როგორ უნდა ამოიცნოთ, როცა ბავშვი სტრესს განიცდის
ბავშვები ისევე განიცდიან სტრესს, როგორც უფროსები. მათთვის სტრესის წყარო შესაძლოა იყოს სკოლა, პრობლემები მეგობრების შეძენისას, მშობლების მოლოდინების ვერგამართლება და ა.შ.
აღსანიშნავია სტრესის ორი მხარე — დადებითი და უარყოფითი. დადებითი სტრესი ენერგიის მოზღვავებით აიხსნება, რომელსაც ბავშვები რთული გამოცდის ან სპორტული/კულტურული ღონისძიების წინ განიცდიან. თუმცა, თუ სტრესის ხარისხი იზრდება, ის დავალების შესრულებას ბავშვებში უფრო ართულებს.
სამწუხაროდ, მშობლებს ხანდახან უჭირთ შვილებში სტრესის სიმპტომებისა და მოჭარბებული გრძნობების შემჩნევა. ბავშვების ემოციებსა და ქცევებზე დაკვირვება, უფროსებს სავარაუდო პრობლემების აღმოჩენასა და რთულ სიტუაციებში მათ დახმარებასა და მხარდაჭერაში ხელს შეუწყობს.
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციას (APA) ბავშვებში სტრესული ნიშნების ამოსაცნობად მშობლებისთვის კონკრეტული რეკომენდაციები აქვს.
ქცევის ნეგატიურად შეცვლა
სტრესის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ბავშვებს, პრობლემის ამოცნობა და შესაბამისად, მასზე საუბარი უჭირთ. თუმცა, ამან შესაძლოა მათ ქცევაში იჩინოს თავი. სწორედ ესაა ის ნიშანი, რომელიც მშობელმა უნდა დაინახოს.
ძირითად ცვლილებებს შორისაა გაღიზიანება, ცუდი განწყობა, უარის თქმა იმ აქტივობებზე, რაც ადრე მას სიხარულს ანიჭებდა. გამუდმებული წუხილი, უჩვეულო ტირილი, სკოლის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა, მოულოდნელი შიშის რეაქციები, ბევრი ან ძალიან ცოტა ძილი/კვება, მიჯაჭვულობა მშობელზე ან მასწავლებელზე.
თინეიჯერების შემთხვევაში, მეგობრებთან დიდი დროის გატარება ბუნებრივია. თუმცა, მშობლების მიმართ თავის შესამჩნევად არიდება, ან ოჯახის წევრებისადმი განსაკუთრებული აგრესიის გამოხატვა სტრესის ერთ-ერთი ნიშანია. ასევე, ძველი მეგობრებზე უარის თქმა და ახალი სამეგობროს გაჩენა.
შესაძლოა ნეგატიური ქცევა აუცილებლად არ ნიშნავდეს, რომ ბავშვი ან ახალგაზრდა სტრესს განიცდის. თუმცა, სხვადასხვა ქცევების ნეგატიური მხრივ ცვლილება ყოველთვის მიუთითებს პრობლემაზე. ამ დროს მნიშვნელოვანია უფროსის როლი, რომელმაც სტრესი უნდა ამოიცნოს და შემდეგ, სწორად უპასუხოს პრობლემას.
ცუდად ყოფნა, შესაძლოა, სტრესით იყოს გამოწვეული
სტრესი შესაძლოა იდგეს ისეთი სიმპტომების მიღმა, როგორიცაა თავის ან მუცლის ტკივილი. თუ ბავშვის ჯანმრთელობა შემოწმებულია, თუმცა აღნიშნულს ხშირად იმიზეზებს, ის შესაძლოა სტრესს განიცდიდეს.
დააკვირდით, როგორ იქცევა სხვების გარემოცვაში
ბავშვი შესაძლოა სახლში ჩვეულებრივად იქცეოდეს, თუმცა გარეთ ის "საკუთარ თავს არ ჰგავდეს". აუცილებელია, მშობლებმა იცოდნენ, როგორ გრძნობს თავს ბავშვი სხვების, მათ შორის თანატოლების გარემოცვაში და შეესაბამება თუ არა მისი ქცევა მის ხასიათს. ამის გაგება მასწავლებლებთან და სხვა ბავშვების მშობლებთან კომუნიკაციითაა შესაძლებელი.
მოუსმინეთ და "თარგმნეთ"
ბავშვებისთვის სიტყვა სტრესი და მისი მნიშვნელობა უმეტეს შემთხვევაში უცნობია. ამიტომ, საკუთარი გრძნობების გამოხატვისას მათ შესაძლოა სხვა სიტყვები გამოიყენონ. მაგალითად "ვწუხვარ", "მაწუხებს", "დაბნეული ვარ", "ვბრაზობ".
ისინი შესაძლოა ხშირად საუბრობდნენ ვინმეს მიმართ უარყოფით დამოკიდებულებაზე, ან საკუთარი თავის შესახებ უარყოფით კონტექსტში საუბრობდნენ. მაგალითად: "არავის მოვწონვარ", "რა სულელი ვარ", "არაფერი მახარებს".
მნიშვნელოვანია, რომ ეს შემთხვევები მშობლებს ყურადღების მიღმა არ დარჩეთ.
მოიძიეთ დახმარება
შესაბამისი ცოდნის არქონის შემთხვევაში, მშობლებმა შვილების სტრესზე გამკლავება საკუთარ თავზე არ უნდა აიღონ. შემაშფოთებელი სიმტომების შემჩნევის შემთხვევაში, ყოველთვის ჯობს მოიძიონ ფსიქიკური ჯანმრთელობის კვალიფიციური სპეციალისტი. ფსიქოლოგები მშობლებს სტრესულ სიტუაციის აღმოჩენასა და ეფექტიანი სტრატეგიების შედგენაშიც ეხმარებიან, რომლებსაც მშობლები შვილთან ურთიერთობისას მიმართავს.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
კომენტარები