ოთარ ფარცხალაძისთვის გირაოს შეფარდების საქმეზე სასამართლომ საღამოს 8 საათზე იმსჯელა
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქმის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლომ 5 ნოემბერს, ბრალის წარდგენიდან რამდენიმე საათში, საღამოს 8 საათზე ისე იმსჯელა, რომ ამის შესახებ მეორე დღემდე ვერავინ გაიგო.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, კონკრეტულ საქმეზე ბრალის წარდგენის შემდეგ, პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროცესის ჩანიშვნის მიზნით. მოსამართლე სხდომის თარიღს მიმართვიდან 24 საათში ნიშნავს. ფარცხალაძის აღმკვეთი ღონისძიების განმხილველი მოსამართლე დავით კურტანიძე იყო.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა დახურული არ ყოფილა. ამის მიუხედავად, სასამართლო პროცესის თარიღი და დრო უცნობი იყო, როგორც მედიისთვის, ისე საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურისთვის. ამის შესახებ On.ge-ს სასამართლოს პრესცენტრში განუცხადეს.
ფარცხალაძესთან დაკავშირებულ პროცესებზე პროკურატურამ დუმილი მას შემდეგ დაარღვია, რაც ყოფილ პროკურორს ბრალი წარუდგინეს და აღმკვეთი ღონისძიების საკითხიც იმავე დღეს გადაწყვიტეს. თუმცა On.ge-ს ჟურნალისტის მიერ რამდენჯერმე დასმულ კითხვას, როდის მიმართეს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების ჩანიშვნის შუამდგომლობით, დუმილის დარღვევის შემდეგაც არ უპასუხეს.
— ჟურნალისტი: რომელ საათზე მიმართეთ სასამართლოს შუამდგომლობით?
— პროკურორი: როცა ჩაინიშნა სხდომა, პროკურატურა გამოცხადდა ხსენებული საქმის სხდომაზე, თუმცა აქვე მინდა განვაცხადო, რომ არსებული საქმის არსებითი განხილვა არ დაწყებულა და სხდომები არის საჯარო.
— ჟურნალისტი: შუამდგომლობით რომელ საათზე მიმართეთ?
— პროკურორი: მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მიმართა სასამართლოს, მათი მხრიდან ჩაინიშნა სხდომა.
— ჟურნალისტი: საათი, ბატონო პროკურორო, დღის პირველ ნახევარში, დღის მეორე ნახევარში? როდის?
— პროკურორი: შესაბამის საათებთან დაკავშირებით სასამართლოს მივმართეთ იმ დროს, როცა გვქონდა საფუძველი მიგვემართა სასამართლოსთვის.
— ჟურნალისტი: კონკრეტულად, რომელ საათზე?
— პროკურორი: სამუშაო პერიოდში ანუ ექვს საათამდე მიმართა პროკურატურამ შუამდგომლობით და ჩაინიშნა სხდომა.
დაზუსტების მიზნით, On.ge-მ კიდევ ერთხელ მიმართა საქართველოს პროკურატურას, თუმცა კითხვაზე, კონკრეტულად რომელ საათზე მიმართა პროკურატურამ შუამდგომლობით სასამართლოს, პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარედგინა. პროკურატურის მოთხოვნით მას 5000 ლარიანი გირაო შეუფარდეს.
ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც ყოფილი ლაშა თორდიას ინტერესებს იცავს, აპროტესტებს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობს.
მათი თქმით, საქმის გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას მისი საქმიანობის გათვალისწინებით. მათივე თქმით, თორდიას დღეს, 6 ნოემბერს პროკურატურამ უკვე მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი.
გენერალური აუდიტის ცემის გარდა ფარცხალაძის სახელი ფიგურირებს ომეგა ჯგუფისა და ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეში.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები