ბორნეოს კუნძულზე მსოფლიოს უძველესი ხელოვნების ნიმუშები აღმოაჩინეს
ახლახან არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ბორნეოს ტყეში არსებულ ერთ-ერთ გამოქვაბულში ნანახი მხატვრობა მსოფლიოში ხელოვნების ყველაზე ძველი ნიმუშია.
გამოქვაბულის კედელზე გამოსახულია გაურკვეველი ტიპის მსხვილი რქოსანი პირუტყვი, სავარაუდოდ ბანტენგი, ნახატის ასაკი კი 40 000-დან 52 000 წლამდე მერყეობს, რაც ხუთი ათასი წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე აღმოჩენილი ყველაზე ძველი მხატვრობა.
1990-იანი წლებიდან ცნობილია, რომ ბორნეოს აღმოსავლეთ ტყეებში არსებულ გამოქვაბულებში დიდი რაოდენობით პრეისტორიული ნახატებია, თუმცა აქამდე მიჩნეული იყო, რომ მათი ასაკი 10 000 წელს არ ცდებოდა.
ნახატების ზუსტი ასაკის დადგენა გრიფიტის უნივერსიტეტში მოღვაძე არქეოლოგმა და გეოქიმიკოსმა მაქსიმ ობერტიმ რადიომეტრული დათარიღების მეთოდებით გადაწყვიტა. მან არამხოლოდ ბანტენგის გამოსახულებები, არამედ გამოქვაბულში არსებული ხელის სილუეტებიც დაათარიღა.
"ხელოვნების ყველაზე ძველი ნიმუში, რომელიც ჩვენ დავათარიღეთ, გამოქვაბულის კედელზე გამოსახული ველური პირუტყვია, ის დაახლოებით 40 000 წლისაა", - აცხადებს კვლევის ავტორი.
როგორ ხდება ნახატების დათარიღება?
გამართლების შემთხვევაში, გამოქვაბულში არსებულ ნახატებზე შეიძლება გარკვეული მინერალების ფორმირება მოხდეს, ამ შემთხვევაში ცხოველის ნახატის ნაწილი მინერალ კალციტით აღმოჩნდა დაფარული. კალციტი კი შეგვიძლია ურანიუმ-თორიუმის მეთოდით დავათარიღოთ.
"როდესაც წვიმის წყალი კირქვას ხვდება, ის მასში ურანის მცირე რაოდენობას ხსნის. ურანი რადიოაქტიური ელემენტია, რომელიც დროთა განმავლობაში იშლება, რითაც ახალ ელემენტს, თორიუმს ვიღებთ. ურანის დაშლის ზუსტი სიჩქარე კი ცნობილია. საქმე ისაა, რომ ურანი წყალში იხსნება, თორიუმი კი არა. შესაბამისად, როდესაც ნახატზე წვიმის წყლის წყალობით კალციტის ფენა ჩნდება, ის შეიცავს ურანს, მაგრამ თორიუმს - არა. თუ ჩვენ ათასობით წლის შემდეგ კალციტის ამ ფენას ავიღებთ და მასში ურანისა და თორიუმის რაოდენობას გავზომავთ, ჩვენ ამ ნივთიერების ასაკის დადგენას შევძლებთ", - აცხადებს ობერტი.
გამოქვაბულში რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ნახატია აღმოჩენილი, ნაპოვნია ხელის სტენსილებიც, რომელიც ისეთივე წითელი პიგმენტით არის დახატული, როგორითაც მსხვილფეხა პირუტყვი, თუმცა ხელის სტენსილების ასაკი ბევრად უფრო მრავალფეროვანია, მაგალითად, ერთ-ერთი მათგანის მაქსიმალურ ასაკად 51 800 წელი დათარიღდა, ორი მათგანის მინიმალურ ასაკად კი 37 200 წელი. გამოქვაბულში ასევე ვხვდებით უფრო მუქი პიგმენტით დახატულ ხელის სტენსილებს, ადამიანის ფიგურებს, გეომეტრიულ ფორმებსა და ნავებს, რომლებიც დაახლოებით 20 000 წლით თარიღდება.
არქეოლოგების თქმით, ეს დაახლოებით 20 000 წლის წინ მომხდარ კულტურულ ცვლილებაზე მიუთითებს, რა დროსაც უფრო დიდი ყურადღება ჩვენს გარშემო არსეული ბუნებიდან ადამიანების გრძნობებისა და ემოციების გამოხატვაზე გადავიდა.
ჩვენ არ ვიცით ვინ შექმნა ხელოვნების ეს ნიმუშები, ან რატომ, თუმცა ნახატების სტილის ცვლილება შეიძლება რაიმე საინტერესოს ნიშანი იყოს.
"კულტურული ცვლილება შესაძლოა რეგიონში ადამიანების რომელიმე სხვა ჯგუფის შესვლამ განაპირობა", - აცხადებს ობერტი.
აღნიშნული აღმოჩენებით კარგად ჩანს, რომ ჩვენი შეხედულებების ნაწილი გადასახედია. ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ კულტურისა და შემოქმედებითობის საწყისები სწორედ ევროპაში იყო. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ხელოვნების ნიმუშებს იგივე წარმატებით ქმნიდნენ ბორნეოს რეგიონში მცხოვრები ადამიანებიც.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები