დავით ბაქრაძე მეორე ტურის შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს
ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ დამარცხება აღიარა და აღნიშნა, რომ მეორე ტურის არსებობის შემთხვევაში მისი პარტია გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ბაქრაძემ მას შემდეგ ისაუბრა, რაც მათი დაკვეთით ბი-სი-ჯის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემები გახდა ცნობილი.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებზე ევროპული საქართველოს მხარდამჭერი ხმები იქნება ბევრად მეტი, ვიდრე ეს იყო 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ეს ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის", — აღნიშნა ბაქრაძემ და ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.
დავით ბაქრაძის განცხადებით, ეგზიტპოლების შედეგები ადასტურებს იმას, რომ ოპოზიციას გამარჯვების რეალური შანსი გააჩნია მეორე ტურში.
ევროპულმა საქართველომ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამპუნქტიან შეთანხმებას 11 ივლისს მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად წინასაარჩევნო კამპანიის დროს პარტიებმა ერთმანეთზე შეტევისა და კრიტიკისგან თავი უნდა შეიკავონ და მეორე ტურში ერთმანეთის კანდიდატს დაუჭირონ მხარი.
სამი ეგზიტპოლი და სამი შედეგი
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა და სამი ეგზიტპოლის მიხედვით, სამი სხვადასხვა შედეგი დაიდო.
მმართველი პარტიის ეგზიტპოლით, 52.3 %-ით სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მათი თქმით, 28.1 % აქვს გრიგოლ ვაშაძეს და 9.2% დავით ბაქრაძეს.
ევროპული საქართველოს ეგზიტპოლით მეორე ტური იმართება. კერძოდ, 37% აქვს გრიგოლ ვაშაძეს და 34% სალომე ზურაბიშვილს. პარტიის კანდიდატს, დავით ბაქრაძეს 17% აქვს, შალვა ნათელაშვილს კი — 4. კომპანია BCG-მ 105 საარჩევნო უბანზე 6 000 ადამიანი გამოკითხა. მაქსიმალური ცდომილება 3%-ია.
მეორე ტური იმართება რუსთავი 2-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებითაც. 16:00 საათის შედეგებით სალომე ზურაბიშვილს და გრიგოლ ვაშაძეს 40-40% აქვთ, დავით ბაქრაძეს კი — 10%. რუსთავი 2-ისთვის კვლევა გასული წლების მსგავსად კომპანია ედისონ რისერჩმა ჩაატარა. შედეგებში ცდომილების ფარგლები +/-3%-ია, გამოკითხვა 115 უბანზე ჩატარდა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები