სულ მალე შეძლებთ, თქვენს Facebook პროფილს საყვარელი სიმღერები მიაბათ
Facebook-ის ახალი ფუნქცია Myspace-ის ეპოქაში დაგაბრუნებთ: სულ მალე შეგეძლებათ, საკუთარ პროფილს მუსიკის სექცია დაამატოთ და ნაცვლად შემსრულებლების გვერდების ჩვენებისა, რეალურად მოასმენინოთ მეგობრებს თქვენი საყვარელი სიმღერები. სიახლეს წლის ბოლომდე რამდენიმე ქვეყანაში ვიხილავთ.
საწყის ეტაპზე მხოლოდ ნაწყვეტების მოსმენა იქნება შესაძლებელი, თუმცა Facebook აქტიურად მუშაობს Spotify-სა და Apple Music-თან, რათა საკუთარი მომხმარებლისთვის სიმღერების სრული ვერსიებიც ხელმისაწვდომი გახადოს.
გარდა ამისა, კიდევ ორი მუსიკალური ფუნქციის დანერგვა იგეგმება:
Lip Sync Live, რაც მარტივად რომ ვთქვათ, სიმღერისთვის ტუჩის მოძრაობის აყოლებას გულისხმობს
ამ ფუნქციით შეძლებთ, თქვენ მიერ შერჩეულ სიმღერაზე რამდენიმეწამიანი ვიდეო გადაიღოთ, სადაც ცეკვავთ ან სიმღერის ტექსტს ტუჩების მოძრაობას აყოლებთ. საქმის გასაადვილებლად, ეკრანზე სიტყვებიც გამოჩნდება. უკვე ცნობილია რამდენიმე ჰიტი, რომელთა გამოყენების უფლებაც ფეისბუქმა ხმისჩამწერ სტუდიებთან კონტრაქტის შედეგად მოიპოვა: დუა ლიპას New Rules, Khalid-ის Better და Maroon 5-ის Girls Like You. სწორედ ამ ფუნქციამ მოუტანა პოპულარობა 2014 წელს სოციალურ ქსელს Musical.ly-ს. ამ პლატფორმაზე მომხმარებლები (ძირითადად, თინეიჯერები) ცნობილ სიმღერებზე შექმნილ მოკლე ვიდეორგოლებს ტვირთავენ.
ფეისბუქის მუსიკა სთორისა და ნიუსფიდისთვის
მალე თქვენს სთორის საუნდტრეკი ექნება. ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია აშშ-ში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. თქვენ შეძლებთ სიმღერების კატალოგიდან აირჩიოთ ტრეკი და მისი კონკრეტული მონაკვეთი, რომელსაც სთორის დაადებთ, მერე კი შექმნილი კლიპების ნიუსფიდშიც დააშეაროთ.
ფეისბუქს უკვე დიდი ხანია საყვედურობენ, რომ ის მელომანებზე მორგებული არაა. ალბათ, თავადაც შეამჩნევდით, რომ Youtube-დან თქვენს კედელზე სიმღერის გაზიარება თითქმის უსარგებლოა. ახალი ცვლილებებით კი სულ მალე ფეისბუქი ბევრად მუსიკალურ ადგილად იქცევა.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები