ლამების წყალობით, შესაძლოა გრიპის ვირუსის უნივერსალური ვაქცინა შეიქმნას
ვაქცინა, რომელიც გრიპისგან ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგიცავთ, მალე შესაძლოა რეალობა გახდეს. მეცნიერებმა ლამებისა და აქლემისებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენლებისგან ახალი ანტისხეულები მიიღეს, რისი საშუალებითაც მათ შეიძლება გრიპის ვირუსის წინააღდეგ გრძელვადიანი ვაქცინის შექმნა მოახერხონ.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტში ახალმა ანტისხეულმა დადებითი შედეგები აჩვენა, მან თაგვები გრიპის A და B ტიპის ვირუსისგან წარმატებით დაიცვა. კვლევის შემდეგი ეტაპი კლინიკური ცდებია, მათი წარმატებით ჩავლის შემთხვევაში კი გრიპის ვირუსის წინააღმდეგ ახალი, ძლიერი იარაღი გვექნება. გრიპის ვირუსით ყოველწლიურად ათეულობით ათასი ადამიანი იღუპება.
მეცნიერებმა ახალ ვაქცინაში უჩვეულო კლასის ანტისხეულები გამოიყენეს, რომლებსაც ლამები, ალპაკები და აქლემები გამოიმუშავებენ. ეს ანტისხეულები გრიპის ვირუსებზე არსებულ მრავალფეროვან მარკერებს გასაღებივით ერგება.
ადამიანებში დაავადებას გრიპის ვირუსის ორი ძირითადი ტიპი, A და B იწვევს. აღნიშნული ვირუსი მისი მრავალფეროვანი გენომის წყალობით საკუთარ ზედაპირზე არსებულ სტრუქტურებს ხშირად ცვლის, შესაბამისად ანტისხეული, რომელიც ვირუსის ერთ შტამს ერგება, მეორესთან უსარგებლოა. სწორედ ამ მიზეზის გამოა გრიპის ვირუსისგან ვაქცინით თავის დაცვა რთული.
იმუნოლოგები მუდმივად ცდილობენ, რომ მაქსიმალურად ზუსტად ივარაუდონ ვირუსის რომელი შტამი იქნება "პოპულარული" კონკრეტულ წელს, თუმცა ეს მიდგომა არაზუსტია და ის მოსახლეობას გრიპის ვირუსისგან სრულად ვერ იცავს.
ერთ-ერთი გზა, რომლის საშუალებითაც უფრო ეფექტური ვაქცინის შექმნა შეიძლება უფრო ნაკლებად სპეციფიური ანტისხეულების გამოყენებაა, რომლებიც ვირუსის ზედაპირზე არსებული ცილების უფრო ფართო სპექტრს ერგება. მსგავსი ფართო მოქმედების ანტისხეულები არსებობს, თუმცა გრიპის ვირუსების სპექტრის სრულად გადასაფარად ასეთი ტიპის მხოლოდ ერთი ანტისხეული საკმარისი მაინც არ არის. შედეგის მისაღწევად საჭიროა უამრავი ფართო სპექტრის სხვადასხვა ანტისხეული, რომელთა რგანიზმისთვის მიწოდებაც კი საკმაოდ რთულია და ის მრავალ ინდივიდუალურ ვაქცინაციას მოითხოვს.
აღნიშნულ კვლევაში მეცნიერებმა მრავალი სხვადახვა სტრუქტურის მქონე ანტისხეულის მოთავსება ერთ მრავალდომენიან კომპაქტურ ანტისხეულში შეძლეს.
ამ ეტაპზე კი საქმეში ლამები ერთვებიან. მეცნიერებს ახალი ტიპის "მრავალდომენიანი ვაქცინის" შექმნის იდეა აქლემისებრთა ოჯახის წარმომადგენლებში არსებული პატარა ზომის ერთდომენიანი ანტისხეულების შესწავლისას გაუჩნდათ.
მეცნიერებმა ლამებს გრიპის ვირუსი შეუყვანეს, შემდეგ კი მათ ორგანიზმში გამომუშავებული ოთხი სხვადასხვა ტიპის ანტისხეული გამოყვეს, თითოეული მათგანი გრიპის ვირუსის გარკვეული შტამების წინააღმდეგ იყო ეფექტური. საბოლოოდ მეცნიერებმა გამოყოფილ ანტისხეულზე დაყრდნობით შეძლეს შეექმნათ ახალი გენი, რომელიც გვაძლევს ერთ ანტისხეულს, რომელშიც ამ ოთხი სხვადასხვა ანტისხეულის "აქტიური უბანი" კომპაქტურადაა გაერთიანებული.
მეცნიერებმა აღოაჩინეს, რომ იდეალურ პირობებში ახალი ანტისხეული გრიპის ვირუსის 60 სხვადასხვა შტამის წინააღმდეგ იყო ეფექტური.
ახალი ანტისხეულის თაგვების ორგანიზმამდე მისატანად მკლვევარებმა გენეტიკურად მოდიფიცირებული ადენოვირუსი გამოიყენეს, რომელსაც ახალი ანტისხეულის გენი ჰქონდა ჩაშენებული, რისი წყალობითაც ის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ მათ წარმოებას იწყებდა.
მეცნიერებმა მოდიფიცირებული ადენოვირუსის შემცველი ხსნარი თაგვების ცხვირში შეაშხაპუნეს, ალტერნატიულად, მათ თაგვების ერთ ნაწილში პირდაპირ გამზადებული ანტისხეულებიც შეიყვანეს. ორივე მეთოდმა გაამართლა და თაგვებს გრიპის ვირუსი აღარ დაემართათ.
ანტისხეულები თაგვების ორგანიზმში ცხრა, ხოლო მაიმუნებისაში კი ოთხი თვის განმავლობაში დარჩა.
შესაძლოა ცხვირში ჩასაწვეთებელი სეზონური ვაქცინები, რომლებიც გრიპის ვირუსისგან გვიცავს, ჯერ მაინც შორეული პერსპექტივაა, რადგან კლინიკური ცდები ხშირად წლების განმავლობაშიც მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე არსებული შედეგები დამაიმედებელია.
სანამ გრიპის წინააღმდეგ მაღალეფექტური ვაქცინები გვექნება, შეგვიძლია რუსთავი 2-ის გადაცემა სხვა შუადღეში ვნახოთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ვფიქრობთ, რომ გრიპი გვაქვს.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
კომენტარები