10 ფაქტი Bohemian Rhapsody-ის შესახებ, რომელიც ფილმის ნახვამდე უნდა იცოდეთ
ფრედი მერკური ოცნებობდა, რომ ერთ დღეს ვინმე მის შესახებ ფილმს გადაიღებდა და აი, ეს დღეც დადგა.
მნიშვნელობა არ აქვს ხართ თუ არა Queen-ის ან მერკურის ფანები, უკვე შეგიძლიათ კინოთეატრებს ეწვიოთ და ლეგენდარული ჯგუფისა და მომღერლის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი ნახოთ.
მართალია, ფილმმა კრიტიკოსებისგან არც თუ ისე დადებითი შეფასებები მიიღო, თუმცა ის შეიყვარა მაყურებელმა და ამაზე მისი შემოსავალიც მეტყველებს. პრემიერიდან ერთი კვირის თავზე, Bohemian Rhapsody-იმ უკვე შეძლო $170 მილიონზე მეტი დაეგროვებინა.
დღეს წარმოგიდგენთ 10 ფაქტს Bohemian Rhapsody-ის შესახებ, რომელიც ფილმის ნახვამდე აუცილებლად უნდა იცოდეთ.
1. კონფლიქტი გადასაღებ მოედანზე
სანამ FOX რეჟისორ ბრაიან სინგერს პროექტიდან მოხსნიდა, გადასაღები მოედანი ნამდვილ ბრძოლის ველს ჰგავდა. დაძაბულობა იქამდე მივიდა, რომ ტომ ჰოლანდერმა, რომელიც ფილმში Queen-ის პროდიუსერის, ჯიმ ბიჩის როლს ასრულებდა, გადაღებები კინაღამ მიატოვა. არაერთხელ იჩხუბეს სინგერმა და რემი მალეკმაც. საბოლოოდ ფილმის დასრულება რეჟისორ დექსტერ ფლეტჩერს დაევალა.
2. ფრედის ნამდვილად უყვარდა კატები
ფილმი ფრედი მერკურის შესახებ არის, თუმცა კატები ამ ისტორიაში ნამდვილი ვარსკვლავები არიან. მომღერალს ათი კატა ჰყავდა. ტურნეში ყოფნის დროსაც კი, მომღერალი სახლში რეკავდა და თავის შინაურ ცხოველებს ესაუბრებოდა.
3. რემი მალეკის ნაცვლად ფილმში საშა ბარონ კოენს უნდა ეთამაშა
დიახ, როდესაც ფილმზე მუშაობა დაიწყო (ჯერ კიდევ 2013 წელს) რემი მალეკის ნაცვლად პროექტზე საშა ბარონ კოენი იყო დამტკიცებული. თუმცა, მოგვიანებით ის პროექტიდან წავიდა. 2016 წელს, როდესაც ფილმზე მუშაობა ბრაიან სინგერმა ჩაიბარა, როლი რემი მალეკმა მიიღო და მას შემდეგაც, რაც სინგერი გაუშვეს, მისტერ რობოტის ვარსკვლავმა როლი შეინარჩუნა.
4. საშა ბარონ კოენი და ჯგუფ Queen-ის წევრები ერთმანეთს დაუპირსპირდნენ
საშა ბარონ კოენის თქმით, როდესაც ის ამ პროექტზე მუშაობით იყო დაკავებული, ჯგუფის წევრები ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი გამუდმებით ცდილობდნენ სცენარის შეცვლას.
"ამ პროექტში, თავდაპირველად მომხიბლა იმან, თუ როგორ იყო დანახული ფრედი მერკურის ცხოვრება. თუმცა, როდესაც მითხრეს, რომ ჩემი პერსონაჟი შუა ფილმში კვდებოდა, დავინტერესდი, რაზე უნდა ყოფილიყო დანარჩენი ფილმი, მეიმ და ტეილორმა კი მითხრეს, რომ მათზე, იმაზე თუ როგორ მოიკრიბა ძალები Queen-მა მერკურის სიკვდილის შემდეგ", - ამბობს საშა ბარონ კოენი.
მოგვიანებით მეიმ საშა ბარონ კოენი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ყველაფერი რასაც ის ყვებოდა, მოგონილია.
5. რემი მალეკის ამ როლზე დამტკიცების მიზეზი მისი ყბები გახდა
მალეკმა ჯიმი კიმელის გადაცემაში სტუმრობისას თქვა, რომ ფრედი მერკურის როლზე ყბების გამო დაამტკიცეს.
"ფილმის პროდიუსერებმა, გრეჰემ კინგმა და დენის ო'სალივანმა მისტერ რობოტში მნახეს. ვფიქრობ გადამწყვეტი მნიშვნელობა ყბებს მიანიჭეს რადგან ფრედის, ისევე როგორც მე, უხეში ყბები აქვს", - თქვა მალეკმა.
6. უემბლის სტადიონის სცენა პირველი გადაიღეს
1985 წლის 13 ივლისს უემბლის სტადიონზე შედგა საერთაშორისო საკონცერტო მარათონი Live Aid, რომელზეც Queen-მა თავისი ჰიტები შეასრულა. 2005 წელს ამ მოვლენას როკ-მუსიკის ისტორიაში საუკეთესო გამოსვლა უწოდეს. ფილმში სწორედ ამ კონცერტის სცენა გადაიღეს პირველი.
7. ფრედი მერკურის შიდსის დიაგნოზი უემბლის სტადიონზე გამოსვლის შემდეგ დაუსვეს და არა მანამდე
ფილმში ნაჩვენებია, თითქოს ფრედიმ უკვე იცოდა დიაგნოზის შესახებ სანამ Live Aid-ზე გამოვიდოდა, თუმცა მომღერლის პარტნიორის, ჯიმ ჰუტონის თქმით, მერკურიმ მხოლოდ 1987 წელს გაიგო რომ შიდსი ჰქონდა.
8. რემი მალეკი სპეციალურად დადიოდა მასწავლებელთან იმისთვის, რომ ფრედი მერკურის მოძრაობები ზუსტად გაემეორებინა
როდესაც მალეკი პირველად დაამტკიცეს როლზე ქორეოგრაფთან დაიწყო სიარული, თუმცა მალევე მიხვდა, რომ თუ ზუსტად არ გაიმეორებდა იმ მოძრაობებს, რომელიც მომღერალს ახასიათებდა, ფილმი არ გამოვიდოდა. სწორედ ამიტომ, სპეციალურად აიყვანა მასწავლებელი და ფრედის მოძრაობების სწავლა დაიწყო.
9. რემი მალეკი და ლუსი ბოინტონი რეალურ ცხოვრებაშიც ერთად არიან
ლუსი ბოინტონი ფილმში მერი ოსტინის როლს ასრულებს. სწორედ ამ ქალს ეძახდა მერკური თავისი ცხოვრების სიყვარულს. აღსანიშნავია, რომ რემი და ლუსი რეალურ ცხოვრებაში უკვე ექვსი წელია ერთად არიან.
10. პროთეზი, რომელსაც რემი მალეკი ფილმში იყენებდა, მსახიობმა ოქროში ჩასვა
ელენ დეჯენერესის გადაცემაში სტუმრობისას, რემიმ თქვა, რომ პროთეზი გადასაღები მოედნიდან წამოიღო და ოქროში ჩასვა.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები