რ2-ის ვიდეოში ყიფიანი "სარდაფის ეპიზოდზე" საუბრობს, რომელიც აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ უარყო
რუსთავი 2 ომეგა ჯგუფის საქმეზე ვიდეოჩანაწერს ასაჯაროებს, სადაც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი "სარდაფის" იმ ეპიზოდზე საუბრობს, რომელიც აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, პროკურატურაში დაკითხვის დროს უარყო.
ვიდეოში, სავარაუდოდ, ყიფიანი, სავარაუდოდ, ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელ, ზაზა ოქუაშვილს და ომეგა ჯგუფის ერთ-ერთ თანამშრომელ დავით თოლორდავას ესაუბრება და ამბობს, რომ ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირება მოუვიდა. მისი თქმით, მან ფარცხალაძეს შეაგინა, რის გამოც ფარცხალაძის სარდაფში გალახეს.
ვიდეოს მიხედვით, ყიფიანი ამბობს, რომ ფარცხალაძის სარდაფში მოსასმენი აპარატურის ძებნისას გააშიშვლეს. მისივე თქმით, ეს საქმე "მოგვარდა" და ის და ფარცხალაძე ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა შეარიგა.
ვიდეოჩანაწერის გავრცელების შემდეგ On.ge-მ ლევან ყიფიანის ადვოკატთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
"სარდაფის ეპიზოდი"
30 სექტემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ოთარ ფარცხალაძე ლევან ყიფიანს გაუპატიურებით ემუქრებოდა. რუსთავი 2-ის ცნობით, ფარცხალაძე ყიფიანს ფიზიკურად ერთ-ერთ სარდაფში გაუსწორდა.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მოგვიანებით, ამავე არხზე ზაზა ოქუაშვილმა დაადასტურა. ოქუაშვილის თქმით, ლევან ყიფიანს ამ შემთხვევის შემდეგ თვითმკვლელობაც კი უნდოდა.
ომეგა ჯგუფის საქმეზე ლევან ყიფიანმა პროკურატურას 9 სექტემბერს ჩვენება მისცა. დაკითხვა 18 საათი გაგრძელდა. დაკითხვის ოქმის მიხედვით, ყოფილმა მინისტრმა ისაუბრა მედიაში გავრცელებულ მასალაზე და განაცხადა, რომ ეს ჩანაწერები ოქუაშვილთან ერთად უცხოელი პარტნიორებისთვის დადგა. მანვე განმარტა, რომ მედიით გავრცელებული აუდიოჩანაწერები დამონტაჟებულია.
ოქმის მიხედვით, "სარდაფის ეპიზოდში" ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძესთან კონფლიქტს, "თრილერს" და "სრულ სისულელეს" უწოდებს. ყიფიანი ირწმუნება, რომ ფარცხალაძესთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.
პროკურატურაში ამბობენ, რომ ყიფიანზე სავარაუდო გაუპატიურების მუქარის საქმეს ცალკე არ იძიებენ. თავად სპორტის ყოფილი მინისტრი კი გეგმავს ზაზა ოქუაშვილს წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი შეიტანოს.
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
-
გადახედვაროგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას როგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას
კომენტარები