ემოციური დღეები იყო, კმაყოფილი ვარ – პირლოს ვიზიტი საქართველოში დასრულდა
ანდრეა პირლოს ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც კომპანია ევროპაბეთის სარეკლამო სახე გახდა, კვირას, ნაშუადღევს, თბილისიდან ვენაში გაფრინდა. გამგზავრების წინ პირლომ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა.
"საქართველოში გატარებული დღეებით ძალიან კმაყოფილი ვარ. თბილისში დიდი ხნის შემდეგ დავბრუნდი და საკმაოდ ემოციური დღეები გამოვიდა, რადგან ძალიან ბევრი ფანი შემხვდა. გადაღებებითაც კმაყოფილი ვარ - ამ კამპანიაში მონაწილეობა ჩემთვის საინტერესო გამოცდილებაა", - განაცხადა პირლომ გამგზავრების წინ.
ევროპაბეთმა ანდრეა პირლო სარეკლამო სახედ მისი პერსონისა და თამაშის მანერის გამო აირჩია. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ პირლოს ტიპაჟი საუკეთესოდ მიესადაგება ბრენდის განვითარების კონცეფციას.
ანდრეა პირლომ ჟურნალისტებთან ასევე გაიხსენა თავისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი - ინგლისის ნაკრების მეკარის, ჯო ჰარტის კარში დარტყმული პენალტი პანენკას სტილში.
"ინგლისის ნაკრების კარში გატანილი პანენკა ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო. ნებისმიერი პენალტი რთული შესასრულებელია, მაგრამ როდესაც მოძრაობა დავიწყე, მივხვდი, რომ ასე უნდა გამეკეთებინა. ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც მინდოდა", - თქვა ფეხბურთელმა.
ლაშა გოგუა, ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი: "შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი ანდრეას ხასიათი იყო - როგორი იყო იყო თამაშის დროს და როგორია ცხოვრებაში. პირლო არის ძალიან გაწონასწორებული, შემოქმედი, ევროპელი ფეხბურთელი. კომპანიის პროფილიდან გამომდინარე, ევროპულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მასთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და, როგორც ხედავთ, წარმატებით დასრულდა. პირლო არა მარტო ერთი რგოლის გადაღებისთვის, არამედ მთელი საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნისთვის ჩამოვიყვანეთ. პროექტზე კომპანია WINDFOR'S-თან და Metro Production-თან ერთად ვმუშაობთ. მოწვეული გვყავს ფრანგი რეჟისორი, რომელიც თავის სტაფთან ერთად მუშაობს, რაც საბოლოო პროდუქტის ხარისხს კიდევ უფრო აამაღლებს. გადაღებები ძალიან მასშტაბურია არა მარტო ევროპაბეთისთვის, არამედ ქვეყნისთვის. პროექტზე 200-მდე ადამიანია დასაქმებული და ვფიქრობთ, რომ ძალიან მაგარი ხარისხის იქნება. მომხმარებელი შედეგს მალე იხილავს და თვითონ შეაფასებს".
ანდრეა პირლო გაემგზავრა, ევროპაბეთის სარეკლამო რგოლის გადაღებები კი გრძელდება. გადასაღებ მოედანზე პირლოსთან ერთად ფრანგი რეჟისორი ჟულიენ ზენიე მუშაობდა, რომელმაც სხვადასხვა დროს მერსედეს ბენცის, როლექსისა და პეჟოს სარეკლამო რგოლები გადაიღო. მას უთანამშრომლია სპორტის ისეთ ვარსკვლავებთანთან, როგორებიც კრიშტიანო რონალდო და ნოვაკ ჯოკოვიჩი არიან.
სარეკლამო რგოლს ანდრეა პირლოს მონაწილეობით საზოგადოება თვის ბოლოს იხილავს.
ამავე თემაზე: “მინდა, ქართველებს კომპლიმენტი ვუთხრა!” - ანდრეა პირლოს პირველი კომენტარი
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები