ზაზა სარალიძის თქმით, მან თბლისის მერიიდან წერილი მიიღო, რომ 7 ნოემბრიდან გაათავისუფლონ პარლამენტის წინ დაკავებული ტერიტორია, რათა საახალწლო ნაძვის ხე დაიდგას. ამის შესახებ ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს, 9 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადეს. მათი თქმით, მერიას აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელების თხოვნით პირველ ნოემბერს მიმართეს.

"ამ წერილით გვეუბნება ხელისუფლება, რომ ხელს ვუშლით ვიღაცებს. ჩვენ არავინ ხელს არ ვუშლით, არც იმ ბავშვებს რომლებიც აქ უნდა გაერთონ, თქვენი შვილი არის ჩვენი შვილი, რომლის მომავლისთვის ჩვენ დღეს ვიბრძვით. ჩვენ ჩვენი დასაკარგი შვილები უკვე დავკარგეთ", — ამბობს ზაზა სარალიძე.

სარალიძე ფიქრობს, რომ მიღებული წერილით ხელისუფლება არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მიუხედავად მიღებული წერილისა, ისინი არ აპირებენ ტერიტორიის დატოვებას მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება:

"აქ აღდგება სამართალი. ის სისხლი ნუ დაავიწყდებათ. ნაძვის ხის მაგივრად, ჩემს ოჯახში სისხლის ზღვა დამახვედრეს, დახვრეტილ ბავშვთან ერთად".

გაიგეთ მეტი: