ასეთი პიროვნებებისთვის ბრალის წაყენება ნიშნავს, რომ ომეგას საქმეზეც გამოვკითხავთ — პროკურორი
საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამბობენ, რომ აღარ უნდა არსებობდეს კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით დაიკითხება თუ არა ყოფილი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე სხვა გახმაურებულ საქმეებზე. ამის არგუმენტად პროკურატურაში მოჰყავთ ის ფაქტი, რომ "ასეთ პიროვნებას" უკვე წარუდგინეს ბრალდება ერთ საქმეზე.
პროკურატურაში დაადასტურეს, რომ ფარცხალაძე ამ დრომდე არ დაკითხულა ომეგა ჯგუფის საქმეზე. მათი განმარტებით, ეს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა. თუმცა მათივე თქმით, ის აუცილებლად გამოიკითხება.
"ვადასტურებ, რომ გამოძიებისათვის არ არსებობენ ხელშეუხებელი პიროვნებები და ყველა ის პირი გამოიკითხება, ყველა საჭირო მტკიცებულება იქნება მოპოვებული, რაც გამოძიებას შეუწყობს ხელს", — განაცხადა პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ.
ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარედგინა. პროკურატურის მოთხოვნით მას 5000 ლარიანი გირაო შეუფარდეს.
ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც ყოფილი ლაშა თორდიას ინტერესებს იცავს, აპროტესტებს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობს.
მათი თქმით, საქმის გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას მისი საქმიანობის გათვალისწინებით. მათივე თქმით, თორდიას დღეს, 6 ნოემბერს პროკურატურამ უკვე მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი.
გენერალური აუდიტის ცემის გარდა ფარცხალაძის სახელი ფიგურირებს ომეგა ჯგუფისა და ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეში.
ომეგა ჯგუფის საქმე — სარდაფის ეპიზოდი
2018 წლის 10 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა ჩანაწერები, რომლებშიც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ომეგა ჯგუფის დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან საუბრის დეტალებს უყვება. ჩანაწერში ისმის, რომ მამაცაშვილი ომეგა ჯგუფის პრობლემების მოსაგვარებლად, მთავრობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა და ამ თემაზე პრემიერთან შეხვედრასაც გეგმავდა.
მოგვიანებით, რუსთავი 2-მა კიდევ ერთი ჩანაწერი გაავრცელა, სადაც სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი ხელისუფლებასთან გარიგებაზე საუბრობენ. სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი ამბობს, რომ ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ლევან ყიფიანს ემუქრებოდა. რუსთავი 2-ის ცნობით, ფარცხალაძე ყიფიანს ფიზიკურად ერთ-ერთ სარდაფში გაუსწორდა და გაუპატიურებით ემუქრებოდა.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მოგვიანებით, ამავე არხზე ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა დაადასტურა. ოქუაშვილის თქმით, ლევან ყიფიანს ამ შემთხვევის შემდეგ თვითმკვლელობაც კი უნდოდა.
ომეგა ჯგუფის საქმეზე ლევან ყიფიანმა პროკურატურას 9 სექტემბერს ჩვენება მისცა. დაკითხვა 18 საათი გაგრძელდა. დაკითხვის ოქმის მიხედვით, ყოფილმა მინისტრმა ისაუბრა მედიაში გავრცელებულ მასალაზე და განაცხადა, რომ ეს ჩანაწერები ოქუაშვილთან ერთად უცხოელი პარტნიორებისთვის დადგა. მანვე განმარტა, რომ აუდიოჩანაწერები დამონტაჟებულია.
ოქმის მიხედვით, "სარდაფის ეპიზოდში" ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძესთან კონფლიქტს, "თრილერს" და "სრულ სისულელეს" უწოდებს. ყიფიანი ირწმუნება, რომ ფარცხალაძესთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.
რუსთავი 2-მა მოგვიანებით ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი "სარდაფის" იმ ეპიზოდზე საუბრობდა, რომელიც პროკურატურაში დაკითხვის დროს უარყო. პროკურატურაში ყიფიანზე სავარაუდო გაუპატიურების მუქარის საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები