მეორე ტურის წინ ხელისუფლებამ მასშტაბური სოციალური პროექტების წარდგენისგან თავი უნდა შეიკავოს —TI
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამოჭვირვალობა — საქართველო აცხადებს, რომ მეორე ტურის წინ ხელისუფლებამ მასშტაბური სოციალური პროექტების წარდგენისგან თავი უნდა შეიკავოს.
"ეს ტენდენცია, თავისი არსით, ინტენსივობითა და სამიზნე აუდიტორიით ცხადად ატარებს საარჩევნო მოტივირებული საბიუჯეტო ხარჯვის ხასიათს, რაც საარჩევნოდ ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას შეიძლება უტოლდებოდეს", — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, საარჩევნო გარემოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი საბიუჯეტო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი სერიოზულ უპირატესობას იღებს.
TI საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ხელისუფლების მიერ დაანონსებული პროექტების ჩამონათვალს გთავაზობთ:
- პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2 ნოემბერს განაცხადა, რომ 140 ათას სოციალურად დაუცველ ბავშვს 10 ლარიდან 50 ლარამდე გაეზრდებათ დახმარება, რაც ჯამში დამატებით 70 მილიონ ლარამდე საბიუჯეტო ხარჯს გულისხმობს;
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ამომრჩეველს მთავრობის დადგენილების მიღებას დაპირდა, რომლის თანახმადაც თუკი ადამიანი დაიწყებს მუშაობას, მას ერთი წლის მანძილზე შეუნარჩუნდება ფულადი სოციალური დახმარება, ხოლო შემდეგი წლის განმავლობაში შეუნარჩუნებდა არაფულადი პრივილეგიები. მისი თქმით, შესაბამის დადგენილებას მთავრობა უახლოეს მომავალში მიიღებს;
- სერგეენკომ, ასევე, განაცხადა, რომ სამინისტრო დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით მენაშენეებისგან 400 ბინას შეისყიდის. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამინისტრო საცხოვრებელ ფართებს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, ხაშურში, ბათუმსა და ქუთაისში შეისყიდის და პრიორიტეტი თბილისს მიენიჭება;
- 4 ნოემბერს დმანისის და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახაბერ ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ მან პარლამენტს "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონში ცვლილებების ინიციატივით მიმართა. კანონპროექტი ითვალისწინებს დასახლებისთვის, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშეც, მაღალმთიანის სტატუსი მინიჭების შესაძლებლობას, რასაც ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფა შეიძლება მოყვეს;
- 5 ნოემბერს რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 350 ოჯახს დაუკანონდება ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ბინები, რომელთა დაკანონებასაც რამდენიმე წელია უშედეგოდ ითხოვდნენ;
- თელავში, სადაც ე.წ. ლეგიონის ბინები, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზეა, იქ მცხოვრებ ადამიანებს უახლოეს პერიოდში ოფიციალურად დაუკანონდება, რასაც ადასტურებს თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები