რა დრო უნდა გავატაროთ მზეზე, რომ საკმარისი D ვიტამინი გამოვიმუშაოთ?
უკვე ნოემბერი დადგა და მზე დღითიდღე ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება. მოკლე დღეების, მოღრუბლული ამინდისა და ნაკლები მზის სინათლის პირობებში საკმარისი D ვიტამინის მიღება შესაძლოა ისეთი მარტივი არ იყოს, როგორიც ეს ზაფხულშია. როგორც მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმი D ვიტამინს მზეზე ყოფნის დროს გამოიმუშავებს.
სანამ იმის გამოთვლაზე გადავალთ, თუ რამდენი ხანი უნდა მივეფიცხოთ მზეს ყოველდღიურად, ორი სიტყვა იმაზეც ვთქვათ, თუ რისთვის არის საჭირო D ვიტამინი.
D ვიტამინი ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის რაოდენობის რეგულაციას ახდენს, რაც ჯანსაღი ძვლებისთვის უმნიშვნელოვანესია, მის გარეშე ორგანიზმს კალციუმის ათვისება არ შეუძლია. D ვიტამინი იმუნური სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვისაც არის საჭირო, ამიტომ მისი ნაკლებობის შემთხვევაში ზამთარში შესაძლოა უფრო ხშირად გაცივდეთ. D ვიტამინის ნაკლებობა ასევე დაკავშირებულია სხვადასხვა სახის სიმსივნეებთან, დეპრესიასთან, გულის დაავადებებთან და წონის მატებასთან.
ალბათ ამ ვიტამინის აუცილებლობაზე უკვე დარწმუნდით, ამიტომ ახლა დავადგინოთ, თუ როგორ უნდა მივიღოთ ზამთარში მისი საკმარისი რაოდენობა.
ორგანიზმი აღნიშნულ ვიტამინს მაშინ აწარმოებს, როდესაც კანზე მზის სინათლეში არსებული ულტრაიისფერი (UV) სხივები ხვდება. ეკვატორიდან დაშორებით მცხოვრებ ადამიანებს ზამთარში შესაძლოა D ვიტამინის ნაკლებობის პრობლემა შეექმნათ, რადგან ამ დროს მზე ჰორიზონტთან ახლოს რჩება. ასეთ დროს დედამიწის ატმოსფერო მზის სინათლეში არსებულ ულტრაიისფერი გამოსხივების დიდ ნაწილს ბლოკავს, რის გამოც ჩვენი ორგანიზმი D ვიტამინის ნაკლებ რაოდენობას გამოიმუშავებს.
თუ თქვენ ნიუ-იორკში იმყოფებით, რომელიც დაახლოებით მე-40 განედზეა და ზაფხულია, რეკომენდებულია, რომ კვირაში ოთხჯერ მზეზე 10-15 წუთი მაინც გაატაროთ, იმის მიხედვით, თუ რამდენად მგრძნობიარეა თქვენი კანი. შედარებისთვის, თბილისი დაახლოებით 41-ე განედზეა, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგივე რეკომენდაცია თბილისსა და საქართველოზეც მეტ-ნაკლებად ვრცელდება. მზეზე რაც უფრო მეტ კანს გამოაჩენთ, თქვენი ორგანიზმიც უფრო მეტ D ვიტამინს შექმნის, თუმცა გაშიშვლება საჭირო არ არის, ხელებისა და ფეხების მზეზე მიფიცხება სავსებით საკმარისია.
თუმცა, ორგანიზმის მიერ გამომუშავებული D ვიტამინის რაოდენობა ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად იმაზე, თუ წელიწადის რომელი სეზონია და იმაზეც, თუ რამდენად მგრძნობიარეა თქვენი კანი. მზეზე გასატარებელი ზუსტი დროის განსაზღვრა რთულია. ზოგადად ცნობილია, რომ ზამთარში მზეზე უფრო მეტი დროის გატარება უნდა სცადოთ, ვიდრე ზაფხულში. ასევე აუცილებელია, რომ ზამთარში მზეზე დრო მაშინ გაატაროთ, როდესაც ის ზენიტშია, ამ დროს მზის სხივები ატმოსფეროში შედარებით ნაკლებად გარდატყდება და მზის სინათლეში არსებული ულტრაიისფერი გამოსხივებაც თქვენამდე უკეთ აღწევს.
D ვიტამინის მიღების კიდევ ერთი გზა საკვებია, მისით მდიდარია ისეთი ცხიმიანი თევზები, როგორიც არის ორაგული, ტუნა და სარდინი. D ვიტამინს ასევე ვხვდებით კვერცხის გულსა და საქონლის ღვიძლში.
მზეზე დროის გატარება D ვიტამინის მიღების ყველაზე ბუნებრივი გზაა, თუმცა ამ დროსაც სიფრთხილე გმართებთ, რადგან ზედმეტად მგრძნობიარე კანის ქონის შემთხვევაში, შესაძლოა ადვილად დაიწვათ, მზეზე ხანგრძლივად ყოფნის დროს აუცილებელია დამცავი კრემების გამოყენება, თუმცა გახსოვდეთ, რომ როდესაც დამცავი კრემები გისვიათ, თქვენი ორგანიზმი D ვიტამინს ვერ გამოიმუშავებს. იგივე ვრცელდება ფანჯრებიდან შემოსულ მზის სინათლეზეც, მინა ულტრაიისფერ სხივებს, რომლებიც ვიტამინის გამოსამუშავებლად აუცილებელია, ვერ ატარებს.
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
კომენტარები