საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის ტურისტულ განვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანას მხოლოდ მდიდარი ტურისტები სჭირდება, ხოლო ღარიბი ქვეყნის ადამიანები ქსენოფობიურად მოიხსენია.

"ჩვენ გვჭირდება მდიდარი ტურისტები ყველა მხრიდან. ეს გაძვალტყავებული, ბოდიში და, ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვები, ამით ჩვენ ვერ გავმდიდრდებით. ჩვენ გვჭირდება ემირატებიდან არა ბანგლადეშელები, ვინც იქ ცხოვრობენ, კი არ ვერჩი არაფერს ბანგლადეშელებს, უბრალოდ, მუშები არიან ვინც ჩადიან, ინდუსები. იმათ არ აქვთ იმდენი შემოსავალი, ჩვენ გვჭირდება, მაგალითად, მდიდარი შეიხები, რომელიც ერთი კაცი იმდენს დატოვებს, რამდენსაც ორასი სხვა კაცი. როგორც წესი, უფრო წყნარადაც იქცევა და თავის რეპუტაციას უფრთხილდება", — განაცხადა სააკაშვილმა ფეისბუქმიმართვისას.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებს. 15 სექტემბერს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) განმარტებით, სააკაშვილის განცხადებები მიზანმიმართულად ქსენოფობიურია.

ინსტიტუტს მაგალითად მოჰყავდა სააკაშვილის ერთ-ერთი განცხადება, რომელშიც ის ამბობს, რომ საქართველოში დროებითი ბინადრობის მქონე პირებს "ქართველების სამუშაო ადგილები მიაქვთ". კიდევ ერთი განცხადება, რომელიც TDI-მ ქსენოფობიურად მიიჩნია, 5 ათასი ირანელისთვის მოქალაქეობის მინიჭებას ეხება. მათი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის განცხადებები არ შეესაბამება სტატისტიკას და მცდარია.

მესამე პრეზიდენტი დისკრიმინაციულ განცხადებებზე საუბარია არა ფობიას! ერთ-ერთ განცხადებაში. არა ფობიას! განცხადებით, სააკაშვილიი შედარებების გზით დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ კონტექსტში იხსენიებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფსა და ქალებს.