როცა დაგიბარებთ, მაშინ გიპასუხებთ — სალომე ზურაბიშვილის პასუხი მეორე ტურთან დაკავშირებით

ფოტო: სალომე ზურაბიშვილი / Facebook
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით არ პასუხობს ჟურნალისტების დასმულ კითხვებს. დღეს, 29 ოქტომბერს, როცა ცნობილი გახდა, რომ მეორე ტური გაიმართებოდა მის სახლთან TV პირველისა და რუსთავი 2-ის ჟურნალისტები მივიდნენ.
"არ დაგიბარეთ. როცა დაგიბარებთ, მაშინ გიპასუხებთ", — უთხრა ჟურნალისტებს მან.
ცესკომ ხმების 100% დაითვალა. მონაცემების მიხედვით, საქართველოში მეორე ტური ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილსა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართება. ცესკომ წინასწარი მონაცემების განახლებული შედეგები რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
შედეგები ასე გადანაწილდა:
- სალომე ზურაბიშვილი (ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატი) — 38,64%;
- გრიგოლ ვაშაძე (ძალა ერთობაში) — 37,74%;
- დავით ბაქრაძე (ევროპული საქართველო) — 10,97%;
- შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) — 3,74%;
- ზურა ჯაფარიძე (გირჩი) — 2,26%;
- დავით უსუფაშვილი (შენების მოძრაობა) — 2,26%.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
კომენტარები