჩვენებაც და საიდან მოვიდა ეს ამბავი, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია", — განაცხადა დავით დადიანმა.
ტელეკომპანია რუსთავი 2-მა, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული მირზა სუბელიანის მონაწილეობით კიდევ ერთ აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერის ერთ-ერთ ფრაგმენტში, სავარაუდოდ, დავით ცუხიშვილი ამბობს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე ერთ-ერთი მოწმე ათი ათასით მოისყიდა.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები