შსს: ოთარ ფარცხალაძე განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში იმყოფებოდა
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში იმყოფებოდა.
როგორც On.ge-ს უწყებაში განუცხადეს ფარცხალაძე განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მივიდა. სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.
ყოფილი პროკურორი ომეგა ჯგუფის საქმეში და რუსთავი 2-ის გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს. ჩანაწერებში სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ამბობს, რომ ფარცხალაძემ მასზე იძალადა.
ომეგა ჯგუფის საქმე
10 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა ჩანაწერები, რომლებშიც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და ომეგა ჯგუფის დამფუძნებელ, ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან საუბრის დეტალებს უყვება. ჩანაწერში ისმის, რომ მამაცაშვილი ომეგა ჯგუფის პრობლემების მოსაგვარებლად, მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა.
ჩანაწერის მიხედვით, ომეგა ჯგუფის მფლობელს, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი მთავრობასთან პრობლემების მოგვარებაში ორ მილიონ დოლარს სთხოვდა.
მოგვიანებით, რუსთავი 2-მა კიდევ ერთი ჩანაწერი გაავრცელა, სადაც სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი ხელისუფლებასთან გარიგებაზე საუბრობენ. სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი ამბობს, რომ ის შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ბიზნესის სანაცვლოდ 4 მილიონი მოსთხოვა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სპორტის ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს ემუქრებოდა. რუსთავი 2-ის ცნობით, ფარცხალაძე ყიფიანს ფიზიკურად ერთ-ერთ სარდაფში გაუსწორდა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ომეგა ჯგუფის საქმეზე მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერები ავთენტური არაა და დამონტაჟებულია. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დასკვნა 4 ოქტომბერს გასცა.
ომეგა ჯგუფის საქმის ჩანაწერებზე ლევან ყიფიანი სასამართლოში 3 ოქტომბერს გამოიკითხა. სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან ზეწოლაზე ჩანაწერები ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზაზა ოქუაშვილმა მასთან შეთანხმებით ჩაწერა.
მისი განმარტებით, ჩანაწერებით უცხოელი პარტნიორები სახელმწიფოს მიერ ომეგა ჯგუფზე ზეწოლის შესახებ შეიტყობდნენ, ოქუაშვილი კი ამ დროს საქართველოში ბიუჯეტის მიმართ არსებულ დავალიანების საკითხსაც გადაჭრიდა. თუმცა როგორც ყიფიანი განმარტავს, ის აუდიოჩანაწერები, რომელიც მედიით გავრცელდა დამონტაჟებულია.
ლევან ყიფიანის ადვოკატის განცხადებით, ისინი გეგმავენ, რომ ოქუაშვილს სასამართლოში უჩივლონ.
აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ 12 სექტემბერს დაიწყო გამოძიება 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს. თუმცა, ლევან ყიფიანზე სავარაუდო გაუპატიურების მუქარის საქმეს პროკურატურა ცალკე არ იძიებს.
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
კომენტარები