სიმდიდრის გადასახადი, ნაკლები ბიუროკრატია და სხვა — რა ხედვა აქვთ საპრეზიდენტო კანდიდატებს ეკონომიკასა და დასაქმებაზე
2018 წელს საქართველოს მოსახლეობა უკანასკნელად ირჩევს პრეზიდენტს. ახალი პრეზიდენტი შეზღუდული უფლებამოსილებით ისარგებლებს და მისი გავლენებიც შემცირდება. ამის მიუხედავად პრეზიდენტობის სურვილი 50-მდე კანდიდატმა გამოთქვა, საბოლოოდ კი პრეზიდენტობისთვის 25 კანდიდატი იბრძვის.
Prezidenti.ge აქვეყნებს 5 საპრეზიდენტო კანდიდატის ხედვას სხვადასხვა საკითხებზე. მათ შორის იმაზე, თუ რა მიაჩნიათ პრეზიდენტის მთავარ ამოცანად, რას ფიქრობენ, განათლებაზე, უსაფრთხოებასა და საგარეო ურთიერთობაზე. ვებგვერდზე არ არის გამოქვეყნებული ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ხედვები.
On.ge გთავაზობთ 5 საპრეზიდენტო კანდიდატების ხედვას ეკონომიკის, დასაქმებისა და გადასახადების შესახებ.
მიუხედავად განსხვავებული ეკონომიკური ხედვებისა, ევროპული საქართველოს კანდიდატი დავით ბაქრაძე, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ისევე როგორც, პარტია გირჩის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე გადასახადების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობენ. მსგავსი აზრი აქვთ რეგულაციების შემცირებაზე გრიგოლ ვაშაძესა და ზურაბ ჯაფარიძესაც. კანდიდატების უმეტესობა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას განიხილავს.
ეკონომიკა
"მცირე მთავრობის" კონცეფცია — დავით ბაქრაძე
დავით ბაქრაძეს მიაჩნია, რომ ეკონომიკის წინსვლისთვის გამოსავალი ბიუჯეტის სწორად გადალაგება და გადასახადების დაწევაა. ბაქრაძე ქართული ოცნების მსგავსად "მცირე მთავრობის" მოდელის დანერგვაზე საუბრობს. მისი აზრით, ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადებით ისევ ხალხმა უნდა ისარგებლოს და ბიუროკრატიას ნაკლები ფული უნდა მოხმარდეს.
ღარიბი გამდიდრდეს და მდიდარი არ გაღარიბდეს — დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ შემოსავლების გადანაწილებაში დიდი უთანასწორობაა და მოსახლეობა ეკონომიკურ ზრდას ვერ გრძნობს.
"ეს პრობლემა ისე უნდა მოგვარდეს, რომ ღარიბი გამდიდრდეს და მდიდარი არ გაღარიბდეს", — აცხადებს უსუფაშვილი.
კანდიდატი საყოველთაო თანასწორობის მიღწევის გზად ხედავს ეკონომიკურ პროცესებში უფრო მეტი მოქალაქის ჩართვას, ოღონდ არა როგორც დაქირავებული მუშაკის, არამედ სამეწარმეო სუბიექტის სახით.
უსუფაშვილი თვლის, რომ მსხვილი ბიზნესის მხარდაჭერისთვის სახელმწიფო რესურსების გამოყენების პროცესი, ამ ეტაპზე, უნდა შეჩერდეს და ეკონომიკურ განვითარებაზე გათვალისწინებული სახელმწიფო რესურსები მთლიანად უნდა მიემართოს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის.
მშპ-ს გაორმაგება — გრიგოლ ვაშაძე
ვაშაძე გეგმავს პრეზიდენტის საქმიანობის ერთი ციკლის განმავლობაში, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის "თითქმის გაორმაგებას". მისი ეკონომიკური ხედვით "მთავარი ორიენტირი" კი არის სიღარიბის შემცირება ორნიშნას მიახლოებული ეკონომიკური ზრდის პირობებში
ვაშაძის აზრით, იმისთვის, რომ საქართველო ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს დაუბრუნდეს საჭიროა:
- ზედმეტი რეგულაციების გაუქმება;
- ბიუროკრატიის შემცირება;
- კერძო საკუთრების დაცულობა;
- მაკროეკონომიკური სტაბილურობა;
- დაბალანსებული ბიუჯეტი;
- სტაბილური ლარი.
მისაღები პირობები ინვესტორებს — შალვა ნათელაშვილი
ლეიბორისტების კანდიდატი ეკონომიკაზეც მოკლე, ერთწინადადებიან ხედვას აყალიბებს და ეკონომიკის წინსვლის საწინდრად ინვესტიციების ფართოდ მოზიდვასა და ინვესტორებისთვის მისაღები პირობების შექმნას მიიჩნევს.
1 წელიწადში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა — ზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე, ტრადიციულად, ეკონომიკური ზრდის მიღწევისთვის გადასახადების და რეგულაციების შემცირებაზე საუბრობს. მისი აზრით, საჭიროა სასამართლო სისტემის რეფორმა, საკუთრების უფლების დაცვა და ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერება იმისთვის, რომ საკუთრება და აქ ჩადებული კაპიტალი დაცული იყოს გარე აგრესიისგან.
ჯაფარიძის აზრით, სწორი გადაწყვეტილებების პირობებში, საქართველოს შეუძლია, 1 წელიწადში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს.
გადასახადები
სიმდიდრის გადასახადი — შალვა ნათელაშვილი
ვინაიდან შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტის მთავარ ამოცანად ქვეყნის დეოლიგარქიზაციას ხედავს, მიაჩნია, რომ საქართველოში უნდა დაწესდეს სიმდიდრის გადასახადი, ფრანგული მოდელის შესაბამისად.
ბიუჯეტის მაკონტროლებლის თვითგანცდა მოქალაქეებში — დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი საგადასახადო სისტემა მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება და იგნორირებულია სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება გადასახადის გადამხდელთა წინაშე.
უსუფაშვილი საშემოსავლო გადასახადის სისტემის ცვლილებაზე საუბრობს. მისი აზრით, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ქონდეთ ბიუჯეტის მაკონტროლებლის თვითგანცდა და თანამესაკუთრეობის შეგრძნება საჭიროა, რომ სრულად მიიღონ საკუთარი შემოსავალი და შემდგომ გადაუხადონ სახელმწიფოს კუთვნილი გადასახადი.
საშემოსავლო გადასახადი 15 %-მდე — გრიგოლ ვაშაძე
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი საუბრობს არა მის ხედვაზე გადასახადების შესახებ, არამედ მისი პარტიის გეგმებზე. ვაშაძის თქმით, მისი პოლიტიკური პარტია შეამცირებს საშემოსავლო გადასახადს 15 პროცენტამდე. გარდა ამისა, შეამცირებენ სააქციზო განაკვეთს ნავთობპროდუქტებზე და ალკოჰოლური საქონელზე.
ვაშაძის თქმით, დღგ-ს მხოლოდ 200,000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტები გადაიხდიან. საშემოსავლო გადასახადი კი დარჩება ერთიანი განაკვეთის მქონე ყველა პირისათვის.
საშემოსავლო და მოგების გადასახადის გაუქმება — ზურაბ ჯაფარიძე
ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ გადასახადები უნდა იყოს მცირე და საქართველო ნელ-ნელა უნდა წავიდეს საშემოსავლო და მოგების გადასახადის გაუქმებისკენ.
ჯაფარიძის თქმით, ქონების და იმპორტის გადასახადის წილი ბიუჯეტში ისედაც მცირეა, სწორედ ამიტომ, შესაძლებლად მიაჩნია არსებული 6 გადასახადის 2-მდე შემცირება და მხოლოდ აქციზისა და დღგ-ს დატოვება.
დასაქმება
დავით ბაქრაძე
ბაქრაძე ამბობს, რომ უმუშევრობის დაძლევის და სიღარიბის დაძლევის საუკეთესო გზაა ის ხედვები, რაც მას ეკონომიკასა და გადასახადების კუთხით აქვს. კერძოდ, ბიუროკრატიის შემცირება და ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმა.
მისი აზრით, სახელმწიფომ ქართველი ემიგრანტებისთვის უცხოეთის შრომითი ბაზრების გახსნას და დასაქმების კვოტების გამოყოფას უნდა მიაღწიოს, რაც ლეგალურ სამუშაოს, მეტ ხელფასსა და დაცვის გარანტიებს ნიშნავს
გრიგოლ ვაშაძე
ვაშაძეც, ბაქრაძის მსგავსად ამბობს, რომ დასაქმების გაზრდის საშუალება ეკონომიკასა და გადასახადებზე მისი ხედვის გამოყენება, რაც ანალოგიურად, ბიუროკრატიის შემცირებას და ნაკლებ რეგულაციას გულისხმობს.
ვაშაძის თქმით, აუცილებელია ბიზნესინტერესების დაცვა, რადგან ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევის ერთადერთი წინაპირობა კერძო სექტორის განვითარებაა.
შალვა ნათელაშვილი
ნათელაშვილი მსხვილ ბიზნესს სიმდიდრის გადასახადს კი უწესებს, მაგრამ მიაჩნია, რომ უმუშევრობის დაძლევის გზა საშუალო და წვრილი ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობაა.
ზურაბ ჯაფარიძე
საპირისპიროდ, ზურაბ ჯაფარიძე თვლის, რომ სახელმწიფომ ხელი არ უნდა შეუშალოს ბიზნესს სამუშაო ადგილების შექმნაში. მისი თქმით, უმუშევრობის დაძლევა უნდა მოვიდეს სწრაფი ეკონომიკური ზრდის პარალელურად.
დავით უსუფაშვილი
ამ შემთხვევაში კანდიდატების აზრები ერთმანეთს ნაწილობრივ დაემთხვა. სხვების მსგავსად უსუფაშვილსაც მიაჩნია, რომ დასაქმებისა და შემოსავლების დონის არსებითი გაუმჯობესებისთვის მნშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის სწრაფი განვითარება.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები