10 საინტერესო რეკლამა ძველი ქართული გაზეთებიდან
"ევროპაში, განატლებულს ქვეყნებსა და ხალხებში განცხადებათა მნიშვნელობა არა თუ დიდი ხანია რაც შეიგნეს, პირიქით გადააჭარბეს კიდეც... უცხოეთში სულ ყველაფერი განცხადებებზეა დაფუძნებული. იქ განცხადებებზე ზღაპრულ ფულს ხარჯავენ და ზღაპრულ განცხადებებსაც იგონებენ", - ასე უხსნიდა გაზეთი "ცნობის ფურცელი" 1897 წელს საკუთარ მკითხველებს ბეჭდური რეკლამის მნიშვნელობას.
თუ მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის გაზეთებს ჩახედავთ, თვალწინ სულ სხვანაირი თბილისი გადაგეშლებათ, სადაც მრავალფეროვანი კულტურული ცხოვრება ჩქეფს და მაღაზიის დახლებზე "უშიშარი შვედური სპიჩკები" და ფრანგული "ბენედიქტნი ლიკიორი" იყიდება.
მეოცე საუკუნის დასაწყისში შეგეძლო აგერჩია, სად წახვიდოდი გასართობად: გოლოვინის პროსპექტზე, ჩითახოვის სახლებში "უშველებელის ტანის" 18 წლის კაცს ნახავდი თუ ლიუმიერის ფოტოგრაფიულ სურათების ჩვენებას დაესწრებოდი სათავადაზნაურო თეატრში, შეგეძლო "ევროპიული" კერძები გაგესინჯა რესტორან დასავლეთში, ან დიდუბის მოედანზე ოგიუსტ გოდრონის ჰაეროსტატისთვის გაგეყოლებინა თვალი.
გამომცემლობა არტანუჯმა ცნობილი ბეჭდური გაზეთებიდან ამოღებული 150 განცხადება სერიაში "თან საკითხავი" გამოსცა (შემდგენელი - გიორგი ჭეიშვილი). ეს ბავშვურად გულწრფელი და ხატოვანი რეკლამები იმაზე უკეთ გადმოგვცემს ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებას, ვიდრე ისტორიული წყაროები.
1. რძის ფქვილი ნესტლესი
გაზეთი ივერია, 1888 წ.
ჰღირს 1მ.15კ. ძუძუ-მწოვარა ბავშვთა საზრდოებლად.
უკეთესია ყველა აქამდე მოგონილ საშუალებათაგან, რომელიც კი დედის რძის მაგიერობასა სწევს. იგი ნოყიერია, ადვილად მოსანელებელი და ყოველი ბავშვი კმაყოფილებით ეწყობა. მოწონებულია აგრეთვე ეს რძის ფქვილი საზრდოდ უფროსთათვის, თუ სუსტი კუჭი აქვსთ.
წყალ-გამოცლილი, გასქელებული რძე ნესტლესი, ჰღირს 85 კაპ.
ისყიდება ყველა აფთიაქებსა და სააფთიაქო და საწვრილმანო მაღაზიებში. უმთავრესი საწყობი ალექსანდრე ვენცელთან.
მაქვს პატივი საზოგადოებას ვაცნობო, რომ მე პასუხისგებასა ვკისრულობ მხოლოდ იმ თუნუქის ჭურჭლისათვის, რომელსაც ლურჯი ბეჭედი აქვს და რომელზედაც ხელია მოწერილი ალექსანდრე ვენცელისა, ჩემის ერთად-ერთის აგენტისა მთელს რუსეთში.
ჰენრიხ ნესტლე, ვევეში (შვეიცარიას)
2. ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილი შექსპირის მეორე გამოცემა
გაზეთი ივერია, 1887 წ.
ახლად გამოვიდა შექსპირის ტრაგედია
ჰამლეტ
ინგლისურიდამ გადმოთარგმნილი ივანე მაჩაბლის მიერ. გამოცემა მეორე იყიდება ყველა წიგნის მაღაზიებში. ფასი ექვსი შაური
3. უშიშარი შვედური სპიჩკები
გაზეთი ივერია, 1888 წ.
დავიწყეთ გასყიდვა სრულიად უშიშარის შვედურის სპიჩკებისა, რომელიც ბევრად განკარგებულია და გაუმჯობესებული, თეთრი ალი აქვს და ფრიად იაფადაცა ღირს. ნარდად მყიდველთ ბევრი დაეთმობათ.
ქარხანა
გ.ბ ტერ-ასატუროვისა და კ. ვერაზე, ტფილისის ქალაქში
4. გაფრთხილება ფალსიფიკაციის შესახებ
გაზეთი ივერია, 1893 წ.
ნუ ყიდულობთ ოლე-ვაზელინის საპონს როიალ-კონგო რომელსაც გასაფრთხილებელი ნიშნები არა ჰქონდეს გამომგონებისაგან
ე. ბოდლო და კ. საგან
ჩვენ იძულებულ ვართ თითოეულ ნაჭერს ოლე-ვაზელინის "როიალ-კენგოს" საპონს გასაფრთხილებელი ნიშნები გავუკეთოთ, რადგან აღმოჩნდნენ ისეთნი, რომელნიც აკეთებენ ჩვენის საპნის მიმსგავსებულს ეტიკეტითაც და სხვაფრივაც.
ე. ბოლდო და კ.
5. საქალო ჰიგიენური ბალიშები
გაზეთი ივერია, 1888 წ.
ს.-პეტერბურგის საექიმო გამგეობის ნება-დართვით ისყიდება
საქალო ჰიგიენური ბალიშები
მომზადებული სულემით შეზავებულ ხის ბამბისგან. ძალიან მოხერხებული შემოსაკრავია, მოწყობილის ქამრითურთ, ქალთა სატარებლად რიგის დროს და მშობიარობის შემდეგ.
თორმეტი ცალი ბალიში ღირს 1 მან. ქამრის ფასია 40 კაპ - 1. მან.50 კაპ. ისყიდება მოსკოვისა და პეტერბურგის ყველა სააფთიაქო და სადოსტაქრო მაღაზიებში. უმთავრესი საწყობია ალექსანდრე ვენცელთან.
6. ფოტოგრაფიის კურსები
გაზეთი ცნობის ფურცელი, 1898 წ.
ვასწავლი ფოტოგრაფიულ ხელობას
კურსი 15 მანათი
საწყალ მოწაფეთ უფასოდ
აგრეთვე ვიღებ სურათებს დაკლებულ ფასად; ვადიდებ პატარა სურათს დიდ სურათად, ვბეჭდავ გახსნილ წერილებზე სურათებს და სხვა ფოტოგრაფიულ ხელობას ვასრულებ სუფთად და მალე.
ადრესი: მეორე ოვრაჟსკის ქუჩა (მთაწმინდაში), სახლი N14
ელისბარ ჯაჯანაშვილი
7. ეფრემ ვერდი
გაზეთი ცნობის ფურცელი, 1897 წ.
ძველ დროიდანვე ცნობილი საუკეთესო წიგნი. გამოვიდა და ისყიდება ყველა წიგნის მაღაზიაში. ფასი 1 მან. 50 კაპ.
ეფრემ-ვერდი
პირველად ქართულ ენაზე.
ძველ სომხურიდან ნათარგმნი კ.გ. ყაზახელის მიერ.
ვინც ერთბაშად ათს წიგნს იყიდის, იმას 1მან. 20კაპ. დაეთმობა.
8. აეროსტატი
გაზეთი ივერია, 1891 წ.
დღეს სწორედ 3 1/2 საათზე.
ჰაეროსტატით აფრინდება ოგიუსტ გოდრონი
(დიდუბის მოედანზედ)
9. სიჭაბუკის ცოდვა
გაზეთი ივერია, 1889 წ.
ფრიად კარგი და გამოსაყენებელი წიგნია იმათთვის, ვინც დასნეულებულია და დაავადებულია ონანიზმითა და თავ-აშვებულის ცხოვრებით.
თხზ. დ-რის ლორენცისა. რუსულად გამოცემული დ-რ გ-ლის მიერ.
ფასი ერთი მანათი
ამ სასარგებლო წიგნში ბევრი საშუალებაა დასახელებული ზემოხსენებულ მანკის შედეგის ასაცილებლად და დასნეულებულის ჯანისა და ღონის დონეზე დასაყენებლად.
წიგნი ნება-დართულია მოსკოვის საცენზურო კომიტეტის მიერ.
საწყობი იმყოფება ოტტო ასპერგერთან ლეპციგს - Otto Asperger Leipzig (საკსონიას). უცხო ქვეყნელნი წიგნის გაგზავნის ფასს არ იხდიან.
10. დასაქმების პორტალი
გაზეთი ივერია, 1903 წ.
ყველა
ადვილად და პატიოსნურად იშოვოს თვეში 400 მანეთს. არც დიდი ცოდნაა საჭირო და არც ხარჯი, მხოლოდ ჩქარა გამოგზავნეთ თქვენი ადრესი!
წიგნის შესახებ ვრცლად ისაუბრა შაბათის შუადღეში ნენე კვინიკაძემ. გადაცემის ჩანაწერი შეგიძლიათ აქ ნახოთ.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები