ომბუდსმენმა ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალური შევიწროება დაადგინა — საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სახალხო დამცველმა სამ პირთან მიმართებით დაადგინა CIDA-ს ყოფილი დირექტორის, ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია.
საიას თქმით, პირველ ნოემბერს მიღებულ რეკომენდაციაში სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენისთვის არ არის აუცილებელი მოტივის არსებობა, არამედ, სექსუალური ხასიათის ქცევა თავისთავად შეიძლება, შეურაცხმყოფელი იყოს მსხვერპლისთვის, შემავიწროებლის განზრახვის მიუხედავად:
"სახალხო დამცველის განმარტებით, ზვიად დევდარიანს უნდა სცოდნოდა, რომ მისი სექსუალური ქცევა — კომენტარი თუ შეხება, შესაძლოა შეურაცხმყოფელი ყოფილიყო განმცხადებელთათვის. პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის პირობებშიც კი, სამივე განმცხადებელთან მიმართ ზვიად დევდარიანის ქცევისა და გარემოებების საერთო მახასიათებლის გათვალისწინებით, სახალხო დამცველს წარმოეშვა სექსუალური შევიწროების განხორციელების ვარაუდი. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და მტკიცებულებები არ აღმოჩნდა საკმარისი სექსუალური შევიწროების ვარაუდის გასაქარწყლებლად".
საია აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ზვიად დევდარიანს, რომ მომავალში, პროფესიულ თუ სხვა სახის ურთიერთობებში სექსუალურად აღარ შეავიწროვოს ადამიანები და შეუქმნას შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და ადამიანის ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო.
ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის. მათივე თქმით, პირველ ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაციის მიხედვით, "ზვიად დევდარიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული და საზოგადოებრივი მდგომარების გამოყენებით (…) არასასურველი, სექსუალური ხასიათის ვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც მათ შეუქმნა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო".
ზვიად დევდარიანის საქმე
17 მარტს ქალთა მოძრაობამ ომბუდსმენის მიერ წარდგენილი სამეურვეო საბჭოს კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე და სიდას ყოფილი დირექტორი ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროების 10-მდე შემთხვევაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც დევდარიანმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. საქმეზე გამოძიება შსს-მ ადევნების მუხლით დაიწყო.
ამის შემდეგ დევდარიანმა პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართა და 11 პირს უჩივლა. დევდარიანის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რომ 11 პირიდან მხოლოდ რვა პირის ვინაობას დაასახელებენ, ხოლო მისი თქმით, სავარაუდო მსხვერპლების ვინაობას არ გაამხელენ.
ზვიად დევდარიანმა უჩივლა:
- ბაია პატარაიას - კავშირ საფარის ხელმძღვანელი;
- იდა ბახტურიძეს - ქალთა მოძრაობის წევრი;
- თამარ ჩერგოლეიშვილს - ონლაინგამოცემა ტაბულას დირექტორი;
- ნინო დანელიას - ილიაუნის პროფესორი;
- თამარ ყურაშვილს;
- თამარ კაკაბაძეს - ევროპული საქართველოს წევრი;
- ეკატერინე ონიანსა;
- გაბუნიას განმარტებით, მოწმის სახით და არა მოპასუხედ დაიკითხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები