მარიამ ჯაში: ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიას მეორე ტურის თარიღის დანიშვნის შემდეგ დაიწყებს
ქართული ოცნების დეპუტატის, მარიამ ჯაშის განცხადებით, მეორე ტურის თარიღის გამოცხადებას ელოდებიან, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი აქტიურ საარჩევნო კამპანიას დაიწყებს.
დეპუტატი ამბობს, რომ პარალელურად დაწყებულია მუშაობა რეგიონებში, რათა პარტიის სათქმელი საზოგადოებამდე მიიტანონ.
"ჩვენ ველოდებით ოფიციალურად მეორე ტურის თარიღის გამოცხადებას, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი აქტიურ, ძალიან ეფექტურ კამპანიას დაიწყებს და პარალელურ რეჟიმში უკვე დაწყებულია სამუშაო შეხვედრები რეგიონებში, რომ მაქსიმალურად ყველა რეგიონს ვეწვიოთ და ჩვენი სათქმელი მივიტანოთ ხალხამდე, იმ გზავნილის საპასუხოდ, რომელიც ჩვენ მივიღეთ პირველ ტურში და დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტურში იქნება დამაჯერებელი გამარჯვება", — განაცხადა დეპუტატმა.
მან ასევე თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი ყოველდღიურ რეჟიმში არის ჩართული ქართული ოცნების ყველა ლიდერთან კონსულტაციებში.
"კამპანიის მეორე ფაზა დაიწყება უახლოეს პერიოდში, როგორც კი გახდება ცნობილი ოფიციალურად თარიღი არჩევნების მეორე ტურის. ეს იქნება ნამდვილად ძალიან ეფექტური, წარმატებული კამპანია და ბუნებრივია, ჩემი მთავარი მესიჯი, როგორც ერთი პარლამენტარის, არის მოსახლეობის მიმართ თხოვნა, რომ მაქსიმალური ჩართულობა იყოს მეორე ტურში. ეს არის ჩვენი ღირსების არჩევანი და გთხოვთ, რომ მეორე ტურში მაქსიმალურად ყველა ჩვენგანმა მივიღოთ მონაწილეობა", — განაცხადა ჯაშმა.
არჩევნების მეორე ტურის შედეგები გამოქვეყნების შემდეგ, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანია არ განუახლებია და არც ამომრჩეველს შეხვედრია. ქართული ოცნების ოფისში კი ყოველდღიურად იმართება შეხვედრები პარტიის ლიდერებსა და რეგიონში მმართველი გუნდის წარმომადგეენლებს შორის. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა "ძველ გვარდიას" მხარდაჭერისკენაც მოუწოდა. ქართული ოცნების სხვა ლიდერები კი მათ შორის, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე პარტიის ოფისში სხვადასხვა თემაზე ბრიფინგებს მართავენ. ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა და არჩევნების მეორე ტურში საკუთარი შტაბიც ექნება. მთავარ შტაბს ირაკლი კობახიძე, ხოლო თბილისის შტაბს კახა კალაძე უხელმძღვანელებს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები