ლევან ბერიანიძე: ეკლესია ადგენს ვის, სად და როდის აქვს შეკრების უფლება, რაშიც სახელმწიფო ვერ ეწინააღმდეგება
არასამთავრობო ორგანიზაცია ლგბტ საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე აცხადებს, რომ მათთვის მიუღებელია, მათ ნაცვლად სხვამ გადაწყვიტოს, სად გამართონ ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღის აღსანიშნავი აქცია. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ აქციის ჩასატარებლად რუსთაველის გარდა სხვა, ალტერნატიული ადგილი შესთავაზა.
"ვესწრებოდი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეხვედრას როგორც მხარდამჭერი, იქ იყვნენ სახელმწიფო სამსახურის სხვა წარმომადგენლებიც. შემოგვთავაზეს, რომ აქცია გაგვემართა მრგვალ ბაღში, ბათუმში ან თემქაზე", - თქვა ლევან ბერიანიძემ ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, 17 მაისს.
ბერიანიძის თქმით, აქტივისტებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო აქციის რუსთაველზე ჩატარება:
"2013 წლის შემდეგ საპატრიარქომ ტაბუ დაადო ამ ადგილს და ლგბტ აქტივისტებს გვითხრა, რომ არ ამ დღეს აქ გამოსვლის უფლებას არ გვაძლევდა. არც ერთ ინსტიტუციას არ უნდა ჰქონდეს მითითების უფლება კონკრეტულ ჯგუფზე, სად შეიკრიბონ და სად არა, ამას უნდა ადგენდეს საქართველოს კონსტიტუცია".
ლგბტ საქართველოს წარმომადგენლის თქმით, სახელმწიფომ ლგბტ თემს კვლავ ვერ მისცა უსაფრთხოდ შეკრების გარანტია:
"ეს უნდა განვიხილოთ როგორც ლგბტ ადამიანებზე ზეწოლის მცდელობა. ეკლესია ადგენს ვის, სად და როდის აქვს შეკრების უფლება და ამაში მას სახელმწიფო ვერ ეწინააღმდეგება. დღესდღეობით, ჩვენ ისევ ვდგავართ თეოკრატიის სერიოზული ნიშნების წინაშე. ესაა დემოკრატიის სერიოზული კრიზისი".
გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ლგბტ აქტივისტებისთვის დემონსტრაციის გასამართად ალტერნატიული ადგილი არ შეუთავაზებია. თალაკვაძის თქმით, თუ ჰომოფობიის წინააღმდეგ ღონისძიება გაიმართება იქ, სადაც შარშან, პოლიცია თავის ფუნქციას შეასრულებს, ის იმოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში. შარშან აქციები სამ ადგილას გაიმართა და აქტივისტების უსაფრთხოება სრულად იყო დაცული".
2013 წლის 17 მაისს მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა ლგბტ აქტივისტებს თბილისში, თავისუფლების მოედანზე არ მისცეს ამ დღის აღნიშვნის უფლება და აქცია დაარბიეს, 2014 წელს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დაცვის დღედ გამოაცხადა. სწორედ მას შემდეგ, ამ დღეს მართლმადიდებელი მრევლი რუსთაველის გამზირზე ხატებით მსვლელობას აწყობს სამების ტაძრისკენ. მსგავსი მსვლელობა გაიმართა 2016 წელსაც.
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს 17 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს 17 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყება
-
გადახედვახმაური პარლამენტში — ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების თქმით, მათი მისამართით ბოთლებსა და წიგნებს ისროდნენ ხმაური პარლამენტში — ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების თქმით, მათი მისამართით ბოთლებსა და წიგნებს ისროდნენ
-
გადახედვაბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ ბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ
-
გადახედვამძიმედ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს — ის ეტლით გადაადგილდება მძიმედ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს — ის ეტლით გადაადგილდება
-
გადახედვაDRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია DRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია
-
გადახედვაარაადამიანია ყველა, ვინც ამას ხედავს და არაფერს ამბობს. დღეს ან ხალხის მხარეს დგახარ და ადამიანი ხარ, ან სხვა გზას ირჩევ და არაადამიანი ხდები. არაადამიანია ყველა, ვინც ამას ხედავს და არაფერს ამბობს. დღეს ან ხალხის მხარეს დგახარ და ადამიანი ხარ, ან სხვა გზას ირჩევ და არაადამიანი ხდები.
-
გადახედვანახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
-
გადახედვაწამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე წამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე
-
-
-
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
კომენტარები