ნარმანიას საკრებულოში გამოსვლით დამსწრეთა უმრავლესობა უკმაყოფილო დარჩა
ხმაურის ფონზე წარიმართა დღეს, 17 მაისს, თბილისის საკრებულოს სხდომა, რომელზეც თბილისის მერი, დავით ნარმანია, ბოტანიკური ბაღის მიერ ფინსერვის XXI-თან გაცვლილ 4 ჰექტარ მიწის ნაკვეთსა და ტენდერის მეშვეობით გასხვისებულ, კრწანისი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიაზე სასაუბროდ მივიდა.
სხდომა 2 საათზე დაიწყო, თუმცა მანამდე, საკრებულოს შენობასთან პარტიზანი მებაღეებმა საპროტესტო აქცია სწორედ საკრებულოს მიმდებარედ გამართეს. როგორც პარტიზანი მებაღეობის ერთ-ერთმა აქტივისტმა, მარიამ ბაქრაძემ, On.ge-სთან საუბარში განმარტა, მერის საკრებულოში მისვლისგან პარტიზანი მებაღეები არაფერს ელიან. მისი თქმით, აქტივისტებს კონკრეტული, კატეგორიული მოთხოვნები აქვთ, რომელიც პანორამა თბილისის მშენებლობასა და ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ გასხვისებულ ტერიტორიას ეხება.
აქციის პარალელურად, საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. თვითმხილველების განმარტებით, დარბაზში მყოფმა მოქალაქეებმა საპროტესტო ბანერები გაშალეს, რასაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირება მოჰყვა და ისინი ძალისმიერი მეთოდებით გაიყვანეს დარბაზიდან.
სხდომაზე თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განმარტა, რომ ბოტანიკური ბაღმა ფინსერვისი XXI-თან ხრიოკი, გამოუსადეგარი მიწის ნაკვეთი გაცვალა, სანაცვლოდ კი განაშენიანებული ტერიტორია მიიღო:
"დასმული კითხვა, ვინ მოიგო ამ გარიგების შედეგად, პასუხი არის ძალიან მარტივი, ამით მოიგო ბოტანიკურმა ბაღმა".
მან ასევე განაცხადა, რომ ბოტანიკური ბაღის გარკვეული ნაწილის და მის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის გაყიდვა დაგეგმილი იყო და ბიძინა ივანიშვილმა იმით, რომ ეს თანხა გადაიხადა, ეს ტერიტორიები გადაარჩინა ურბანულ მშენებლობებს, კორპუსებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობას.
რაც შეეხება 29 ჰექტარ მიწის ნაკვეთის გაყიდვას, დარბაზში დასმულ შეკითხვას, იცოდა თუ არა მერმა, რომ აღნიშნული ნაკვეთის მფლობელი ბიძინა ივანიშვილი გახდებოდა, ნარმანიამ უპასუხა, რომ არ შეიძლება ვინმეს სცოდნოდა აუქციონის შედეგები წინასწარ, თუმცა, თუ ვინ იღებდა ტენდერში მონაწილეობას, ცხადია, ამის შესახებ მერიაში ინფორმაცია იყო.
მისი თქმით, ამ ტერიტორიის გასხვისებით ქალაქი მიიღებს 80 ნომრიან სასტუმროს, რომლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმწოყობაც პროექტის ფარგლებშივეა გათვალისწინებული.
დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის შეკითხვას, არის თუ არა მერი მზად, რომ მუნიციპალიტეტს აღნიშნული მიწის ფართობი დაუბრუნდეს და ამაზე საჯაროდ ისაუბროს მან, ნარმანიამ უპასუხა, რომ ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ უნდა შეწყვიტონ დაწყებული საქმე. მისივე განმარტებით, ამ საკითხის ხელახლა მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ ამის გაკეთება მუნიციპალიტეტს სასამართლო წესით დაევალება.
ენმს-ს წევრებმა სხდომა დასრულებამდე დატოვეს, რადგან დასმულ შეკითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს. სამარცხვინო პრეზენტაციად და ივანიშვილის ბრძანების შესრულებად შეაფასა ენმ-ს წევრმა, ირაკლი აბესაძემ ნარმანიას საკრებულოში გამოსვლა. მისი განმარტებით, თბილისის მერმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ ესაუბრა ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე:
"ჩვენზე იყო აწყობილი მთელი სპექტაკლი და ჩვენ უკეთესი რეჟისორები ვართ. მან არ ისაუბრა თბილისელების პრობლემაზე, არ ისაუბრა გაფლანგულ მილიონებზე და შეეცადა მათი ყურადღება გადაეტანა რაღაც წარსულში არსებულ შეცდომებზე და ამით დაეცვა ივანიშვილის ღირსება - ადამიანის, რომელმაც თბილისელებს 300 ათასი კვადრატული მეტრი სარეკრეაციო ზონა წაართვა".
დედაქალაქის მერის გამოსვლით იმედგაცრუებული დარჩა რესპუბლიკელების წარმომადგენელი, დავით ზურაბიშვილიც და განმარტა, რომ მისი აზრით, დედაქალაქის მერი იმ ტონით არ უნდა საუბრობდეს, რომლითაც დღეს ისაუბრა. მისი თქმით, ნარმანიამ საუბარი არა ბოტანიკური ბაღის ირგვლივ წაიყვანა, არამედ ნაციონალური მოძრაობასთან იმაზე დაიწყო საუბარი, თუ რა გააკეთეს მათ თავიანთი მმართველობის პერიოდში:
"მერის გამოსვლას რაც შეეხება, სამწუხაროდ, ქალაქის მერმა თავიდან კონფრონტაციული ტონალობა აირჩია და შეეცადა პოლიტიკურ დისკუსიაში გადაეყვანა, ძირითადად ნაციონალებთან. ნაკლებად იყო პათოსი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის საკითხის, მიმდებარე ტერიტორიის. ეს არის ყველას ინტერესებში, საქართველოს მოსახლეობის, თბილისელების ინტერესებში".
"რა თქმა უნდა, ძალიან უმწეო იყო" - ასე შეაფასა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა დედაქალაქის მერის საკრებულოში გამოსვლა. მისი თქმით, ნარმანიამ დღეს არც ერთ შეკითხვას არ გასცა პასუხი და ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან 4 წლისთავზეც კი ისევ ნაციონალური მოძრობის 9 წლიან პერიოდზე საუბარი დაიწყო:
"რა პასუხი უნდა გაეცა ნარმანიას. ივანიშვილს მოუნდა თავისი ფანჯრიდან დანახული ტერიტორიის შემოღობვა და ნარმანიას შემოაღობინა. რა პასუხი უნდა გაეცა ამაზე. ერთ წინადადებას ველოდებოდი, რომ ეთქვა, მოდით განვიხილოთ. მაგრამ ვერ გაბედა".
თავად დავით ნარმანიამ კი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ყველა დასმულ შეკითხვას პასუხი გასცა და ამ შეხვედრით დასრულდა ის შოუ, რომლისთვისაც დიდი ხანი ემზადებოდნენ მისი ოპონენტები:
"მათ არ ეყოთ მოთმინება სხდომის ბოლომდე დარჩენილიყვნენ, გაიპარნენ ისინი სხდომიდან, ვინაიდან იცოდნენ, რომ მძიმე პასუხებს მიიღებდნენ ჩვენგან. მთავარია, რომ საზოგადოება მიიღო რეალური და ობიექტური ინფორმაცია".
მისი თქმით, მან ასევე საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა სხდომაზე დამსწრეებს იმ პროექტებზე, რომელსაც მერია ახორციელებს:
"დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს აუცილებლად. უნდა განხორციელდეს იმ ფორმით, რაც დაკავშირებული არის სწორედ რეკრეაციული სივრცეების შენარჩუნებით განვითარებასთან. გზის პროექტიც უნდა განხორციელდეს და ამით მხოლოდ მოიგებს ქალაქი და არაფერს არ წააგებს".
თბილისის მერი საკრებულოში მას შემდეგ მივიდა, რაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ბოტანიკური ბაღის საკითხზე სასაუბროდ საკრებულოში მისვლა მას არაერთხელ სთხოვეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეთა ნაწილი თბილისის ბოტანიკური ბაღისა და ფინსერვისი XXI-ის მიერ 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გაცვლასა და კრწანისი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებენ. ისინი ასევე განაგრძობენ პანორამა თბილისის საწინააღმდეგო აქციების გამართვასაც.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები