პრეზიდენტი: სასწრაფოდ შეიქმნას სტრუქტურა, რომელიც უშიშროების საბჭოს ჩაანაცვლებს
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას შეასრულოს დაპირება და შექმნას სტრუქტურა, რომელიც უშიშროების საბჭოს ჩაანაცვლებს. ამის საჭიროებაზე გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კონფერენციაზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მმართველი გუნდის მიერ უშიშროების საბჭოს გაუქმება და თქვა, რომ საქართველო არ არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია "ფეხი ფეხზე გადაიდოს და დაელოდოს, რომ როდესმე რაღაც შეიქმნება".
"უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სტრუქტურა უშიშროების საბჭო წლების განმავლობაში იყო ფორმატი და ფორუმი, რათა ქვეყანაში თავდაცვისუნარიანობასთან დაკავშირებით პოლიტიკურად გაერთიანებული გადაწყვეტილებები მიღებულიყო. ასეთი სტრუქტურის არარსებობა ჩვენს სახელმწიფო სისტემაში არის ის სირთულე, რომელიც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მიერ", — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკურმა გუნდმა, რომელმაც შეწყვიტა კონსტიტუციაში უშიშროების საბჭოს არსებობა თქვა, რომ შემცვლელ სტრუქტურას შეიმუშავებდა.
"სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. ჩვენ წლის ბოლომდე გვეყოლება ახალი პრეზიდენტი, გვექნება ახალი კონსტიტუცია და არ გვექნება უშიშროების საბჭო. მიუხედავად წარმატებებისა, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მებრძოლების კვალიფიკაცია ყოველდღიურად იმატებს და ღრმავდება კოორდინაცია ჩვენს პარტნიორებთან, აუცილებელია სტრუქტურა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს", — განაცხადა პრეზიდენტმა.
მას მიაჩნია, რომ იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ფონზე, რაც თავდაცვის სისტემაშია, უშიშროების საბჭოს მსგავსი სტრუქტურა "რუტინაა".
"სასწრაფოდ და ინტენსიურად შესრულდეს დაპირება, რომ უშიშროების საბჭოს ჩაანაცვლეს ახალი სტრუქტურა", — განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს ახალი კონსტიტუციით გაუქმდა ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის შეიქმნა და, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა. ახალი კონსტიტუცია ძალაში საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები