საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს დამკვირვებლებმა აღმოჩნეს, რომ ზუგდიდის #94 უბანზე ყუთის ზედამხედველმა ძირითად ყუთში 5-მდე ბიულეტენი ჩაგდო. ამ მიზეზით არასამათავრობო ორგანიზაცია უბნის მონაცემების გაბათილებას ითხოვს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ ამ დროისთვის სულ 10-მდე დარღვევა აღმოაჩინა:

  • ბათუმის #7, 89, 25 უბნებზე ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს წილისყრაში მონაწილეობაზე;
  • გურჯაანის #2 საარჩევნო უბნიდან ამომრჩეველს გარეთ გაყვა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის (საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი) დამკვირვებელი და ფული გადაუხადა. თავად დამკვირვებელი თანხის გადახდას არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ მისი მძღოლია და ბენზინის თანხა მისცა.ორგანიზაციის დამკვირვებელს ადგილზე მყოფმა პირებმა განუცხადეს, რომ თანხის გადამხდელი ქართული ოცნების მხარდამჭერია;
  • ბათუმის #7, 89, 25 უბნებზე ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს წილისყრაში მონაწილეობაზე;
  • დმანისის #32 საარჩევნო უბნის ბიულეტენზე ბეჭედს ურტყამდნენ ამობრუნებულ მდგომარეობაში, რაც შესაძლოა, ბათილობის საფუძველი გახდეს. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ამ საკითხზე საჩივარი დაწერა;
  • გურჯაანის #12 ოლქის #25 უბანზე კომისიის წევრი არ შევიდა კაბინაში და საჯაროდ მისცა ხმა, რითაც დაირღვა აგიტაციის წესები, უბანზე აგიტაცია კი აკრძალულია. შესაბამისად დაიწერა საჩივარი;
  • მარტვილის #13 და ჭიათურის #26 უბნებზე კენჭისყრა 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო;
  • ქობულეთის #92 ოლქის #32 უბნის ბიულეტენებში კანდიდატის ნომერ 57-ზე წაშლილია ციფრი 7, რის შედეგადაც ბიულეტინზე ფიქსირდება ორი 5 ნომერი. აღნიშნული პრობლების გამო უბანი დროებით დაიხურა. ამასთან, დაკავშირებით სპეციალური განმარტება გამოიკრა უბანზე, რის შემდეგაც კენჭისყრის პროცესი განახლდა.