საარჩევნო კამპანიის პერიოდში სალომე ზურაბიშვილმა 5 მილიონზე მეტი ლარის შემოწირულობა მიიღო
საარჩევნო კამპანიის პერიოდში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 5 395 983,85 ლარის შემოწირულობა მიიღო.
ყველა გადარიცხვა 23 აგვისტოდან 28 ოქტომბრამდე პერიოდით თარიღდება. ჯამში, სალომე ზურაბიშვილს თანხა 431-მა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირმა შეწირა. შეწირული თანხის ყველაზე დიდი ნაწილი ზურაბიშვილმა ოქტომბერში მიიღო — სულ 4 832 679,30 ლარი.
ზურაბიშვილის მსხვილი შემწირველები
საპრეზიდენტო კანდიდატის შემწირველებს შორის არიან პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატები, თბილისის მერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ძმა.
ზურაბიშვილის მსხვილ შემწირველებს შორის არიან ქართუ ბანკისა და ქართუ ჯგუფის დირექტორები, რომლებმაც 105 000 გადარიცხეს.
გარდა ამისა, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებმა 180 000 ლარი გადარიცხეს. ხელისუფლებისგან მხარდაჭერილ კანდიდატს თანხა შეწირეს ბიზნესმენის დედამ, ნათელა პატარკაციშვილმა და მისმა დებმა, ნანა პატარკაციშვილმა და მზია თოთლაძემ. თითოეულმა მათგანმა საპრეზიდენტო კანდიდატს 60 ათასი ლარი გადაურიცხა.
50 ათასი ლარი გადაურიცხა ზურაბიშვილს კოკა-კოლას დირექტორმა და ლაღიძის წყლის მეწილემ, ვახტანგ ლაღიძემ. ასევე, 20 000 ლარი შეწირა მთაწმინდის პარკის დირექტორმა.
სამშენებლო კომპანია შპს არქის სხვადასხვა პროექტის მეწილეებმა და დირექტორებმა სალომე ზურაბიშვილს ჯამში 300 000 ლარი გადაურიცხეს. კიდევ ერთი სამშენებლო კამპანია ანაგის 11-მა თანამშრომელმა ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 179 000 ლარი გადაურიცხა.
კამპანია #ნუყიდისაქართველოს ფარგლებში მოქალაქეები ზურაბიშვილს სიმბოლურად 30 თეთრ ურიცხავდნენ. კამპანია მას შემდეგ დაიწყეს, რაც პრეზიდენტობის კანდიდატმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სამხედრო მოქმედებების დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა.
ჯამში საკმაოდ სოლიდური თანხა შეწირეს სალომე ზურაბიშვილი ღუდუშაურისა და ჩაჩავას კლინიკების ექიმებმა, რომლებმაც ზურაბიშვილის ათეულობით ათასი ლარი გადაურიცხეს. როგორც შემდგომში აღმოჩნდა ორივე საავადმყოფოს აქციების მფლობელი ქართული ოცნების ელგიჯა გოცირიძეა.
შემოწირულობიდან რამდენიმე დღეში ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგმა ნიკოლოზ კინტრაიამ, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს 20 ათასი ლარი შესწირა, ფეისბუქზე დაწერა, რომ არჩევნებში ხმას ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს არ აძლევდა.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები