საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, ხოლო დაადებს თუ არა მას ვეტოს, ამას მხოლოდ მაშინ გადაწყვეტს, როდესაც პარლამენტისგან აღნიშნული კანონპროექტი გადაეგზავნება. აღნიშნულის შესახებ მარგველაშვილმა ტელეკომპანია რიონის ეთერში გუშინ, 17 მაისს თქვა:

"იმისთვის, რომ მე პირდაპირ ვთქვა, ვეტო იქნება თუ არ იქნება, მე უნდა გავეცნო კანონს მუხლობრივად და პუნქტობრივად. ასე რომ განწყობას გიფიქსირებთ ნათლად, რომ არის უარყოფითი. მეტიც, რაც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, თუ როგორ წავიდა იქ პროცესი, პროცედურული დარღვევებიც იყო, რამდენადაც მე ვიცი. ეს არის უარყოფითი".

მარგველაშვილმა განმარტა, რომ არ შეიძლება ქვეყნის ფუნდამენტური სტრუქტურების თემით "მუდმივად თამაში და მათი მუდმივად რყევა". მისი თმით, თავიდანვე, როდესაც ეს საკითხი აქტუალური გახდა, როგორც მისი მხრიდან, ასევე მისი გუნდის წევრებისა და კოლეგების მხრიდან დაისვა კითხვა იმის თაობაზე, რა საჭიროებას წარმოადგენს ამ კანონის ასე ფორსირებულად, ასეთ სწრაფ რეჟიმში გატანა:

"რატომ არ ხდება ამ კანონის ვენეციის კამისიისთვის გადაგზავნა? რატომ არ არიან

რატომ არ ხდება ამ კანონის ვენეციის კამისიისთვის გადაგზავნა? რატომ არ არიან ჩართული ამ დისკუსიაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლები? - ყველა ეს კითხვა იყო ბუნებრივი.

გიორგი მარგველაშვილი

ჩართული ამ დისკუსიაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლები? - ყველა ეს კითხვა იყო ბუნებრივი, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე".

პრეზიდენტმა ასევე პარალელი გაავლო საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხსა და გასულ წელს ეროვნულ ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს შორის და განმარტა, რომ მისთვის, როგორც გასულ წელს ეროვნულ ბანკზე განხორციელებული ფორსირებული შეტევა იყო გაუგებარი, ასევე გაუგებარია საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მიღებული ნაჩქარევი გადაწყვეტილებები:

"შედეგად ვინ გაძლიერდება, ამას ვერ ვხდები. მთელ ამ პოლიტიკურ ხელების გადაგრეხვაში, სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის ვინ ძლიერდება, გარდა იმისა, რომ სუსტდება სტაბილურობა სახელმწიფოში. ასე რომ, გიფიქსირებთ ჩემს ნეგატიურ დამოკიდებულებას".

ჟურნალისტის შეკითხვას, შეექმნება თუ არა ქვეყნის ევროინტეგრაციას საფრთხე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემთხვევაში, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ კონკრეტულად ამ საკითხს ევროინტეგრაციის პროცესს ვერ მიაბამდა:

"ქართული სახელმწიფო და საზოგადოება ძალიან მკვეთრ, პოზიტიურ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით. შემიძლია მოგახსენოთ, რომ საქართველო თავისი რეფორმებით, იმ პასუხებით ყველა კითხვაზე, რომელიც არსებობს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, არის ლიდერი ქვეყანა ევროინტეგრაციული დღის წესრიგის შესრულებაში".

14 მაისს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, 81 ხმით მიიღო.