5 მიზეზი, რომელთა წაკითხვის შემდეგაც საწოლს ყოველდღე გაასწორებთ
"თუ სამყაროს შეცვლა გსურთ, საკუთარი საწოლის გასწორებით დაიწყეთ". ეს ფრაზა ამერიკის საზღვაო ძალების ყოფილ ადმირალს, უილიამ მაკრეივენს ეკუთვნის, რომელმაც აშშ-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტში 37 წელი იმსახურა, ოთხი წლის განმავლობაში კი ის დეპარტამენტის მთავარი ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.
მაკრეივენის მესიჯი მარტივი, მაგრამ უმნიშვნელოვანესია. საკუთარი დღის სწორად დაწყებასა და პატარა დეტალებისთვის ყურადღების მიქცევას თქვენს ცხოვრებაზე იმაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, ვიდრე გგონიათ.
1. ერთი პატარა დეტალიდან, წარმატებულ დღემდე
საწოლის გასწორება შესაძლოა დიდ მიღწევად არ ჩათვალოთ, თუმცა ამ პატარს შეუძლია, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.
თუ საწოლს ყოველ დილით გაასწორებთ, თქვენ დღის პირველი დავალება უკვე შესრულებული გექნებათ. ამის გამო თქვენ თავს კმაყოფილად იგრძნობთ, ეს შეგრძნება კი ბიძგს მოგცემთ, რათა დღის დანარჩენი დავალებებიც კარგად შეასრულოთ. დღის ბოლოს კი აღმოაჩენთ, რომ დილას შესრულებული ერთი საქმე, წარმატებულ დღეში გადაიზარდა.
მართლაც, ისეთი პატარ-პატარა საქმეების კეთება თუ არ შეგიძლიათ, როგორიც ლოგინის გასწორებაა, მაშინ სხვა დიად საქმეებს როგორღა შეეჭიდებით?
2. ვიზუალური მხარე
ყველაზე მოუწესრიგებელი და ქაოსური საძინებელი ოთახებიც კი, გასწორებული საწოლის ფონზე ბევრად უფრო ორგანიზებულად გამოიყურება. გასწორებული საწოლი თქვენს არეულ ოთახს დალაგებულ შესახედაობას მისცემს, თანაც, მას შემდეგ რაც ლოგინის გასწორებას მიეჩვევით, შესაძლოა ოთახის სხვა კუთხეებზეც დაიწყოთ ზრუნვა. გახსოვდეთ, ყველაფერი პატარა ნაბიჯებით იწყება.
3. მეტი პროდუქტიულობა
შეიძლება გაგიკვირდეთ, რა კავშირი შეიძლება იყოს ლიგინის გასწორებასა და პროდუქტიულობას შორის?
ამ კითხვაზე პასუხს ჩარლზ დუჰიგის New York Times-ის ბესტსელერში, "ჩვევების ძალაში" ვპოულობთ. ავტორის თქმით, საწოლის გასწორება ყოველდღიური ჩვევაა, რომელიც დღის განმავლობაში უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება და გვიჩენს შეგრძნებას, რომ ჩვენი ცხოვრების წარმართვა საკუთარი სურვილისამებრ შეგვიძლია. ადამიანები, რომლებიც საწოლს ასწორებენ თავს უფრო მოწესრიგებულად გრძნობენ.
4. სტრესი და ხასიათი
დიდი ალბათობით, თქვენი ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს საძინებელში ატარებთ და იმას, თუ როგორ გამოიყურება ეს ოთახი, თქვენს ხასიათზე დიდი გავლენა აქვს. რთულია იყო მშვიდი და გაწონასწორებული, თუ თქვენს გარშემო ყველაფერი თავდაყირა დგას. მოწესრიგებული საწოლი ნიშნავს, რომ თქვენ საკუთარ თავსა და თქვენს სახლს უვლით და ყურადღებას აქცევთ, ამ მზრუნველობის შეგრძნებას კი თქვენს ხასიათსა და ემოციაზე დადებით გავლენა აქვს.
გრეტჰენ რუბინი წიგნ "ბედნიერების პროექტში" წერს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მარტივი ცვლილება, რასაც საბოლოოდ ბედნიერებამდე მივყავართ, ყოველდღე ლოგინის გაწორებაა.
5. კმაყოფილების შეგრძნება
წარმოიდგინეთ, რომ სასტუმროს ოთახში შედიხართ, პირველი რამ, რაც თქვენს ყურადღებას იპყრობს იდეალურად გასწორებული ფუმფულა ლოგინია, რომელზე ერთი სული გაქვთ, რომ წამოგორდეთ. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ სასტუმროს ოთახში შესვლისას საწოლი არეულია, ამ შემთხვევაში სასიამოვნო შეგრძნება ნამდვილად არ დაგეუფლებათ. გასწორებული ლოგინი უფრო სუფთად და კოხტად გამოიყურება, რაც, სხვა თუ არაფერი, უბრალოდ სასიამოვნო დასანახია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მგონი ღირს, რომ ყოველ დილით საწოლის გასწორებას რამდენიმე წუთი დავუთმოთ, ვინ იცის, ამ მარტივმა ცვლილებამ შესაძლოა თქვენი მთლიანი ცხოვრებაც კი შეცვალოს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დღეს სამყარო თქვენს წინააღმდეგ განეწყობა და საწოლის გასწორების მიუხედავად მაინც საშინელი დღე გექნებათ, საღამოს დაბრუნდებით სახლში, სადაც გასწორებული საწოლი დაგხვდებათ, რომელიც დაგაიმედებთ, რომ ხვალ უკეთესი დღე გათენდება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები