ხალხური მედიცინა და სხვა დაპირებები — სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამა
წინასაარჩევნო პერიოდში მართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველს თავი საკამათო განცხადებებით დაამახსოვრა. ცოტას თუ ახსოვს ინტერვიუ ან სატელევიზიო გამოსვლა, სადაც სალომე ზურაბიშვილი თავის საარჩევნო პროგრამაზე საუბრობს. მის მიერ აგვისტოს ომზე გაკეთებულმა განცხადებებმა, რომ "ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა" გადაფარა ყველა თემა. ამომრჩეველთან შეხვედრა რეგიონებში ხშირად საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.
გვახსოვს ინტერვიუებიც, სადაც სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს საყვედურობს, რატომ არ უსვამენ მის საარჩევნო პროგრამაზე კითხვებს. რა აქვს სალომე ზურაბიშვილს ამომრჩევლისთვის სათქმელი? ამ მიზნით, On.ge-მ პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამა გამოითხოვა.
მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამა ცხრა მთავარ მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა ხალხური მედიცინის განვითარება, კურორტოლოგია, მთავრობის ზედამხედველობა, კულტურის ელჩობა... ეს მიმართულებები უფრო მეტად მიზნებს ემყარება და კითხვაზე როგორ — პასუხი არ იკითხება.
სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის პრიორიტეტია იყოს "გამაერთიანებელი, დამოუკიდებელი ხიდი ხალხსა და აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის, ადამიანისა და საზოგადოებრივი უფლებების დამცველი, მიუკერძოებელი, მზრუნველი და ინიციატორი".
On.ge მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამას უცვლელი სახით გთავაზობთ.
სტაბილურობის დაცვა, საზოგადოების გაერთიანება და ზრუნვა საქართველოს გამთლიანებისთვის
- საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა;
- ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება და მისი გამთლიანებისთვის წინაპირობების შექმნა;
- ნატოში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია;
- საზოგადოების გაერთიანებაში პირადი წვლილის შეტანა;
- არა კონფრონტაცია, არამედ კონსტრუქციული თანამშრომლობა ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან და საზოგადოებასთან, მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
- ტოლერანტული საზოგადოების გაძლიერება ყველა წარმოშობის მოქალაქეების ინტერესების დაცვითა და ჩართულობით, რაც მიიღწევა, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო ენის სწავლის ხელმისაწვდომობით;
- ევროკავშირის მისიასთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებებით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გაზრდა;
- პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულების შესრულება აფხაზური ენისა და იდენტობის დაცვა.
ევროპა საქართველოში და საქართველო - ევროპაში
- ევროპული სტანდარტების დანერგვა ქვეყანაში: ადამიანის ძირითადი უფლებების, სოციალური და ეკონომიკური, ეკოლოგიური, შრომის უსაფრთხოების უფლებების დაცვა; მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და განსაკუთრებული სოციალური საჭიროებების მქონე სხვა პირთა ინტერესების დაცვა;
- ევროპული გამოცდილების გაზიარება არა მზა მაგალითებით, არამედ საქართველოს თავისებურებების გათვალისწინებით;
- ევროპული სტანდარტების დანერგვითა და ქართული კულტურის, ღირებულებების გაზიარებით ევროპაში კუთვნილი ადგილის დამკვიდრებისთვის მუშაობა;
- ქვეყნის ევროპასა და ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია თავისი კულტურითა და იდენტობით;
- მკაცრი ზედამხედველობა მთავრობის მიერ ხალხისთვის გაცემული დაპირებების შესრულებაზე.
რეგიონების გაძლიერება
- ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება ქვეყნის გაძლიერების საფუძველია. აუცილებელია ახალი პოტენციალის დანახვა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პერსპექტივის გაჩენა ადგილებზე;
- რეგიონების პრეზიდენტი, მათი წარმომადგენელი ხელისუფლებაში, მათი ინტერესების გატანა საზღვარგარეთ და ახალი კავშირების ხელშეწყობა.
კულტურა
- პრეზიდენტი — კულტურული მემკვიდრეობის გარანტი;
- მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ძეგლების დაცვა და ახალი ძეგლების შეტანის ხელშეწყობა (მაგალითად, მეგრული ოდა);
- ქართული კულტურის, როგორც ქართველი ხალხის უმთავრესი ღირებულების დაცვა და განვითარების ხელშეწყობა ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ;
- პრეზიდენტი, როგორც კულტურის ელჩი.
ახალგაზრდობა
- ახალგაზრდების ინიციატივების წახალისება, ნოვატორული იდეების მხარდაჭერა;
- სახელმწიფო დაფინანსებით უცხოეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების ღირსეული დაბრუნება და სრულფასოვანი ჩართვა ქვეყნის მშენებლობაში;
- ევროპის ქვეყნებთან შეთანხმება დროებითი მიგრანტების თაობაზე.
ჯანდაცვა და ჯანსაღი ცხოვრების პირობების გაძლიერება
- ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და სპორტის განვითარება;
- ნარკოტიკების წინააღმდეგ უწყვეტი საინფორმაციო კამპანიის წარმართვა.
დიასპორა
- ორმაგი მოქალაქეობის დამკვიდრებით მოქალაქეობრივი და სამართლებრივი კავშირის აღდგენა დიასპორასთან;
- უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ღირსეული დაბრუნება საქართველოში და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა ქვეყნის პოლიტიკასა და ეკონომიკაში;
- დიასპორის სახლის დაარსება.
მედიცინა
- იმ დიდი პოტენციალისა და ტრადიციების განვითარების ხელშეწყობა, რაც ისტორიულად გვაქვს მედიცინის სფეროში (ფარმაცია და ხალხური მედიცინა, ფაგები, კურორტოლოგია);
- დაავადებების პრევენციისთვის მუშაობის გააქტიურება;
- უშუალოდ პრეზიდენტის მხარდაჭერა და ლობირება ონკოლოგიის ცენტრის შესაქმნელად, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ ადგილზე მკურნალობის შესაძლებლობა.
ტურიზმი
- თემატური ტურიზმის (არქეოლოგიური, რელიგიური, ექსტრემალური, ბალნეოლოგიური, ეკოტურიზმი და ა.შ.) განვითარება, რაც უშუალოდ შეუწყობს ხელს რეგიონების გაძლიერებას.
სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი მოდელსაც გვთავაზობს:
- პრეზიდენტის რეზიდენცია ორბელიანის სასახლეში;
- ადმინისტრაციის გამჭვირვალობა;
- კავშირი მოქალაქეებთან (ცხელი ხაზი);
- გენდერული ბალანსი;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წარმომადგენლობა ადმინისტრაციაში.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები