ქართულ-გერმანული ექსპედიციის უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა მთა ნაზარლებზე
უკვე ორი წელია, რაც მთა ნაზარლებზე არსებულ გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის ნაქალაქარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჰალლეს (გერმანია) მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის ერთობლივი ექსპედიცია სწავლობს.
აღნიშნული ექსპედიცია ილიას უნივერსიტეტში ჯერ კიდევ 2007 წელს შემუშავებული საუნივერსიტეტო პროექტის გაგრძელებას წარმოადგენს, რომლის მიზანიც კავკასიაში სახელმწიფოებრიობის პირველი ნიშნების შესწავლაა. ცნობილია, რომ კავკასიაში უძველესი პერიოდიდან ცხოვრობდა ადამიანი, რაზეც მეტყველებს ის არქეოლოგიური ძეგლები, რომლებიც საქართველოში საკმაოდ მრავლად გვხვდება.
ამ რეგიონის არქეოლოგიური შესწავლა 1960-იან წლებში დაიწყო, ამ კონკრეტული ძეგლის შესახებ კი ცნობები 1980-იანი წლებიდან ჩნდება. ნამოსახლარი თავისი სტრუქტურით ბუნებრივი ბორცვია, რომელიც მოსახლეობას ერთ დროს გამაგრებულ პუნქტად ჰქონდა გადაქცეული. ნამოსახლარი შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს და ის საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე გაშლილი, ის მოიცავს საცხოვრებელ კვარტალს, ორმაგ გალავანსა და ციტადელს. ძეგლი ჯამში ოთხ ჰექტარს იკავებს.
წელს ნამოსახლარის ტერიტორიაზე ექსპედიციამ უპრეცენდენტო რაოდენობის ბრინჯაოს სამეურნეო და საკულტო ნივთები აღმოაჩინა, რომლებიც ნასახლარზე არსებულ ციტადელში იყო მოთავსებული. ილიას უნივერსიტეტის ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პაატა ბუხრაშვილის თქმით, ამ რაოდენობის ბრინჯაოს ნივთების კონცენტრაცია ძალიან იშვიათია.
"ჩვენ ასევე დავაფიქსირეთ სატაძრო ნაგებობაც, თავისი არქიტექტური ფორმებითა და შენაწირი ნივთებით, რომელიც ქრისტესშობამდე დაახლოებით მე-13 საუკუნით თარიღდება", - აცხადებს ბუხრაშვილი.
ნაზარლების ზედა ტერასაზე გამოვლენილი სამლოცველო წრიული ფორმისაა, ის ნარჩევი დაუმუშავებელი ლოდებით არის ნაშენები, ხოლო მისი კედლის სიმაღლე სავარაუდოდ 1.5 მეტრი უნდა ყოფილიყო, მას კი შიგნიდან სარიტუალო ნივთების შესანახი თაროები უნდა ჰქონოდა.
ნაზარლების ძეგლზე აღმოჩენილი კერამიკა ამ რეგიონში არსებული გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის კერამიკის ტიპური მაგალითია.
აღმოჩენილ არტეფაქტებს შორის არის ბრინჯაოს მცირე ზომის ირმის სკულპტურა, ბრინჯაოს მომრგვალებულთავიანი საკინძი და ბრინჯაოს ისრისპირი. ძეგლზე ნაპოვნ იარაღებს შორის არის კახური ტიპის ბრინჯაოს მახვილი, სატევარი, კავკასიური ცული, ნამგალი და სხვა.
ექსპედიციაში ჰალლეს მარტინ ლუთერის უნივერსიტეტის სტუდენტებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ქართული და გერმანული მხარე თანამშრომლობის გაგრძელებას მომავალ წელსაც გეგმავს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
კომენტარები