რუსეთმა ზურაბიშვილის წიგნის ციტატები ჰააგაში არგუმენტად წარადგინა — ბაქრაძე
ჰააგაში საქართველოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულის შესახებ შეტანილ სარჩელზე რუსეთის წინააღმდეგ რუსეთმა მოამზადა საპასუხო სარჩელი, რომელშიც არგუმენტებად მოყვანილია ციტატები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან. ამის შესახებ ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მათ აქვთ დოკუმენტის ნაწილი, რუსეთის საპასუხო სარჩელიდან, რომელზეც არგუმენტის სახით პირდაპირ არის მითითებული მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წიგნი. საპარლამენტო უმცირესობის თქმით, დოკუმენტი ადასტურებს რამდენად საშიშია ზურაბიშვილის რუსული რიტორიკა ქვეყნისთვის.
"კერძოდ, ამ ფრაგმენტში რომელიც ჩვენ მოვიყვანეთ მითითებული არის 137–139 გვერდები, ის მოსაზრებები რომელიც მას აქვს ჩამოყალიბებული", — განაცხადა ბაქრაძემ.
ამასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს თბილისის მერს, კახა კალაძეს. მან 2008 წელს აგვისტოს ომის დაწყებაში ისევ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა.
"ნაციონალურ მოძრაობას, თქვენს ტელევიზიას [რუსთავი 2-ს], თქვენს ხელმძღვანელებს არანაირი მორალური უფლება არ გაქვთ ისაუბროთ ომზე იმიტომ, რომ თქვენ იყავით ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იმის, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დავკარგეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე", — აღნიშნა თბილისის მერმა.
საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში
საქართველოს ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა. ჰააგის სასამართლოს პროკურორმა 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა წინასასამართლო პალატას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის ფარგლებში ჩადენილ დანაშაულებებზე გამოძიება დაეწყოთ.
რუსეთი უარს აცხადებს ითანამშრომლოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველო–რუსეთის 2008 წლის ომის დანაშაულის გამოძიების შესახებ.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები