გრიგოლ ვაშაძე: მიუხედავად გაყალბებისა, მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსისა, ჩვენ მოვუგეთ
მოძრაობა ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ეგზიტპოლების შედეგები შეაფასა: მიუხედავად გაყალბებისა, მასობრივი მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსისა, ჩვენ მათ მოვუგეთ.
"მთავარში დავრწმუნდით, საქართველოს მოქალაქეებს სურთ პოზიტიური ცვლილებები, მათ ყელში აქვთ ამოსული ქურდული ოცნების ხელისუფლება, თავისი საწამებელი კამერებით. შეადარეთ ჩვენი შესაძლებლობები და სახელისუფლებო კანდიდატის შესაძლებლობები, ქუჩაში რომ გახვიდეთ თქვენი თვალით იხილავთ ამას. მიუხედავად გაყალბებისა, მასობრივი მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსისა, ჩვენ მათ მოვუგეთ", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
რუსთავი 2-ის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლით, 16:00 საათის შედეგებით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა სალომე ზურაბიშვილს და გრიგოლ ვაშაძეს 40% აქვთ, დავით ბაქრაძეს კი — 10.
ლეიბორისტული პარტიის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა ხმების 3% მიიღო, გირჩის კანდიდატმა, ზურა ჯაფარიძემ კი — 2.
რუსთავი 2-ისთვის კვლევა გასული წლების მსგავსად კომპანია ედისონ რისერჩმა ჩაატარა. პარალელურად ეგზიტპოლებს ატარებდა მმართველი პარტია ქართული ოცნება და ევროპული საქართველო.
ამავე თემაზე: რუსთავი 2-ის ეგზიტპოლით, 16 საათის მონაცემებით, მეორე ტური გაიმართება
სამი ეგზიტპოლი და სამი შედეგი
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა და სამი ეგზიტპოლის მიხედვით, სამი სხვადასხვა შედეგი დაიდო.
მმართველი პარტიის ეგზიტპოლით, 52.3 %-ით სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მათი თქმით, 28.1 % აქვს გრიგოლ ვაშაძეს და 9.2% დავით ბაქრაძეს. ფსიქოპროექტმა 100 უბანზე 5104 ადამიანი გამოკითხა. ცდომილების ფარგლები 2.6%-ია.
ევროპული საქართველოს ეგზიტპოლით მეორე ტური იმართება. კერძოდ, 37% აქვს გრიგოლ ვაშაძეს და 34% სალომე ზურაბიშვილს. პარტიის კანდიდატს, დავით ბაქრაძეს 17% აქვს, შალვა ნათელაშვილს კი — 4. კომპანია BCG-მ 105 საარჩევნო უბანზე 6 000 ადამიანი გამოკითხა. მაქსიმალური ცდომილება 3%-ია.
მეორე ტური იმართება რუსთავი 2-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებითაც. 16:00 საათის შედეგებით სალომე ზურაბიშვილს და გრიგოლ ვაშაძეს 40-40% აქვთ, დავით ბაქრაძეს კი — 10%. რუსთავი 2-ისთვის კვლევა გასული წლების მსგავსად კომპანია ედისონ რისერჩმა ჩაატარა. შედეგებში ცდომილების ფარგლები +/-3%-ია, გამოკითხვა 115 უბანზე ჩატარდა.
მასალის თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული იყო, რომ ევროპული საქართველოს ეგზიტპოლით გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები