ვაუჩერები სწავლისთვის და განათლების თავისუფლება — პრეზიდენტობის კანდიდატები განათლების პოლიტიკაზე
"მასწავლებელთა ხელფასის გაზრდა", "სწავლის ვაუჩერული დაფინანსება", "განათლების თავისუფლება" და "უცხოეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების ღირსეული დაბრუნება", — ეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი კანდიდატის დაპირებებია. მათი თქმით, განათლების სფერო ქვეყანაში პრიორიტეტი უნდა იყოს. თუმცა, პორტალ prezidenti.ge-ს კითხვას, როგორ პოლიტიკას უჭერენ მხარს განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, პრეზიდენტობის მხოლოდ ხუთმა კანდიდატმა უპასუხა. ყველა მათგანს განსხვავებული მოცულობისა და შინაარსის პასუხი აქვს.
დავით ბაქრაძე
პარტია ევროპული საქართველოს კანდიდატი, დავით ბაქრაძე განათლების პოლიტიკის მიმართ მისი ხედვიდან ორ ნაწილს გამოყოფს, მათ შორის:
- გამარჯვების შემდეგ გეგმავს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის არანაკლებ 50 პროცენტი უცხოეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების დასაფინანსებლად გამოიყენოს;
- გეგმავს მთავრობას წინადადებები წარუდგენს, თუ როგორ გაიზარდოს:
- ვაუჩერის პრინციპზე გადაყვანით, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა და არჩევანი;
- სასკოლო ვაუჩერის ღირებულება, რომ სასკოლო სამეურვეო საბჭოებს, საშუალება მიეცეთ მასწავლებელთა ხელფასი მინიმუმ 700 ლარამდე, ხოლო ყველა სერტიფიცირებულ მასწავლებელს — მინიმუმ 1 000 ლარამდე გაეზარდოს;
- სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა 8 000 სტუდენტით.
გრიგოლ ვაშაძე
ყოფილი თანაგუნდელის მსგავსად, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პროგრამაშიც ასახულია, "მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 1 000 ლარამდე" და "საბავშვო ბაღების ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადასვლა". თუმცა, თავისი კონკურენტისგან განსხვავებით, ის ვრცლად, პუნქტობრივად მიმოიხილავს, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ვაშაძე არ აკონკრეტებს, თუ რას გააკეთებდა უშუალოდ პრეზიდენტი გამარჯვების შემთხვევაში, შეზღუდული უფლებამოსილებების ფარგლებში.
იგი ხაზს უსვამს იმას, რომ განათლების პოლიტიკის ხედვა ციკლურობის, უწყვეტობის, ინკლუზიურობის გააზრებას უნდა ემყარებოდეს. ფიქრობს, რომ აუცილებელია განათლების ბიუჯეტის გაორმაგება.
გრიგოლ ვაშაძე აღნიშნავს, რომ საჭიროა საატესტატო თუ ეროვნული გამოცდების ინტეგრაცია და ცვლილებები უნივერსიტეტებში მიღების სისტემაში. მიიჩნევს, რომ ყველა სოციალურად დაუცველი სტუდენტი, რომლის სარეიტინგო ქულა 200 000-მდეა, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს, სასწავლებლების ავტორიზაცია-აკრედიტაციის სისტემა კი უნდა გარდაიქმნას.
შალვა ნათელაშვილი
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ერთი წინადადებით შემოიფარგლა განათლების პოლიტიკაზე საუბრისას და თქვა, რომ ყველა საფეხურის განათლება უნდა ფინანსდებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მან მაგალითად გერმანულ-ავსტრიული მოდელი მოიყვანა.
დავით უსუფაშვილი
"განათლების პოლიტიკის არქონის პოლიტიკა უნდა დასრულდეს", — ასე პასუხობს შენების მოძრაობის ლიდერი, დავით უსუფაშვილი კითხვას განათლების რეფორმირებაზე. იგი პასუხის გაცემისას კონკრეტულ დაპირებებსა და ნაბიჯებს არ განიხილავს, არამედ განათლების სფეროში, განახლებული უფლებამოსილებების მქონე პრეზიდენტის როლზე საუბრობს.
უსუფაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის "შეზღუდული ფინანსური რესურსის" ნაწილის მიმართვა ხელმოკლე, ან განსაკუთრებული უნარების მქონე ახალგაზრდების სტიპენდიებზე "შესაძლოა არ იყოს ურიგო საქმე".
"ამავე სახსრებით მეტი ახალგაზრდისთვის შეიძლება ხელშეწყობა თუ იგი სისტემური, ან კერძო ფონდების მოძიებისკენ იქნება მიმართული", — ამბობს დავით უსუფაშვილი.
ამასთან, შენების მოძრაობის ლიდერი პრეზიდენტის როლს იმაში ხედავს რომ "ინდივიდებისა და საზოგადოების დონეზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვების სურვილი გააღვივოს".
ზურაბ ჯაფარიძე
გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე ყველასგან განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს და მიიჩნევს, რომ განათლებას სჭირდება თავისუფლება:
"უნდა დაინგრეს ძველი, საბჭოთა განათლების სისტემა და კერძო ბიზნესს უნდა მიეცეს საშუალება, თავად მიაწოდოს მისთვის და კლიენტისთვის სასურველი სერვისი მომხმარებლებს. სახელმწიფომ, მაქსიმუმ, გაჭირვებულ ადამიანებს დაუფინანსოს განათლება. განათლების შინაარსი, ხარისხი და მენეჯმენტი მთლიანად უნდა იქცეს კერძო სფეროს პრეროგატივად".
სალომე ზურაბიშვილი
მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა პორტალ Prezidenti.ge-ს კითხვებს არ უპასუხა, თუმცა კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ ქვეთავში "ახალგაზრდები", სულ სამი პატარა პუნქტი უჭირავს განათლების პოლიტიკას:
- ახალგაზრდების ინიციატივების წახალისება, ნოვატორული იდეების მხარდაჭერა;
- სახელმწიფო დაფინანსებით უცხოეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების ღირსეული დაბრუნება და სრულფასოვანი ჩართვა ქვეყნის მშენებლობაში;
- ევროპის ქვეყნებთან შეთანხმება დროებითი მიგრანტების თაობაზე.
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები