მერილ სტრიპი მამაც ჟურნალისტს განასახიერებს, რომელიც მალტაში მანქანაში ააფეთქეს
სამი ოსკარის მფლობელი მსახიობი, მერილ სტრიპი, სტივენ სოდერბერგის ახალ ფილმში, The Laundromat, სასტიკად მოკლული მალტელი ჟურნალისტის, დაფნი კარუანა გალიციას როლს შეასრულებს.
სტრიპის გარდა ფილმში ვიხილავთ გარი ოლდმანს, ანტონიო ბანდერასსა და დევიდ შვიმერს.
წინასწარი ინფორმაციით, კინოსურათს ნეტფლიქსი გადაიღებს.
დაფნი ცნობილი გახდა იმით, რომ პოლიტიკოსებს კორუფციაში ამხელდა. 30 წლიან კარიერის მანძილზე, მას მალტელები როგორც ყველაზე ღირსეულ და უშიშარ ჟურნალისტს ისე მოიხსენიებდნენ.
ჟურნალისტმა დიდი როლი ითამაშა პანამის დოკუმენტების გამოძიებასა და გასაჯაროებაში.
2017 წლის 16 ოქტომბერს, დაფნი კარუანა გალიცია მანქანაი ააფეთქეს.
სტრიპმა, ჟურნალ PORTER-ის ახალ ნომერში, სწორედ დაფნის მიღწევებს გაუსვა ხაზი:
"ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, დავიცვათ და მადლობა გადავუხადოთ ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათი მორალი და პრინციპები ადამიანების თავისუფლებისა და მათი ინფორმირების სადარაჯოზე დგას. ჩვენ გვჭირდება მამაცი ადამიანები, რომლებიც ფრონტის წინ დგანან და მოახლოებული საშიშროების შესახებ გვაფრთხილებენ, იმაზე თუ საით არ გადავდგათ ნაბიჯი. ჭეშმარიტი სიმამაცის ერთ-ერთი მაგალითი, მალტელი ჟურნალისტი დაფნი კარუანა გალიცია, მისი ავტომანქანა პანამის დოკუმენტებზე მუშაობის დროს ააფეთქეს და მოკლეს. მივესალმები და პატივს ვცემ ქალ ჟურნალისტებს - მე მიყვარს ისინი. მამაცი ჟურნალისტები ახლა იმაზე მეტად გვჭირდება, ვიდრე ოდესმე", - ამბობდა სტრიპი.
ფილმის სიუჟეტი სწორედ პანამის დოკუმენტებს ეხება.
2016 წლის 9 აპრილს, ვაშინგტონის დროით 14:00-ზე, ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იურიდიული ფირმა მოსაკ ფონსეკას საიდუმლო დოკუმენტები. 11 მილიონ საბუთში ცხადად ჩანს, თუ როგორ იყენებდნენ მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ოფშორულ ზონებს ფულის გასათეთრებლად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად.
გამოჟონილი დოკუმენტების რაოდენობა კოლოსალურია. იურიდიული ფირმის შიდა ბაზიდან 2.6 ტერაბაიტის მოცულობის 11.5 მილიონი დოკუმენტია ამოღებული, რაც ბევრად მეტია, ვიდრე 2010 წლის ვიკილიქსის ან 2013 წლის სნოუდენის დოკუმენტები.
პანამის დოკუმენტები უპრეცედენტო ჟურნალისტური გამოძიებაა. გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი (ICIJ) გერმანულ გაზეთ Suddeutsche Zeitung-თან, OCCRP–სა და სხვა 100-ზე მეტ მედია-პარტნიორთან ერთად, ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდა დოკუმენტებს, რათა გამოეაშკარავებინა მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერთა კავშირები ოფშორულ ჰოლდინგებთან, გლობალურ სკანდალებთან, მათი ფარული ფინანსური ოპერაციები თაღლითებთან, ნარკომოვაჭრეებთან, მილიარდელებთან და ვარსკვლავ სპორტსმენებთანაც კი.
უფრო ვრცლად პანამის დოკუმენტებზე წაიკითხეთ: პანამის დოკუმენტები — მოკლედ და გასაგებად.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები