მე-2 ტურის წინ მთავრობის დაანონსებული ინიციატივები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა — ISFED
სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დაანონსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა. ორგანიზაციის განცხადებით, ახალ პროგრამებზე მეორე ტურის წინ საუბარი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ინიციატივების მიზანია, მთავრობის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უფრო მეტმა ამომრჩეველმა მისცეს ხმა.
"ამ ფონზე, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და ზღვარი მმართველ პარტიასა და ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას შორის ფაქტობრივად აღარ არსებობს", — წერია განცხადებაში.
სამართლიანი არჩევნები აცხადებს იმასაც, რომ ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ სახელმწიფო ბიუჯეტი ან სხვა რესურსი არჩევნებზე უპირატესობის მოპოვების მიზნით არ უნდა გამოიყენოს. ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს, ისე არ განკარგონ საბიუჯეტო სახსრები, რომ ეს ქმედება საარჩევნო მიზნებისთვის რესურსების გამოყენებად იყოს აღქმული.
მთავრობის გადაწყვეტილებები მეორე ტურის წინ
28 ოქტომბრის შედეგების შემდეგ მმართველმა გუნდმა "შეცდომების გამოსწორებაზე" დაიწყო საუბარი. მეორე ტურისთვის მოსამზადებლად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდნენ.
ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის მიცემული ხმების ნაკლებობა დეპუტატებმა სხვადასხვანაირად ახსნეს. მაგალითად, დეპუტატი კარლო კოპალიანი მიიჩნევს, რომ თუ "ხალხს მოეფერებიან" და მათი პრობლემებით დაინტერესდებიან, მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებენ.
გია ჟორჟოლიანს მიაჩნია, რომ 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის უმეტესობამ უკმაყოფილება გამოხატა მმართველი გუნდის პოლიტიკის, კერძოდ, ეკონომიკური პოლიტიკის და არა სალომე ზურაბიშვილის მიმართ.
კიდევ ერთ მიზეზად კანაფის კულტივაციის კანონპროექტი დასახელდა. რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და კიდევ რამდენიმე დეპუტატი ითხოვდნენ, რომ კანონპროექტი უკან გაწვეულიყო. ამის შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პატრიარქს შეხვდნენ და კანონი უკან გაიწვიეს.
კიდე ერთი ინიციატივა, რომელიც მეორე ტურის წინ მმართველმა გუნდა დააანონსა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეზღუდვაა. კობახიძის თქმით, იმსჯელებენ ცვლილებებზე, რომელიც ნარკოპოლიტიკის საკითხებში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს შეზღუდავს.
ამასთან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზრდება.
2 ნოემბრის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თქვა, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სამსახურის დაწყების გამო დახმარება აღარ შეუწყდება. მისივე თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოიყოფა.
მამუკა ბახტაძემ 8 ნოემბერს განაცხადა, რომ 2019-20 წლებში შეიარაღებული ძალების მოსამსახურეებს ხელფასი წოდების მიხედვით გაეზრდებათ. 2019 წლიდან ხელფასი მოემატება შსს-ს დაახლოებით 2 900 თანამშრომელსაც.
პრემიერის განცხადებითვე, თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებს ბინები სამ ეტაპად 2020 წლისთვის გადაეცემათ. მთავრობა ბინების გადაცემას იძულებით გადაადგილებული პირებისთვისაც გეგმავს. ბახტაძის თქმით, 2019 წლის ბიუჯეტის თანახმად, 2 000-მდე მოქალაქე მიიღებს ბინას. ბიუჯეტიდან თანხები გამოიყოფა საზღვრისპირა სოფლებში გათბობის უზრუნველყოფისა და სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნითაც
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
კომენტარები