რესპუბლიკელები სენატში უმრავლესობას ინარჩუნებენ — აშშ-ს შუალედური არჩევნები
აშშ-ში შუალედური არჩევნების შედეგების მიხედვით, რესპუბლიკური პარტია სენატში უმრავლესობას ინარჩუნებს. ბოლო მონაცემებით, რესპუბლიკელებს სენატში უკვე 51 ადგილი აქვთ, ხოლო დემოკრატებს — 43 ადგილი.
განსხვავებული შედეგი დაფიქსირდა წარმომადგენელთა პალატაში, სადაც დემოკრატები ლიდერობენ. ამ მომენტისთვის, დემოკრატებს კონგრესის ქვედა პალატაში 209 ადგილი ეკუთვნით, ხოლო რესპუბლიკელებს 191. უმრავლესობის მოპოვებისთვის დემოკრატებს 23 რეგიონში უნდა მოეგო, ჯამში კი მათ 23 რესპუბლიკურ რეგიონში გაიმარჯვეს.
პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არჩევნების შედეგები "დიდ წარმატებად" შეაფასა.
6 ნოემბერს ამერიკელმა ამომრჩეველმა კონგრესის ორივე პალატის, სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენლები აირჩია. არჩევნებს შუალედური იმიტომ ჰქვია, რომ საპრეზიდენტო ვადის სწორედ შუაში იმართება.
ამომრჩეველს უნდა აერჩია წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435 წევრი და 100-დან 35 სენატორი. ასევე, ირჩევდნენ 50-დან 36 გუბერნატორს. არჩევნებამდე ორივე პალატაში უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია წარმოადგენდა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უჭერს მხარს.
იმისათვის, რომ დემოკრატებს სენატში უმრავლესობა მოეპოვებინათ ორ რესპუბლიკურ შტატში უნდა მოეგოთ და არც ერთ თავის შტატში არ უნდა წაეგოთ. ამის გაკეთება კი მათ ვერ შეძლეს.
მაგალითად ტეხასში, დემოკრატმა ბეტო ო'რუკმა რესპუბლიკელ ტედ კრუზს დაუთმო. ამავე დროს, ფლორიდაში დემოკრატი სენატორი ნილ ნილსონი რესპუბლიკელ კანდიდატ რიკ სკოტთან აგებს.
არსებული შედეგები ჯერჯერობით პირველადია და პარტიების ზუსტი გადანაწილება რამდენიმე საათში იქნება ცნობილი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ წარმომადგენლობით პალატაში დემოკრატებს 435-დან 230-მდე ადგილი ექნებათ.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები