ივანიშვილის მხრიდან ბარტყის გადაგდებას ჰგავს — სერგი კაპანაძე ოთარ ფარცხალაძის საქმეზე
პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორისთვის ბრალის წარდგენა, წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება.
"ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენება, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით ზუსტად, რაზე არის და რას ითხოვს პროკურატურა, ძალიან ჰგავს ქართულ მულტფილმებში რომ არის, ბარტყის გადაგდებას ივანიშვილის მხრიდან", — ამბობს სერგი კაპანაძე.
სერგი კაპანაძის თქმით, მმართველი გუნდი შეშფოთებულია არჩევნების შედეგების შემდეგ და ცდილობს საზოგადოებას მოაჩვენოს, რომ პრობლემებს გადაჭრიან:
"ეს არის უბრალოდ, სასოწარკვეთილი ადამიანის რაღაც აგონიური ქცევა პირველიდან მეორე ტურის პერიოდში... ეს საქმე ერთ წელიწადზე მეტი არის პროკურატურაში თაროზეა შემოდებული და ყველამ კარგად იცის ყველაფერი. ვიდეოზეა აღწერილი და არაფერი ამდენი ხანი ამას არ სჭირდებოდა".
ლაშა თორდიას ცემის საქმე
2017 წლის 12 მაისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. თორდია თავდასხმაში ყოფილ პროკურორ ფარცხალაძეს ადანაშაულებდა.
თორდიას მიაჩნდა, რომ თავდასხმა მისი სამსახურის მიერ ყოფილი პროკურორის შესახებ მასალების მოგროვებას უკავშირდება. გენერალური აუდიტი ამბობდა, რომ ფარცხალაძეს დაუსჯელობის განცდა აქვს.
ბრალდებების პასუხად, ფარცხალაძემ განაცხადა, რომ გენერალური აუდიტი იტყუებოდა და კონფლიქტის ინიციატორი თავადვე იყო. მისი თქმით, თორდია მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ხელი პირველად მან მოიქნია.
"როგორც ჩანს, მას გულში აქვს ჩარჩენილი ჩემი გარკვეული ქმედებები სამართალდამცავ უწყებებში ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც შესაბამის ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას", — ამბობდა ფარცხალაძე. თუმცა, მომხდარიდან 4 დღის განმავლობაში ის დაკითხვაზე არ დაიბარეს. უწყებაში ამბობდნენ, რომ გამოძიების პრეროგატივა იყოს ის, თუ როდის დაკითხავდენ ყოფილ პროკურორს.
2017 წლის 16 მაისს ფარცხალაძის დაკითხვისკენ პროკურატურას პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა. 17 მაისს ყოფილი პროკურორი დაკითხეს.
ფარცხალაძის გამოკითხვიდან ერთ კვირაში, 24 მაისს სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სხვა ინციდენტის ამსახველი კადრები გავრცელდა. თორდია და არასამთავრობოები აცხადებდნენ, რომ კადრების გავრცელება საეჭვოდ დაემთხვა ფარცხალაძესთან ინციდენტს და ის დამოუკიდებლად უნდა გამოეძიებინათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ინციდენტის გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, ნეიტრალური მოწმეების გამოკითხვით დადგინდა, რომ ინციდენტის დროს პირველმა ხელი ლაშა თორდიამ მოიქნია და არა ფარცხალაძემ.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები