აპენდიქსი ამოჭრილი გაქვთ? შეიძლება, პარკინსონის რისკი 20%-ით ნაკლები გქონდეთ
აპენდიციტი და მისი ოპერაცია არც ისე სასიამოვნო გამოცდილებაა, თუმცა მას შეიძლება ორგანიზმზე დადებითი გავლენა ჰქონდეს: შვედეთში ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელშიც ერთ მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა დადგინდა, რომ ადამიანებს, ვისაც აპენდიქსი ამოკვეთილი აქვთ, პარკინსონის დაავადების განვითარების შანსი 20 პროცენტით უმცირდებათ.
ახალი კვლევის მიხედვით, მსხვილ ნაწლავზე მდებარე ჭიანაწლავი შესაძლოა პარკინსონის დაავადების განვითარებაში მონაწილეობდეს.
"პარკინსონის დაავადება მრავალსისტემური დარღვევაა. სავარაუდოა, რომ არსებობს ბევრი საწყისი, საიდანაც ის შეიძლება განვითარდეს. საჭმლის მომნელებელი ტრაქტი კი სწორედ ერთ-ერთი ასეთი საწყისია", - აცხადებს კვლევის მთავარი ავტორი და მიჩიგანის ვან ანდელის კვლევითი ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორი ვივიანა ლაბრი.
ყოველწლიურად პარკინსონის დაავადების 60 000 ახალი დიაგნოზი ისმება, ეს უკურნებელი დაავადებაა. სიმპტომები შემდეგია: თითების, ხელების, ფეხებისა და ტერფების კანკალი, წონასწორობის დარღვევა, დეპრესია, კუნთების დაძაბულობა, წერისა და მეტყველების დარღვევა და კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემები.
კვლევებით დგინდება, რომ კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემები მოძრაობასთან დაკავშირებულ სიმპტომებამდე 20 წლით ადრე შეიძლება დაიწყოს.
"უკანასკნელ ათწლეულში ცხადი გახდა, რომ პარკინსონის დაავადება უბრალოდ მოძრაობის დარღვევა არ არის. მისი ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემებია, მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ დაავადების საწყისი შეიძლება სწორედ აქ იმალებოდეს. უფრო მეტიც, ჭიანაწლავი შეიცავს ერთ-ერთ ცილას, ალფა-სინუკლეინს, რომელიც პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანთა ტვინებში გროვდება", - ამბობს ლებრი.
პარკინსონსა და ჭიანაწლავს შორის არსებული კავშირის გამოსააშკარავებლად ლაბრიმ და მისმა გუნდმა შვედეთში 1.6 მილიონი ადამიანის სამედიცინო მონაცემები შეისწავლა. დადგინდა, რომ აპენდექტომია პარკინსონის განვითარების რისკს 19.6 პროცენტით ამცირებს.
მეცნიერებმა ასევე შეამოწმეს პარკინსონის მქონე 849 ადამიანის მონაცემი, რომელთაც ჭიანაწლავი ამოკვეთლი ჰქონდათ და ნახეს, რომ მათ პარკინსონის სიმპტომები საშუალოდ 3.6 წლით უფრო გვიან დაეწყოთ.
"ცილა ალფა-სინუკლეინი, როგორც წესი, ერთ ადგილზე არ ჩერდება. ის ნეირონებს შორის გადაადგილდება. არსებობს შანსი, რომ ამ ცილას ცდომილი ნერვის საშუალებით საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ტვინში მოხვედრა შეუძლია. ტვინში მოხვედრის შემდეგ კი ის მრავლდება და საბოლოოდ პარკინსონის დაავადებას ვიღებთ", - აცხადებენ კვლევის ავტორები.
პარკინსონის ფონდის მთავარი მეცნიერი და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი ჯეიმს ბეკი აცხადებს, რომ კვლევა საფუძვლიანია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პარკინსონის საწყისები შესაძლოა ნამდვილად კუჭ-ნაწლავი იყოს, ეს არ ნიშნავს, რომ პარკინსონის პრევენციის მიზნით ადამიანებმა ჭიანაწლავის ამოკვეთა უნდა დაიწყონ.
ბეკის თქმით, ჭიანაწლავისა და პარკინსონს შორის კავშირის აღმოჩენა მნიშვნელოვანია, ის აცხადებს, რომ ახლა საჭიროა დამატებითი კვლევები, რათა უკეთ გავიგოთ, თუ კიდევ რა ფაქტორები შეიძლება მონაწილეობდნენ პარკინსონის განვითარებაში.
დიდი ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტის სტატისტიკის პროფესორი კევინ მაკკონვეი აცხადებს, რომ კვლევა ლეგიტიმურია, თუმცა მან მისი ავტორები სტატისტიკის მეთოდების არასწორად გამოყენებისთვის გააკრიტიკა.
"ადამიანები, რომლებმაც ჭიანაწლავი ადრეულ ასაკში ამოიკვეთეს, დანარჩენი ადამიანებისგან სხვა ფაქტორებითაც განსხვავდებიან, პარკინსონის რისკის შემცირების მიზეზი კი არა კონკრეტულად აპენდექტომია, არამედ შეიძლება სწორედ სხვა ფაქტორები იყოს", - აცხადებს მაკკონვეი.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები