ხრიკები On.ge-სგან — როგორ დავდოთ ყველასგან განსხვავებული Instagram სთორები
სთორი ინსტაგრამის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფუნქციაა, რომელიც Snapchat-ის ამავე ფუნქციის ანალოგად შეიქმნა და დღეს მასზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. სთორიზე განთავსებული ვიდეოები და ფოტოები 24 საათის განმავლობაში ჩანს შენი ფოლოვერების news feed-ში და შემდეგ შენი სურვილისამებრ: ან ქრება, ან შენსავე პროფილზე გადაინაცვლებს Highlight კოლექციებში, სადაც შენს ძველ სთორებს სხვადასხვა ალბომებად უყრი თავს.
ინსტაგრამზე სთორის ყოველდღიურად საშუალოდ 400მლნ მომხმარებელი დებს. შესაბამისად ძნელია, ყოველთვის გამორჩეული იყო და ხალხს ისეთი კონტენტი შესთავაზო, რომელიც აქამდე არ უნახავთ. თუმცა, მინი-ვიდეოების, გიფებისა და ფოტოების გასახალისებლად რამდენიმე უნიკალური ხრიკი, რომელიც სხვებისგან გამორჩეული სთორების შექმნაში დაგეხმარებათ, მაინც არსებობს.
1. ფერადი (ცისარტყელა) ტექსტი
მსგავსი ტექსტის აწყობა სინამდვილეში ბევრად მარტივია, ვიდრე ჩანს:
- დასაწყისისთვის, საჭიროა, აკრიფოთ ნებიმიერი ტექსტი და მონიშნოთ ის select all ფუნქციით
- ტექსტი ორ ცისფერ ხაზს შუა მოექცევა. დააკლიკეთ ერთ-ერთ მათგანს და არ აუშვათ ხელი. ამასობაში მეორე ხელით მონიშნეთ ნებისმიერი ფერი, დააჭირეთ დიდხანს და, ფერთა პალიტრის გამოჩენისთანავე, ისიც და ცისფერი ხაზიც ერთდროულად გადმოსქროლეთ სასურველი მიმართულებით. დაახლოებით ასე
შედეგად, ამ სახის ფერად ტექსტს მივიღებთ
2) როგორ გავხადოთ ფოტო უფრო თვალშისაცემი
ფოტო: Buffer
იმისთვის, რომ შენი სთორი უამრავ სხვა სთორის შორის ანათებდეს, აუცილებელია, მის ვიზუალურ მხარეს ყურადღება მიაქციო. მაგალითად, შეგიძლია ფოტოს ფერადი გამჭვირვალე overlay დაადო, ან – მისი რომელიმე კონკრეტული ნაწილი გამოკვეთო, დანარჩენი ნაწილების მოკროპვისა ან სრულად გადაჯღაპნის გარეშე. როგორ გავაკეთოთ ეს?
- პირველ რიგში მონიშნე პატარა ფლომასტრის მინიატურა ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხიდან. შემდეგ კი მოცემული 4 ფუნჯიდან – მეორე
- მოცემულ ფუნჯზე დაკლიკვის შემდეგ აირჩიე სასურველი ფერი და დიდხანს გააჩერე თითი ფოტოზე ნებისმიერ ადგილას. პროგრამას ეგონება, რომ მთლიანი ფოტოს გაფერადება გსურს და ასეც იზამს – შედეგად სასურველი ფერის overlay-ს მივიღებთ
overlay–ის დადების მერე ფოტო შესაძლოა უკვე ძალიან ლამაზი იყოს და მზად იყოს დასადებად, თუმცა თუ ძალიან კარგი სელფი გამოგივიდა ცუდი ბექგრაუნდით:
- აირჩიე მუქი ოვერლეი.
- დაადე მთელ ფოტოს
- ბოლოს კი: ფოტოს იმ ნაწილს, რომლის გამოკვეთაც გსურს, საშლელის მეშვეობით მოაშორე ფერადი ზედა ფენა.
შედეგად, ბექგრაუნდი ძალიან მარტივად და ბუნებრივად დაიფარება, შენი ფოტოები კი უფრო ხელოვნების ნიმუშს დაემსგავსება, ვიდრე რიგით სელფს.
3) Drop Shadow ტექსტი
ფოტო: Instagram
მართალია, ინსტაგრამი უკვე ხუთ სხვადასხვა ფონტს გვთავაზობს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ფონტებს რამდენიმე ათეული მილიონი მომხმარებელი ყოველდღიურად მოიხმარს, მათი განსაკუთრებულობა ნელ-ნელა ფასს კარგავს. რამე ახლის მოფიქრებაა საჭირო. თქვენდა საბედნიეროდ, ეს "რამე ახალი" ტექსტში Drop Shadow ეფექტის შემოტანის ხრიკია და საკმაოდ მარტივი მოსახმარიც:
- პირველ რიგში, აკრიფეთ სასურველი ტექსტი და მთლიანად დააკოპირეთ ის;
- მერე კიდევ ერთხელ დასვით ეს ტექსტი ფოტოზე, ოღონდ ამჯერად სხვა ფერად, და ფრთხილად გადაადეთ ზემოდან თავდაპირველ ტექსტს ისე, რომ მხოლოდ რამდენიმე პიქსელით "აცდეს";
- ზედა ტექსტი შეგიძლიათ სურვილისამებრ ამოძრაოთ ზემოთ/ქვემოთ/მარჯვნივ/მარცხნივ რათა "ჩრდილი" სასურველი მიმართულებით დაეცეს.
შედეგად Drop Shadow ფონტის რომელიმე ვარიანტი გამოგივათ:
4) keyboard-ის ორნამენტები
როგორც იცით, ინსტაგრამი უკვე ჰორიზონტალური ფოტოების დასთორვის შესაძლებლობასაც გვაძლევს. თუმცა, აქ ერთი პრობლემაა – მათი ატვირთვისას ფოტოს ზედა და ქვედა ნაწილებში ზედმეტი, არასაჭირო სიცარიელე რჩება. ამით საკმაოდ ბედნიერები ვართ ხოლმე ადამიანები, რომლებსაც უსაშველო ტექსტების წერა და გრძელი ამბების მოყოლა გვიყვარს, თუმცა თუ მათ რიცხვს არ მიეკუთვნები, ან უბრალოდ მინიმალისტური ფოტოს დადება გინდა, რომელიც სიტყვებს არ საჭიროებს და თავადაა მრავლისმთქმელი – შეგიძლია სიცარიელის ამოსავსებად და ფოტოსთვის ჩარჩოს შესაქმნელად უბრალო keyboard-ის ელემენტები გამოიყენო:
():”<>~ – დიახ, აი ზუსტად ამათზე ვსაუბრობთ. თუ მოცემული სიმბოლოებიდან რომელიმეს საკმარისად გაადიდებ, ფერს შეუცვლი და ფოტოს მოარგებ, იგი მზა ორნამენტად/ჩარჩოდ იქცევა და სხვების მსგავსად შენი ფოტოების არაფრით გამორჩეული სტიკერებით გადატვირთვა არ მოგიწევს.
5. "ჩამალული" ჰეშთეგები მეტი მნახველის მოსაზიდად
ეს ბოლო ხრიკი კი მათთვისაა, ვინც დარწმუნებულია საკუთარი სთორების ორიგინალურობაში, თუმცა ნახვების ოდენობა არ აკმაყოფილებს.
გამოსავალი აქაც ძალიან მარტივია და - არა, საერთოდ არ გულისხმობს სთორიზე 15 პოპულარული ადამიანის დათაგვას, მის მესენჯერზე გადაშეარებას ან იმდენი ჰეშთეგის დადებას, რამდენიც ფოტოს გადატვირთავს და არაესთეტიკურს გახდის.
რად გვინდა ბევრი ნახვა, თუ ვიზუალი დავაზიანეთ, არა?! არადა, ჰეშთეგები მართლა ზრდის ჩვენს ხილვადობას, მათი მეშვეობით არა მხოლოდ პოსტებს, არამედ უკვე სთორებსაც მსოფლიოს მასშტაბით ინსტაგრამ მომხმარებლები ნახულობენ. ამიტომ გამოსავალი შემდეგია:
1. აკრიფეთ ჰეშთეგ(ებ)ი, რომლ(ებ)ის ქვეშაც გინდათ, რომ თქვენი სთორი იძებნებოდეს.
2. შემდგომ მიიტანეთ ისარი ე.წ. color picker–თან და მისი მეშვეობით ფოტოდან აიღეთ ნებისმიერი ფერი. ახლა თქვენი ჰეშთეგი ზუსტად იმავე ფერის იქნება, რა ფერისაც ფოტოს რომელიმე მონაკვეთია.
3. ბოლოს კი ჰეშთეგი დააპატარავეთ, რათა საერთოდ არ გამოჩნდეს და ფოტოს ვიზუალს ვერაფერი ავნოს. ის კი მაინც მოიძებნება და მილიონობით ინსტაგრამ მომხმარებლისთვის გახდება ხილვადი.
4. და თუ შესაბამისი აღწერების მოფიქრება გიჭირს, ფოტოს არ სჭირდება, ან უბრალოდ გეზარება, აირჩიე ნებისმიერი ნეიტრალური ჰეშთეგი ინსტაგრამის ყველაზე პოპულარული ჰეშთეგებიდან: #happy #cute #beautiful #photooftheday #instagood #love #instadaily #fun
იმედია, ჩვენი რჩევები გამოგადგება და დღეიდან შენს სთორებზე ინტერაქციის დონე გაიზრდება. მოცემული რჩევებით დამზადებული სთორების აპლიკაციაშივე სანახავად კი შეგიძლია გადმოხვიდე ჩვენს ინსტაგრამზე და ჩვენი ხრიკების სთორი-ჰაილაითი დაათვალიერო.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები