ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად აქტივისტებმა თბილისის პარლამენტის შენობის წინ კარავი მიიტანეს და პერფორმანსი დადგეს. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კარვის გაშლა არის თავისუფალი მანიფესტაციის ფორმა და მიიჩნევენ, რომ ზაზა სარალიძეს ეს უფლება არ უნდა შეუზღუდონ. აქცია ამ წუთებშიც გრძელდება, პარლამენტის წინ ათეულობით ადამიანია შეკრებილი.

ფოტო: ეკუნა ჯანიაშვილი / On.ge

ფოტო: ეკუნა ჯანიაშვილი / On.ge

ფოტო: ეკუნა ჯანიაშვილი / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

რატომ დააკავეს ზაზა სარალიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 26 ოქტომბერს ზაზა სარალიძე და მასთან ერთად კიდევ ორი პირი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით შვილმოკლული მამა პოლიციის შენობაში შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით მიდი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის საავადმყოფოში რჩება.

ზაზა სარალიძემ სამართალდამცავების მიმართ აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც მას თბილისში, პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მას ეს უფლება შეუზღუდეს. სარალიძე თბილისის პარლამენტის შენობასთან უკვე 46 დღეა აქციას მართავს და შვილის მკვლელობაში მონაწილე პირების დაკავებას ითხოვს.