ტელეკომპანია კავკასია ივანიშვილის ინტერვიუს ფორმატზე უარს ამბობს და საკუთარს სთავაზობს
ტელეკომპანია კავკასია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ფორმატზე უარს ამბობს. ტელევიზიაში აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის თავმჯდომარის იდეა მიუღებელია და სურვილის შემთხვევაში, მას საკუთარ ფორმატს სთავაზობენ.
ტელეკომპანიის განცხადებით, თუ შეხვედრას პრესკონფერენციის ფორმატი აქვს, მაშინ მასზე დასწრება ყველა მედიას უნდა შეეძლოს და არა მხოლოდ ხუთ ტელევიზიას. ტელეკომპანიის დირექტორის განმარტებით, თუ ეს იქნება ტოქ-შოუების წამყვანების კომბინირებული გადაცემა, მაშინ ჟურნალისტები უნდა წვეყტდნენ ვისთან სურთ დაჯგუფება და არა ივანიშვილი.
"ასეთ ფორმატში იკარგება ინტერვიუს არსი, კითხვების თანმიმდევრობა, ლოგიკურობა და შესაბამისად აზრს კარგავს კითხვის დასმა. მოხარული ვიქნებით, თუ ქართული ოცნების თავმჯდომარის პიარ სამსახური უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება დასახულ ამოცანებს, საკუთარ დამსაქმებელს, ქართულ მედიას და უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბებულ, აპრობირებულ ფორმატებს შემოგვთავაზებს თანამშრომლობისთვის, რათა აზრი არ დაეკარგოს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას და რესპოდენტთან ურთიერთობა არ იქცეს არსს მოკლებულ გამაღიზიანებელ სანახაობად", — აცხადებენ ტელევიზიაში.
სამ ტელევიზიასთან ინტერვიუს შემდეგ ივანიშვილმა 5 ხუთი ტელეკომპანია მიიწვია. 26 ოქტომბერს, 11 საათზე ივანიშვილს მაესტროს, ობიექტივის, პალიტრა NEWS-ის, კავკასიისა და იბერიის ჟურნალისტებთან აქვს ინტერვიუ დაგეგმილი.
პრესსამსახურის განცხადებით, ამ შეხვედრაზე რუსთავი 2-ც მიწვეულია, რადგან წინა შეხვედრაზე ივანიშვილის შეფასებები და კრიტიკა მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად აღიქვეს. რუსთავი 2-ის დირექტორის განცხადებით, შეხვედრას არ დაესწრებიან, რადგან საჭირო კითხვებზე პასუხები უკვე მიიღეს.
ჟურნალისტებთან ინტერვიუს ფორმატი ბიძინა ივანიშვილმა თავად შეარჩია და მოდერატორობასაც თავად უწევს. პირველ შეხვედრაზე ივანიშვილმა თავადვე შეარჩია ჟურნალისტებიც, თუმცა რუსთავი 2-მა და TV პირველმა სხვა ჟურნალისტები გაგზავნა.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები