რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დამწვარია 1 000 მ² ფართობი.

უწყების ცნობით, ქარისა და ადვილად აალებადი მასალების გამო არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება გვერდით მდებარე ობიექტებზე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სამსახურში შეტყობინება ხანძრის არსებობის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 01:29 საათზე შემოვიდა. სახანძრო მანქანების პირველი ჯგუფი ადგილზე 01:36 საათზე მივიდა. ხანძრის ლოკალიზება 02:03 საათზე მოხერხდა.

"ხანძრის ცალკეული კერების დამუშავების შემდეგ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია 09:00 საათზე", — ვკითხულობთ განცხადებაში.

პრევენციის მიზნით, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში დარჩება.