ენმ-ში ამბობენ, რომ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამა Prezidenti.ge-ს კითხვებზე პასუხია
ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამა Prezidenti.ge-ს კითხვებზე პასუხია. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული კითხვა-პასუხი ვებგვერდზე არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნდა, პარტიაში ამბობდნენ, რომ საბოლოო ვერსია 26 ოქტომბერს იქნებოდა მზად. დღეს, 31 ოქტომბერს პროგრამაზე საუბრისას Prezidenti.ge-ზე გვამისამართებენ.
ნაციონალურ მოძრაობაში გვარწმუნებენ, რომ პრეზიდენტის საარჩევნო პროგრამა ორჯერ გადმოგვიგზავნეს. On.ge ადასტურებს, რომ პარტიის პრესსამსახურიდან ორი დოკუმენტი მართლაც მიიღო: პირველი — საინფორმაციო ბუკლეტი, რომელსაც მოსახლეობას ურიგებენ და მეორე — Prezidenti.ge-ს გვერდიდან დაკოპირებული ტექსტი.
Prezidenti.ge-ზე ვკითხულობთ, რომ ვებგვერდი საარჩევნო კანდიდატებს თავისივე შერჩეულ კითხვებს უგზავნის და ცდილობს, ამომრჩეველს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე პრეზიდენტის შეხედულებები გააცნოს. საკითხების ნაწილი პრეზიდენტის უფლებამოსილებაში არ შედის და მხოლოდ მოსაზრებას გამოხატავს. მაგალითად, Prezidenti.ge-ს კითხვებს შორისაა, საშემოსავლო გადასახადის შესახებ პრეზიდენტის ხედვა, ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისთვის გადასადგემლი ნაბიჯები, თვითმმართველობის მუშაობის ხარვეზები, განათლების პოლიტიკა და ა.შ. ანუ დოკუმენტები, რომელიც Prezidenti.ge-ს გვერდზეა გამოქვეყნებული, რიგი მიმართულებებით ცდება პრეზიდენტის უფლებებს.
პარტიის პრესსამსახურში გვარწმუნებენ, რომ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამა სწორედ ის ტექსტია, რაც Prezidenti.ge-ს გვერდზე გამოქვეყნდა და კითხვაზე, რა დოკუმენტი გაასაჯაროვეს 26 ოქტომბერს შემაჯამებელ შეხვედრაზე გვპასუხობენ, რომ " ეს ის ტექსტია, რაც Prezidenti.ge-ს საიტზე გამოქვეყნდა".
ბუკლეტი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა მოქალაქეებს ურიგებს და ჩვენც გამოგვიგზავნა Prezidenti.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან თანხვედრაში არაა და პრეზიდენტობის კანდიდატის დაპირებების ნაცვლად მეტწილად "ახალი ხელისუფლების დაპირებებს" ასახავს. პრეზიდენტის დაპირებები კი მხოლოდ ხუთი პუნქტით შემოიფარგლება.
თუკი ბუკლეტსა და საჯარო გამოსვლებში გრიგოლ ვაშაძე პენსიების 400 ლარამდე ზრდაზე საუბრობს, Prezidenti.ge-ზე გამოქვეყნებულ ტექსტში მხოლოდ შშმ პირების პენსიის რეალურ საჭიროებებთან გათანაბრებაზე საუბრობს. რაც შეეხება მასწავლებლისა და პოლიციელების ხელფასების ზრდას, ბუკლეტის მიხედვით, ეს ახალმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს. ხელისუფლების ცვლილება საპარლამენტო არჩევნებზეა დამოკიდებული, რომელიც 2 წლის შემდეგ 2020 წელს უწევს.
იმ შემთხვევაში თუ ნაციონალური მოძრაობა მოგვაწვდის რაიმე სხვა დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამის ასახავს, On.ge მზად არის გამოაქვეყნოს.
გრიგოლ ვაშაძე, რომლის საარჩევნო პროგრამასაც, On.ge უკვე ორი კვირაა ითხოვს, არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატია. ის მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ ერთი პროცენტით ჩამორჩება.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები