ინტერნეტი თავისი ფულით იყიდა — ცესკოს არგუმენტები, რის გამოც საჯარო მოხელეები აგიტაციაში მონაწილეობისთვის არ დაჯარიმდნენ
საპრეზიდენტო არჩევნების გამართვამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება და ცესკოში არასამთავრობი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების საჩივრების შეტანა არ წყდება. პროცედურულ დარღვევებთან ერთად დავის საგანია აგიტაციაში მონაწილეობაც.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეების ნაწილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაზე ავრცელებენ ინფორმაციას. თითოეულ ამ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის ცესკოს სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) მიმართა.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეების სამუშაო საათების განმავლობაში. აგიტაციაში კანონდარღვევით ჩართვისთვის პირი 2 000 ლარით ჯარიმდება.
On.ge გთავაზობთ სამართლიანი არჩევნების 10 საჩივარს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციაზეა საუბარი. საჩივრების უმრავლესობა ცესკომ არ დააკმაყოფილა და რიგ შემთხვევაში არგუმენტად მოიტანა, რომ პირი "თავისუფალ დღეს", ე.წ. Day off-ს იყენებდა, ან საჯარო მოხელემ გავრცელებული მასალისთვის ინტერნეტი პირადი ხარჯით შეიძინა.
- ახალქალაქის მერის მოადგილის თქმით, მის ფეისბუქზე ზურაბიშვილის ფოტოები ცოლმა გააზიარა
- ცესკოს თანამშრომლის თქმით, მის ფეისბუქზე ზურაბიშვილის მხარდამჭერი ინფორმაცია ქმარმა გააზიარა
თეთრიწყარო
სამართლიანი არჩევნების საჩივრის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების მართვის განყოფილების უფროსმა, ლაშა ქურდიანმა სამუშაო საათებში ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ფეისბუქპოსტი ამჟამად მის გვერდზე აღარ იძებნება, თუმცა სამართლიანმა არჩევნებმა დარღვევაზე ცესკოსთვის მიმართვისას, დანართის სახით პოსტის ფოტო დაურთო.
ცესკომ საქმეზე სამართალდარღვევის ოქმი არ შეადგინა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა ლაშა ქურდიანის ძმამ, ლევან ქურდიანმა, რომელიც არ არის საჯარო მოხელე.
ფოთი
ფოთის მერიის არქიტექტურის სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ჯგერენაიას ფეისბუქზე, ასევე სამუშაო საათებში გამოქვეყნდა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი პოსტი. ჯგერენაიაზე ცესკომ სამართალდარღვევის ოქმი არ შეადგინა, ვინაიდან, ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის დასკვნით, მისი ფეისბუქპოსტი პირადი მობილური ტელეფონით გამოქვეყნდა, რომელზეც, მათივე ცნობით, თავისი ფულით გააქტიურა ინტერნეტპაკეტი.
დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ბადრი სუბარის ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნდა პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
ცესკომ არც ამ საქმეზე შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი, ვინაიდან დაადგინა, რომ ინფორმაცია გავრცელდა საჯარო მოხელის პირადი მობილური ტელეფონით და არა — მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ტექნიკით.
ახალქალაქი
სამართლიანი არჩევნების საჩივრის თანახმად, ახალქალაქის მერის მოადგილის, არმენ მარანგოზიანის ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნდა პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
არმენ მარანგოზიანმა საოლქო კომისიაში განმარტა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერი პოსტი 1-2 ოქტომბერს პირადი მობილურით, მისმა ცოლმა გააზიარა. ცესკომ ოქმი არც ამ საქმეზე შეადგინა.
თბილისი, ნაძალადევის რაიონი
ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების განყოფილების უფროსის მაია ბადაშვილის პირად გვერდზე, სამუშაო საათებში გამოქვეყნდა სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
საქმე ცესკოში განხილვის პროცესშია.
ნინოწმინდა
სამართლიანი არჩევნების ცნობით, ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაზიარებული იყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქის გვერდზეც. დღეს, 22 ოქტომბერს ფეისბუქპოსტი კონკრეტულ გვერდზე აღარ იძებნება/საჯარო აღარ არის, თუმცა, ორგანიზაციამ ცესკოსთვის საჩივრის გაგზავნისას დანართის სახით დაურთო ფოტო.
ცესკოს ამ საქმეზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის, სუმბატ კიურეღიანის ახსნა-განმარტებით, საჩივარში მითითებული ფეისბუქგვერდი არ არის საკრებულოს ოფიციალური გვერდი.
ტყიბული
ტყიბულის საინფორმაციო ცენტრმა, Info ტყიბულის გვერდმაც გამოაქვეყნა პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია. ამ საქმეზე ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გამოსცა და საარჩევნო კოდექსის დარღვევა დაადგინა.
საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით, აკრძალულია ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება.
ქედის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერის მაოდგილის, გურამ ბერიძის ფეისბუქზე გამოქვეყნდა სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი.
ქედის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივარი არ დააკმაყოფილა იმ მიზეზით, რომ ფოტომასალა გაზიარებულია არასამუშაო საათებში.
თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსის, ვაჟა ლეშკაშელის ფეისბუქის პირად გვერდზე სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და წინასაარჩევნო შეხვედრის ამსახველი ფოტო გამოქვეყნდა.
ცესკომ უარი თქვა ადმინისტრაციული ოქმის შედგენაზე და გადაწყვეტილებაში ასახა, რომ ვაჟა ლეშკაშელი კონკრეტულ დროს, თავისუფალი დღით სარგებლობდა და არ გამოუყენებია ადმინისტრაციული რესურსი.
გორი
პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრასთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოაქვეყნა გორის საკრებულოს აპარატის უფროსის, ზაქარია ნასყიდაშვილის ფეისბუქზეც. დღეს, 22 ოქტომბერს მის გვერდზე ინფორმაცია აღარ იძებნება/საჯარო აღარ არის, თუმცა, სამართლიანმა არჩევნებმა ცესკოსთვის საჩივრის გაგზავნისას დანართის სახით დაურთო ფოტო.
ცესკოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ზაქარია ნასყიდაშვილის ქმედებაზე ოქმის შედგენის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მან პირადი მობილურით გააზიარა ზურაბიშვილის მხარდამჭერი პოსტი.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები