კომიკოსი სარა სილვერმანი: ლუის სი ქეი ჩემ თვალწინაც მასტურბირებდა, ოღონდ - ჩემი თანხმობით
"არ ვიცი, რასაც ახლა ვიტყვი, სანანებელი გამიხდება თუ არა", - თქვა სარა სილვერმანმა ჰოვარდ სტერნის რადიოშოუში, სანამ ლუის სი ქეის შესახებ დაიწყებდა საუბარს. 47 წლის კომიკოსის თქმით, ლუის სი ქეი, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში რამდენიმე ქალი ადანაშაულებს, მის თვალწინაც მასტურბირებდა, თუმცა ამ ქალებისგან განსხვავებით – მისი თანხმობით.
"ლუის მთელი ცხოვრებაა, ვიცნობ და მისთვის გასამართლებელ საბუთებს არ ვეძებ, ასე რომ, ჩემს სიტყვებს ასე ნუ გაიგებთ. ჩვენ თითქმის თანატოლები ვართ. ასევე - თანასწორები. როცა პატარები ვიყავით, ის მეკითხებოდა ხოლმე, შეიძლებოდა თუ არა ჩემ თვალწინ მასტურბირება. ხანდახან ვეუბნებოდი: "რატომაც არა! სიამოვნებით გიყურებდი"... მესმის, რომ ეს იგივე არაა, რაც სხვა ქალებმა მის გამო გამოიარეს. მას ჩემთვის არაფრის შემოთავაზება არ შეეძლო. უბრალოდ მეგობრები ვიყავით. ასე რომ, კი, ხანდახან მინდოდა ამის ნახვა და ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო. ხანდახან კი ვეუბნებოდი: "ფუ, არა" და უბრალოდ პიცის საჭმელად მივდიოდით".
სილვერმანის აზრით, ეს ისტორია იმას ადასტურებს, რომ ლუი საკუთარი ქმედებების შედეგს ვერ აცნობიერებდა, ისევე, როგორც მოულოდნელ პოპულარობასა და ახლადშეძენილ ძალაუფლებას, რომელიც ასეთ წარმატებას მოჰყვება.
"იმას არ ვგულისხმობ, რომ რაც მან გააკეთა, სწორია, მე უბრალოდ ვამბობ, რომ გარკვეულ მომენტში ის გავლენიანი გახდა - ცნობილიც კი არა, უბრალოდ გავლენიანი კომედიის სამყაროში და ეს ბევრ რამეს ცვლის. ლუიმ ეს გააცნობიერა, თუმცა ბევრად უფრო გვიან, ვიდრე ნიუ-იორკ თაიმსმა [პირველად სწორედ ნიუ-იორკ თაიმსმა დაიბეჭდა ლუის წინააღმდეგ ბრალდებები]. იმ თავდაპირველ სტატიაშიც კი ნათქვამია, რომ ლუიმ ამ ქალებთან დაკავშირება სცადა, რათა ეთქვა: ვიცი, რომ ცუდად მოგექეცი, მინდა, რომ ეს გამოვასწორო".
სილვერმანი ამბობს, რომ "აუცილებელი არაა, ლუი ყველამ თავიდან შეიყვაროს" და შესაძლოა, ლუისთან მეგობრობის გამო სიტუაციის ობიექტურად განსჯა უჭირდეს.
"ლუი მიყვარს. ის ჩემი ძმაა. მას იმ დროიდან ვიცნობ, როცა 19 წლის ვიყავი. ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი. ყველაფერი თეთრი და შავი გეჩვენება, სანამ "ცუდი ტიპი" ის ადამიანი არ აღმოჩნდება, ვინც გიყვარს. მისმინეთ: რაც მან გააკეთა, არასწორი იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ის სერიულ გამაუპატიურებელ ბილ კოსბის უნდა შევადაროთ. მისი დანაშაული ახლოსაც ვერ მოვა ჰარვი ვაინშტაინის შემთხვევასთან. ლუის პათოლოგია თანხმობაზეა დაფუძნებული - ეს რა თქმა უნდა, დაუშვებელი უნდა გამხდარიყო, როგორც კი პოპულარობა მოიპოვა, თუნდაც მხოლოდ კომიკოსების საზოგადოებაში. სწორედ ეს ცვლის ყველაფერს და მიუღებლად აქცევს ქალების ჩაყენებას ამ გარემოებაში. ლუის დიდი ხანი დასჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ არასწორად მოიქცა. უბრალოდ, ისე გამოდის, რომ ვინც აღიარებს "მე ეს ჩავიდინე, ძალიან ვნანობ და მინდა გამოვასწორო", სამყაროსთვის მაშინვე კვდება, სხვები კი, ვინც უარყოფენ, უარყოფენ, უარყოფენ, რამდენი მტკიცებულებაც არ უნდა არსებობდეს, ჩვეულებრივად აგრძელენ ცხოვრებას. მე ვსაუბრობ დონალდ ტრამპზე. მე ვსაუბრობ კავანაზე [ბრეტ კავანა აშშ-ის სენატის იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე დაამტკიცა იმის მიუხედავად, რომ მას სამი ქალი სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში ადანაშაულებდა]".
ინტერვიუში სარამ ასევე აღნიშნა, რომ მას სჯერა ლუის სინანულის და სჯერა, რომ ის დაბრუნებას მოახერხებს: "მე უბრალოდ მინდა, რომ ამ ყველაფერზე სცენიდან ისაუბრობს, მაგრამ კომიკოსებს მითითებები არ უყვართ, ასე რომ, ის მაინც იპოვის საკუთარ გზას ან ვერ იპოვის და ხალხი მას უყურებს, ან არ უყურებს".
სტერნის შოუს ერთ-ერთი ქალი გამოეხმაურა, რომელმაც ლუი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.
"სიმართლე რომ ვთქვა, სი ქეის ჩემთვისაც "არაფერი ჰქონდა შემოსათავაზებელი". მეც მისი თანასწორი ვიყავი სცენაზე იმ დღეს, როცა ჩემი სექსუალურად შევიწროება გადაწყვიტა. მან წამართვა დღე, რომლისთვისაც წლების განმავლობაში ვშრომობდი და ჯერაც არაფერს ნანობს. ის უბრალოდ მტაცებელია, რომელიც ქალებს ათწლეულების განმავლობაში იყენებდა და ამის შესახებ იტყუებოდა", - დაწერა რებეკა კორიმ ტვიტერზე.
სარა სილვერმანმა კორის ბოდიშით უპასუხა: "რებეკა, ვწუხვარ. ზუსტად ამიტომ არ მინდოდა, ამაში ჩავრთულიყავი. ჩემს შოუზე პრესასთან საუბარი უკვე წარმოუდგენელია ისე, რომ ამ თემაზე კითხვა არ დამისვან. შენ მართალი ხარ: თქვენ თანასწორები იყავით და ის ძალიან ცუდად მოგექცა, რაც არასწორია. ბოდიში, მეგობარო. შენ ძალიან ნიჭიერი და კეთილი ხარ".
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები