თბილისის წიგნის დღეები – გზამკვლევი პატარა მკითხველებისთვის
ზამთრის არდადეგები ახლოვდება – საუკეთესო დრო ახალი წიგნების წასაკითხად.
თუ მშობლებს ჯერ არ შეუტყვიათ, 8-11 ნოემბერს "ექსპო ჯორჯიაში" თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ეს შესანიშნავი ადგილია საბავშვო წიგნების შესარჩევად, რადგან გამომცემლობის სტენდებზე ყველა სიახლე იქნება თავმოყრილი. მშობლებს ალბათ ისიც გაახარებთ, რომ ფასდაკლებით შეძლებენ წიგნების ყიდვას.
არ აქვს მნიშვნელობა, როგორი წიგნები მოგწონს: სასაცილო, სევდიანი, გასართობი თუ სერიოზული – შენთვის სასურველ ახალ წიგნს აუცილებლად აღმოაჩენ! მაგრამ არჩევანის სიმრავლემ რომ არ დაგაბნიოს, შეგიძლია ეს პატარა გზამკვლევი დაიხმარო:
მოგბეზრდა კლასიკური ზღაპრები, პრინცები და პრინცესები? მაშინ ეს წიგნი შენთვისაა! ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის ზღაპრებად გადაქცეული ნამდვილი ისტორიებია ქალებზე. ამ წიგნის გმირებს არც ბროლის ქოში დაჰკარგვიათ და არც მოწამლული ვაშლი უჭამიათ. მათი დაუჯერებელი ისტორიები დაგარწმუნებს, რომ თუ მეამბოხე და შეუპოვარი ხარ, პრინცის კოცნა სულაც არ დაგჭირდება, დასახულ მიზანს ისედაც აუცილებლად მიაღწევ!
ასაკი: 6-12
არასოდეს გინატრია გყოლოდა მექანიკური მელა, რომელიც გასაღებით იქოქება და ადამიანივით ლაპარაკობს? დარწმუნებული ვარ, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ნამდვილად ინატრებ. თუმცა არ იფიქრო, რომ ფერადი ყდის მიღმა გაცოცხლებულ სათამაშოებზე შეთხზული სევდიანი ამბავი იმალება. სულაც არა! ეს წიგნი ერთ გამბედავ გოგონასა და ბიჭზეა, (ჰო, კიდევ მექანიკურ მელაზე) რომლებსაც ხიფათით სავსე თავგადასავალი გადახდათ თავს. „მექანიკური გული“ ტრილოგიის პირველი წიგნია. ჯერ ეს წაიკითხე და მოუთმენლად დაელოდე მეორე და მესამე ნაწილების გამოსვლასაც.
ასაკი: 8-12
როცა სკოლაში გაგვიანდება კბილებს ნაჩქარევად იხეხავ? სემესტრის დასაწყისში გახსენდება, რომ არდადეგების დავალება არ შეგისრულებია? მშობელთა კრება კარგს არაფერს გიქადის? თუ ამ კითხვებზე „კი“ მიპასუხე, მაშინ ეს წიგნი შენზე ყოფილა. თუ – „არა“, მაშინ შენს რომელიმე ნაცნობზე. ასეა თუ ისე, წინ დიდი მხიარულება გელის! სერიის პირველ წიგნში შეიტყობ, როგორ გადაწყვეტენ ტომ გეიტსის მშობლები, არდადეგებზე ფული დაზოგონ და სასტუმროში დასვენების ნაცვლად, კარავი იყიდონ; როგორია კარავში ძილი, თუ ღამით თავსხმა წვიმა მოდის და თანაც კარავი მდინარის პირასაა გაშლილი; როგორ იქცევა ტომის თინეიჯერი დაიკო დელია, როცა სახლში მარტოს ტოვებენ; როგორ იცვამს მამა, როცა სკოლაში გაკითხავს... მოკლედ, აქ ტომის თავს გადახდენილი ბევრი სასაცილო ამბავია თავმოყრილი.
ასაკი: 7-12
უკვე წაიკითხე ცნობილი ხუთეულის შესახებ დაწერილი პირველი წიგნი – ხუთეული განძის კუნძულზე? თუ არ წაგიკითხავს, აჯობებს ხუთეულს ამ წიგნით გაეცნო. წიგნი არც ისე დიდია. თუ სწრაფად კითხულობ, შეიძლება სამ დღეშიც კი წაიკითხო, მით უმეტეს, რომ გადაშლის შემდეგ მისი დახურვა გაგიჭირდება. ეს სერია ოთხი მეგობრისა და მათი ერთგული ძაღლის ამბებს აერთიანებს. მეგობრები სკოლის არდადეგებს სულ ერთად ატარებენ და ყოველი დღე ახალ-ახალი ფათერაკებითაა სავსე. თბილისის წიგნის დღეებზე სერიის ორი წიგნის შეძენას შეძლებ, სულ მალე კი სერიის გაგრძელებებიც გამოვა.
ასაკი: 7-12
არ ვიცი, წაგიკითხავს თუ არა "ჩვენც სალტკროკელები ვართ" ან "ბულერბიელი ბავშვები", მაგრამ თუ წაგიკითხავს, გეცოდინება, რომ ყველაზე გასართობი ამბავი სწორედ იმ წიგნებში ხდება, რომლებშიც შენი თანატოლების ზაფხულის არდადეგებია აღწერილი. ზაფხული ხომ იმისთვისაა, რომ სადმე განსაკუთრებულ ადგილას წავიდეს ადამიანი? ეს პენდერუიკების ოჯახის შესახებ დაწერილი პირველი წიგნია და აქაც, მთელი ოჯახი ზაფხულის არდადეგებზე მიდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წინ საინტერესო ამბების კითხვა გელის.
ასაკი: 8-12
თუ სერია "საოცრების" წიგნებს შენს ბიბლიოთეკაში საპატიო ადგილი უჭირავს, მინდა გაგახარო: ხოჭო ბიჭის ტრილოგია დასრულდა და წიგნის დღეებზე ამ თავგადასავლის მესამე ნაწილის ყიდვას შეძლებ. ხოჭოების ბრძოლაში შეიტყობ, ვინ გაიმარჯვა საბოლოოდ: ლუკრეცია კატერმა თუ დარკუსმა? და რა თქმა უნდა, არც ამჯერად მოიწყენ, რადგან ისევ შეხვდები დარკუსის ერთულ მეგობრებს - ვირჯიანიასა და ბერტოლტს, სასაცილო ბიძია მაქსს და რაც მთავარია, მარტორქა ხოჭო ბაქსტერს.
ასაკი: 8-12
ვიცი, ერთი სული გაქვს, წრიპა ბიჭის ახალი წიგნი იყიდო! დაასწარი მეგობრებს და წიგნის დღეებზე მოირბინე. "მეცამეტე გოჭი" ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სტენდზე დაგხვდება! ალბათ ხვდები, რომ ამ წიგნში გოჭებზე არაფერი წერია. ისევ წრიპას ამბებია და ამჯერად მთავარი თემა ვალენტინობაა! ჰე-ჰე-ჰე... რა ბედი ელის გრეგ ჰეფლის რომ იცოდე!
ასაკი: 8-12
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
კომენტარები