ზოიძე: არჩევნების შედეგებით აუცილებელია, მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტი გავიწვიოთ
პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატსა და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძეს მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტი უნდა გაიწვიონ.
"საზოგადოებამ ვერ მიიღო შესაბამისი განმარტებები და მერე გადამუშავების შედეგად, მსჯელობის შედეგად მერე გადავწყვიტოთ ღირს თუ არა თავიდან განხილვა", — განაცხადა ზოიძემ.
31 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე აკაკი ზოიძე და კიდევ რამდენიმე დეპუტატი კულტივაციის კანონპროექტის გაწვევას ითხოვდნენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, მისი გაწვევა მხოლოდ ინიციატორს, მთავრობას შეუძლია.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მარიხუანის მოხმარების რეგულირების კანონპროექტი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა კიდევ ერთხელ წარადგინა. მეზვრიშვილის თქმით, კანაფის კულტივაციის კანონპროექტის განხილვა განუსაზღვრელი ვადითაა გადადებული.
"გაწვევასთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი პროცედურები. მთავრობა თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გაწვეულ იქნას ეს კანონპროექტი, გაწვეული იქნება, თუ არ მიიღებს, არ იქნება", — განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტის განხილვა
საქართველოს პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადაავადა. შესაბამისი მოთხოვნით საქართველოს პარლამენტის ბიუროს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა მიმართეს.
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტის განხილვის გადავადების მიზეზად კონსულტაციებს ასახელებს. მინისტრის თქმით, მუშაობა იქამდე გაგრძელდება, სანამ მხარეების პოზიციები არ დაახლოვდება. გახარიამ განაცხადა, რომ 2-3 თვეს არ აქვს მნიშვნელობა და იმსჯელებენ იქამდე, სანამ კონსესუსს არ მიაღწევენ. მისივე განმარტებით, საზოგადოების არცერთ ნაწილთან დაპირისპირებას არ აპირებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი "მცენარე კანაფის კონტროლის" შესახებ სამედიცინო მიზნით მარიხუანის დათესვას, მოყვანა და კულტივაციას გულისხმობს. კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის მხოლოდ ექსპორტი იქნება დაშვებული, ხოლო იმპორტი აკრძალული. ასევე, აიკრძალება არასამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციაც.
დოკუმენტი 131-გვერდიანია და დამტკიცების შემდეგ, სულ მცირე, 10 კანონში გამოიწვევს ცვლილებას. კანონპროექტს როგორც ეკლესიიდან, ისე საზოგადოებისგან კრიტიკა მოჰყვა. საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ნებისმიერი მიზნისთვის მარიხუანის რეალიზაციის ლეგალიზებას ეწინააღმდეგებიან. კანონპროექტის გადავადების გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ მიიღო, რაც ინიციატივას ეკლესია დაუპირისპირდა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები