კარვებით ვიცავთ თავისუფლებას! — აქცია სარალიძე-მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად
არასამთავრობო ორგანიზაციები ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად პარლამენტის წინ საპროტესტი აქცის "კარვებით ვიცავთ თავისუფლებას!" გამართავენ. მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის უგუნებელყოფით სარალიძესა და მაჩალიკაშვილს დღემდე არ აძლევს კარვების გაშლის უფლებას.
აქცია 10 ნოემბერს, საღამოს რვა საათზე პარლამენტის წინ გაიმართება.
"ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა, არაერთხელ გავაკეთეთ მკაფიო განცხადებები, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეთათვის დროებითი კონსტრუქციის (კარვის) გაშლის ხელშეშლა საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის უხეშ დარღვევად და მშვიდობიანი შეკრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევად შევაფასეთ", — ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.
მათივე თქმით, ადამიანის უფლებების აბუჩად აგდებაზე მიუთითებს წერილი, რომლითაც ზაზა სარალიძეს შეატყობინეს, რომ 7 დეკემბრიდან აქციის მონაწილეებმა ლოკაცია შეცვალონ, რადგან რუსთაველის გამზირზე ნაძვის ხის დადგმა იგეგმება.
"შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ადამიანებმა საკუთარი აქტიურობით დაიცვან კონსტიტუციური უფლებები და ამით მკაფიო შეტყობინება გაუგზავნონ ხელისუფალს", — ნათქვამია განცხადებაში.
მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ უკვე ორი თვეა აქცია მართავენ. ამ დრომდე სამართალდამცავი ორგანოები მათ კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევს.
დღეს, 9 ნოემბერს ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ თბილისის მერია სთხოვს, ნოემბრიდან გაათავისუფლონ პარლამენტის წინ დაკავებული ტერიტორია, რათა საახალწლო ნაძვის ხე დაიდგას. მისივე თქმით, ისინი არ აპირებენ ტერიტორიიდან გადასვლას. ამაზე თბილისის მერმა შვილმოკლულ მამებს ურჩია, რაიმე ისეთი ადგილი შეარჩიონ სადაც საახალწლო ღონისძიებები არ იქნება. კალაძემ თქვა, რომ თუკი მოთხოვნა არ შესრულდება, "კანონი არის ძალიან მარტივი გამოსავალი ყველასთვის".
სარალიძის განმარტებით, თბილისის მერიას აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელების თხოვნით პირველ ნოემბერს მიმართეს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე, სულხან სალაძეც მიიჩნევს, რომ ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს, საახალწლო ნაძვის ხის დადგმის შემთხვევაშიც, პარლამენტის წინ პროტესტის გამოხატვის სრული უფლება აქვთ. On.ge-სთან საუბარში სალაძე განმარტავს, რომ ნაძვის ხის დადგმა არ გამორიცხავს, რომ იქვე, იმ ტერიტორიაზე იყოს სხვა ტიპის მოვლენაც:
"ეს იქნება ფეხზე მდგომი თუ მწოლიარე ადამიანების მონაწილეობით, ეს მათი გადასაწყვეტია. არ ვლაპარაკობ ფიზიკურ დაპირისპირებაზე. ნაძვის ხის განთავსება არ ხდის სტერილურს იმ ადგილს".
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და აღნიშნა, რომ თბილისის მერიამ და შსს-მ ხელოვნური და კანონშეუსაბამო არგუმენტებით პარლამენტის ზაზა სარალიძეს აქციის ჩატარებაში ხელი არ უნდა შეუშალონ.
-
გადახედვა: ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ : ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
კომენტარები