დღეს, 8 საათზე, უყურეთ მიშა მშვილდაძის ძალიან სერიოზულ იუმორისტულ გადაცემას
ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისთვის ფეხის აწყობა ყოველთვის მარტივი არაა. თუ თქვენც, უამრავი სხვა ადამიანივით ცდილობთ, მოვლენების ჯაჭვში ლოგიკის ხაზები იპოვოთ, ოღონდ ისე, რომ ამან თქვენი დღის უდიდესი ნაწილი არ წაიღოს, მაშინ კარგი ამბავი გვაქვს: ამიერიდან ეს პროცესი ოდნავ უფრო ადვილი და სახალისო გახდება.
დღეს, საღამოს 8 საათზე, ექსკლუზიურად ფეისბუქის მომხმარებლებისთვის მიშა მშვილდაძის ახალი იუმორისტულ-ანალიტიკური შოუს პირველი გადაცემა დაიდება, რომლის ყურებასაც ლაივში შეძლებთ [შეგიძლიათ, თადარიგი ახლავე დაიჭიროთ და Facebook გვერდი გამოიწეროთ]. შემდეგ გადაცემებს კი რუსთავი 2-ზე, ჩემი ცოლის დაქალების დასრულების შემდეგ იხილავთ.
გადაცემის აღწერაში ვკითხულობთ, რომ ის საქართველოში და სამყაროში სერიოზულობის დეფიციტის გამო შეიქმნა, თუმცა ამ ფრაზას ძალიან სერიოზულად არ უნდა მიუდგეთ. გარდა კვირის მთავარი სიახლეების მიმოხილვისა, ყოველ კვირას მიშა მშვილდაძე ერთ მთავარ თემაზეც ისაუბრებს, რომელსაც სხვადასხვა კუთხით დაგვანახებს.
პირველი გადაცემის თემა კი, ცხადია, საპრეზიდენტო არჩევნებია.
"ჩვენ ამ გადაცემას დავარქვით სერიოზული იუმორისტული გადაცემა, რადგან გვინდა, ყველა იმ მნიშვნელოვან ამბავს შევეხოთ, რომელიც ადამიანებს აინტერესებთ და რომელზეც უნდათ ლაპარაკი. მთავარი არაა მარტო მყვირალა ჰედლაინები. ბევრად საინტერესოა ის ამბები, რომლებიც ერთი ან რამდენიმე ნიუსიდან შეიძლება კარგად არ ჩანდეს, მაგალითად, კონკრეტული რეგულაციები, რაზეც ბევრი სფეროა მიბმული და რომელიც რეალურად შეგვიცვლის ყოველდღიურობას. გვინდა, რომ ასეთი კავშირები დავიჭიროთ და მაყურებელსაც ვაჩვენოთ", - ამბობს გადაცემის წამყვანი, მიშა მშვილდაძე, - "ეს არის გადაცემა მოქალაქეთა ფართო სპექტრისთვის, რომელშიც შედიან, ერთი მხრივ, ის ადამიანები, რომელთაც არ აქვთ იმდენი დრო, რომ ყოველდღე საინფორმაციო გადაცემას უყურებენ და, მეორე მხრივ, ყველა, ვისაც უყვარს რეალობისთვის ცოტა ირონიულად შეხედვა".
ასე რომ, ყოველ პარასკევს, სამუშაო კვირის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ ცოტა ხნით შეისვენოთ და ძალიან სერიოზული სახეებით ჩაუსხდეთ იუმორისტულ გადაცემას "კვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან".
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები