ბიძინა ივანიშვილი: ძალიან გაბრაზებული ვარ, როგორ იყო ლევან ყიფიანი მინისტრი
პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი ცდილობს დააშანტაჟოს ხელისუფლება და არა —პირიქით.
მისი განცხადებით, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ ოქუაშვილისთვის დახმარებოდა. ივანიშვილის განცხადებით, ხვალვე რომ დაიწყოს ზაზა ოქუაშვილმა გადახდა, მთავრობა მასთან ითანამშრომლებს.
"პირიქით ხდება, ბიზნესმენი ცდილობს დააშანტაჟოს ხელისუფლება, რაც არ გაუვა და ყველა გადაიხდის იმას, რაც ეკუთვნის. 11-ჯერ გაუგრძელეს რესტრუქტურიზაცია. როცა ეს კეთდება, აუცილებელია, რომ ვისაც დავალიანება აქვს გადახდის პროცესი დაიწყოს", — განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ქართული ოცნების დამფუძნებელმა თანაუგრძნო ტელეკომპანია იბერიას ჟურნალისტებს და განაცხადა, რომ იცის, რა გრძნობაა ტელევიზიის დახურვა.
"მე ორჯერ მაქვს ეს გაკეთებული, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ხელწერით გავაკეთე —წინმსწრებად გავაფრთხილე, ხელფასები გადავუხადე, მაგრამ დღემდე მიხსენებენ ჟურნალისტები. მოიქცეს ოქუაშვილი ისე, როგორც ეკადრება კანონს, როგორც ეკადრება ბიუჯეტს", — ამბობს ბიძინა ივანიშვილი.
ტელეკომპანია იბერიას კითხვაზე, რატომ იყო ლევან ყიფიანი მინისტრი, თუ მის მიმართ ამდენი კითხვის ნიშანი ჩნდება, ივანიშვილი ამბობს, რომ მასაც მსგავსი პრეტენზიები აქვს.
"ეს არის ყველა მძიმე ნაწილი თქვენი კითხვის. მე ვარ ძალიან გაბრაზებული, როგორ იყო ეს კაცი მინისტრი. ჩემ დროს იყო მინისტრი და ჩემი დანიშნულია. ის განცხადებები, რასაც ის აკეთებს პროკურატურაში ისეთივე სანდოობას იწვევს ჩემში, რასაც ეს ჩანაწერები", — განაცხადა ივანიშვილმა.
ომეგა ჯგუფის საქმე
10 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა ჩანაწერები, რომლებშიც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და ომეგა ჯგუფის დამფუძნებელ, ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან საუბრის დეტალებს უყვება. ჩანაწერში ისმის, რომ მამაცაშვილი ომეგა ჯგუფის პრობლემების მოსაგვარებლად, მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა.
ჩანაწერის მიხედვით, ომეგა ჯგუფის მფლობელს, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი მთავრობასთან პრობლემების მოგვარებაში ორ მილიონ დოლარს სთხოვდა.
მოგვიანებით, რუსთავი 2-მა კიდევ ერთი ჩანაწერი გაავრცელა, სადაც სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი ხელისუფლებასთან გარიგებაზე საუბრობენ. სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი ამბობს, რომ ის შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ბიზნესის სანაცვლოდ 4 მილიონი მოსთხოვა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სპორტის ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს ემუქრებოდა. რუსთავი 2-ის ცნობით, ფარცხალაძე ყიფიანს ფიზიკურად ერთ-ერთ სარდაფში გაუსწორდა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ომეგა ჯგუფის საქმეზე მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერები ავთენტური არაა და დამონტაჟებულია. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დასკვნა 4 ოქტომბერს გასცა.
ომეგა ჯგუფის საქმის ჩანაწერებზე ლევან ყიფიანი სასამართლოში 3 ოქტომბერს გამოიკითხა. სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან ზეწოლაზე ჩანაწერები ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზაზა ოქუაშვილმა მასთან შეთანხმებით ჩაწერა.
მისი თქმით, ამ ჩანაწერებზე დათანხმების მიზანი იყო, რომ ოქუაშვილს საქართველოში და საზღვარგარეთ ფინანსური პრობლემები მოეგვარებინა. მისი განმარტებით, ჩანაწერებით უცხოელი პარტნიორები სახელმწიფოს მიერ ომეგა ჯგუფზე ზეწოლის შესახებ შეიტყობდნენ, ოქუაშვილი კი ამ დროს საქართველოში ბიუჯეტის მიმართ არსებულ დავალიანების საკითხსაც გადაჭრიდა. თუმცა როგორც ყიფიანი განმარტავს, ის აუდიოჩანაწერები, რომელიც მედიით გავრცელდა დამონტაჟებულია.
ლევან ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, ისინი გეგმავენ, რომ ოქუაშვილს სასამართლოში უჩივლონ.
აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ 12 სექტემბერს დაიწყო გამოძიება 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები